FM97.5 / LIVE

სამცხე-ჯავახეთში პრაქტიკოსი მასწავლებლის სტატუსი 2 716 პედაგოგს აქვს

მთავარისიახლე, განათლება 20.01.2020
მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, პრაქტიკოს მასწავლებლებს, რომლებმაც კომპეტენცია ვერ დაადასტურეს, საშუალება ექნებათ განმეორებით ჩააბარონ გამოცდა და სტატუსი აიმაღლონ.

სამცხე-ჯავახეთში პრაქტიკოსი მასწავლებლის სტატუსი 2 716 პედაგოგს აქვს

მასწავლებელთა კომპეტენციის დადასტურებისათვის ტესტირება ნოემბერში გაიმართა. გამოცდის შემდეგ, სამცხე-ჯავახეთში 2 716 პედაგოგს პრაქტიკოსის სტატუსი დარჩა. უფროსის სტატუსის მქონეა - 1 219 პედაგოგი, წამყვანის - 67, ხოლო მენტორი რეგიონის მასშტაბით სულ ორია.
მუნიციპალიტეტების მიხედვით, სტატუსიანი პედაგოგთა რიცხვი ასეთია:

ადიგენი

პრაქტიკოსი -216
უფროსი - 212
წამყვანი - 10
მენტორი - 0

ასპინძა

პრაქტიკოსი - 163
უფროსი - 156
წამყვანი - 8
მენტორი - 1

ახალქალაქი

პრაქტიკოსი - 1078
უფროსი - 109
წამყვანი - 14
მენტორი - 0

ახალციხე

პრაქტიკოსი - 419
უფროსი - 405
წამყვანი - 25
მენტორი - 0

ბორჯომი

პრაქტიკოსი - 152
უფროსი - 222
წამყვანი - 8
მენტორი - 1

ნინოწმინდა

პრაქტიკოსი - 690
უფროსი - 125
წამყვანი - 5
მენტორი - 1

ცენტრის ინფორმაციით, შესაძლოა ერთი მასწავლებელი ორ სხვადასხვა რესურს-ცენტრში ფიქსირდებოდეს.

მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრში განმარტავენ, რომ უწყებაში გარკვეული ცვლილებების განხორციელება იგეგმება.

„მასწავლებელს, რომელმაც ვერ დაადასტურა კომპეტენცია, სასწავლო წლის დასრულების შემდგომ, განმეორებით მიეცემათ საშუალება ჩააბარონ გამოცდა და აიმაღლონ მასწავლებლის სქემით განსაზღვრული სტატუსი“, - განმარტავენ ცენტრში.

საქართველოს მთავრობის 2019 წლის 23 მაისის დადგენილების მიხედვით, პრაქტიკოს მასწავლებელს (გარდა არაქართულენოვანი ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების/სექტორების პრაქტიკოსი მასწავლებლისა), რომელიც 2020 წლის 31 იანვრის ჩათვლით ვერ მოიპოვებს უფროსი მასწავლებლის სტატუსს, სკოლის დირექტორი, საჭიროების შემთხვევაში, უფორმებს ვადიან შრომით ხელშეკრულებას და აღნიშნული პოზიცია ცხადდება ვაკანტურად.

თუ სკოლამ ვაკანტურ პოზიციაზე დასანიშნად პირი შეარჩია, პრაქტიკოს მასწავლებელთან დადებული ვადიანი შრომითი ხელშეკრულება შეწყდება.

[თაკო ფეიქრიშვილი, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

პრაქტიკოსი მასწავლებლები 2020 წლის 1–ლი თებერვლიდან შესაძლოა სამსახურის გარეშე დარჩნენ
საპენსიო ასაკის პრაქტიკოსი მასწავლებლებისთვის ფულადი ჯილდოს გაცემის წესი დამტკიცდა
როგორ უნდა აიმაღლოს პრაქტიკოსმა მასწავლებელმა სტატუსი
ახალი ვაკანტური ადგილები სამცხე-ჯავახეთის სკოლებში
რა შემთხვევაში დატოვებენ სკოლას პრაქტიკოსი მასწავლებლები
პრაქტიკოსი მასწავლებლებისთვის პროფესიული განვითარების კურსი დაიწყო
სამცხე-ჯავახეთის საჯარო სკოლებში 39 ვაკანტური ადგილია