FM97.5 / LIVE

ახალქალაქის მერია ქალაქში 9 აპრილის მემორიალის დადგმას გეგმავს

მთავარისიახლე, საზოგადოება 30.11.2018
1989 წლის 9 აპრილს დაღუპულთა მემორიალური ძეგლის დადგმის თხოვნით ახალქალაქისა და კუმურდოს ეპარქიაში დეკანოზმა ალექსანდრე ქასრაშვილმა წერილობით ახალქალაქის მერს მიმდინარე წლის აპრილში მიმართა.

ახალქალაქის მერია ქალაქში 9 აპრილის მემორიალის დადგმას გეგმავს

„მოგმართავთ ინიციატივით, რომ ქ. ახალქალაქში დ. აღმაშენებლის ქუჩაზე მოეწყოს 9 აპრილს დაღუპულთა მემორიალი,“ – ვკითხულობთ დეკანოზ ალექსანდრე ქასრაშვილის წერილში.

საპასუხოდ კი ახალქალაქის მერიამ სექტემბერში ტენდერი 42 589 ლარზე გამოაცხადა და გამარჯვებული „შპს ლომი 1961“ გამოვლინდა. თუმცა აღნიშნულ კომპანიასთან იმის გამო, რომ მან შესაბამისი დოკუმენტები ვერ წარმოადგინა, მერიამ დადებული ხელშეკრულება გაუუქმა.

„დოკუმენტში ხარვეზი იყო, ამიტომ მემორიალს წელს ვეღარ გავაკეთბთ. ჩვენთან ისეთი სიცივეა, ახლა რომ ავაშენოთ, ყინვა გააფუჭებს, ამიტომ ტენდერს მარტში გამოვაცხადებთ“, – ამბობს ახალქალაქის მერი იურიკ უნანიანი.

2019 წლის 9 აპრილს საბჭოთა არმიის მიერ საქართველოს დამოუკიდებლობის მოთხოვნით მოწყობილი მშვიდობიანი დემონსტრაციის დარბევის დღიდან 30 წელი შესრულდება.

[ავთო ინასარიძე, ახალქალაქი]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ახალქალაქში 9 აპრილის მემორიალის დადგმაზე ტენდერი ხელახლა გამოცხადდა
ახალქალაქის მერიამ ორი ახალი ავტომობილი იყიდა
1989 წლის 9 აპრილის ტრაგედიიდან 30 წელი შესრულდა
ახალქალაქის მერია: საბჭოთა სიმბოლიკა შემორჩენილი ხუთ ადგილზეა
27 წელი 1989 წლის 9 აპრილის მოვლენებიდან
1989 წლის 9 აპრილის მოვლენებიდან 28 წელი გავიდა
ახალქალაქის სოფლებში ბაღის აღსაზრდელებს ტრანსპორტი მოემსახურება