FM97.5 / LIVE

რა შემთხვევაში დატოვებენ სკოლას პრაქტიკოსი მასწავლებლები

მთავარისიახლე, განათლება 20.12.2019
პრაქტიკოსი მასწავლებლები სკოლებში 2019–20 სასწავლო წლის ბოლომდე დარჩებიან. ამ ეტაპზე, მათ ხელშეკრულებები არ გაუუქმდებათ.

რა შემთხვევაში დატოვებენ სკოლას პრაქტიკოსი მასწავლებლები

მასწავლებლობის კომპეტენციის დადასტურების შედეგები, რომლის მიხედვითაც პედაგოგებმა სტატუსი აიმაღლეს ან ვერ აიმაღლეს, უკვე გამოქვეყნებულია.

იმ პრაქტიკოს მასწავლებლებს, რომლებმაც ვერ მოიპოვეს უფროსი მასწავლებლის სტატუსი, დირექტორი გაუფორმებს ვადიან ხელშეკრულებას, მათი პოზიცია კი ვაკანტურად გამოცხადდება.

ასეთი მასწავლებლები სკოლაში 2019-2020 წლის ბოლომდე დარჩებიან: „ჯერ-ჯერობით მათთან ხელშეკრულება არ წყდება. ამ სასწავლო წლის ბოლომდე დარჩებიან სკოლაში“ - ამის შესახებ „სამხრეთის კარიბჭეს“ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრში განუცხადეს.

პრაქტიკოს მასწავლებლებს გამოცაზე გასვლა 2020 წლის ზაფხულშიც შეძლებათ. რამდენი ქულა იქნება გამსვლელი, ამ ეტაპზე უცნობია.

ახალი, 2020–21 სასწავლო წლის დაწყებამდე სკოლა შექმნის საკონკურსო კომისიას და განიხილავს იმ კანდიდატურებს, რომლებიც აკმაყოფილებენ ზოგადი განათლების შესახებ კანონით მასწავლებლებისთვის განსაზღვრულ სავალდებულო მოთხოვნებს.

გადაწყვეტილებას კანდიდატურის შერჩევასთან დაკავშირებით იღებს სკოლა. სკოლა ასევე უფლებამოსილია კონკურსების შედეგებიდან გამომდინარე განიხილოს პრაქტიკოსი მასწავლებლის ხელშეკრულების გაგრძელების საკითხი კანონმდებლობის შესაბამისად.

იმ საპენსიო ასაკს მიღწეულ მასწავლებლებს, რომლებმაც გამოცდების აპელაციის შედეგების შემდეგ გადაწყვიტეს ჯილდოზე რეგისტრაცია, ეს შესაძლებლობა 2019 წლის 19-დან 31 დეკემბრამდე ექნებათ.

[sknews.ge]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

პრაქტიკოსი მასწავლებლები 2020 წლის 1–ლი თებერვლიდან შესაძლოა სამსახურის გარეშე დარჩნენ
სამცხე-ჯავახეთში პრაქტიკოსი მასწავლებლის სტატუსი 2 716 პედაგოგს აქვს
როგორ უნდა აიმაღლოს პრაქტიკოსმა მასწავლებელმა სტატუსი
საპენსიო ასაკის პრაქტიკოსი მასწავლებლებისთვის ფულადი ჯილდოს გაცემის წესი დამტკიცდა
ცვლილებები მასწავლებელთა პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემაში
პრაქტიკოს მასწავლებელთა და მასწავლებლობის მსურველთა რეგისტრაცია დაიწყო
30 მარტიდან პრაქტიკოს მასწავლებელთა და მასწავლებლობის მსურველთა რეგისტრაცია იწყება