FM97.5 / LIVE

ახალი ვაკანტური ადგილები სამცხე-ჯავახეთის სკოლებში

მთავარისიახლე 20.02.2020
20 თებერვლის მონაცემებით, ვაკანტური ადგილებია ახალქალაქში, ნინოწმინდაში, ბორჯომსა და ასპინძაში.

ახალი ვაკანტური ადგილები სამცხე-ჯავახეთის სკოლებში

მასწავლებლების ან მასწავლებლობის მაძიებლებისთვის ვაკანსიებს სკოლები პერიოდულად აცხადებენ. თავისუფალი ადგილების შესახებ ინფორმაციას მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი აქვეყნებს. მათი მონაცემებით, ამ ეტაპზე სულ შვიდი ვაკანსიაა.

ახლქალაქი

სოფელ ზაკის საჯარო სკოლა

1. ქართული, როგორც მეორე ენა, არაქართულენოვანი სკოლებისთვის/სექტორებისთვის - IV, V კლასები. განაცხადის შეტანის ბოლო ვადაა 29 თებერვალი.

სოფელ ტურცხის საჯარო სკოლა

2. მუსიკა - განაცხადის შეტანის ბოლო ვადაა 27 თებერვალი.

სოფელ ხანდოს საჯარო სკოლა

3. ქართული, როგორც მეორე ენა, არაქართულენოვანი სკოლებისთვის/სექტორებისთვის - V, VI კლასები - განაცხადის შეტანის ბოლო ვადაა 25 თებერვალი.

ასპინძა

სოფელ რუსთავის საჯარო სკოლა

1. უცხოური ენა (რუსული) - V- XII კლასები - განაცხადის შეტანის ბოლო ვადაა 29 თებერვალი.


ბორჯომი

დაბა წაღვერის საჯარო სკოლა

1. ფიზიკური აღზრდა და სპორტი - V - XII კლასები - განაცხადის შეტანის ბოლო ვადაა 25 თებერვალი

სოფელ ტაბაწყურის საჯარო სკოლა

2. ფიზიკური აღზრდა და სპორტი - განაცხადის შეტანის ბოლო ვადაა 28 თებერვალი.

ნინოწმინდა

სოფელ ჟდანოვის საჯარო სკოლა

1. ქართული, როგორც მეორე ენა, არაქართულენოვანი სკოლებისთვის/სექტორებისთვის - IX, - XII კლასები - განაცხადის შეტანის ბოლო ვადაა 25 თებერვალი.

საქართველოს მთავრობის 2019 წლის 23 მაისის დადგენილების მიხედვით, პრაქტიკოს მასწავლებელს (გარდა არაქართულენოვანი ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების/სექტორების პრაქტიკოსი მასწავლებლისა), რომელიც 2020 წლის 31 იანვრის ჩათვლით ვერ მოიპოვებს უფროსი მასწავლებლის სტატუსს, სკოლის დირექტორი, საჭიროების შემთხვევაში, უფორმებს ვადიან შრომით ხელშეკრულებას და აღნიშნული პოზიცია ცხადდება ვაკანტურად.

თუ სკოლამ ვაკანტურ პოზიციაზე დასანიშნად პირი შეარჩია, პრაქტიკოს მასწავლებელთან დადებული ვადიანი შრომითი ხელშეკრულება შეწყდება.

[თაკო ფეიქრიშვილი, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ვაკანტური ადგილები სამცხე–ჯავახეთის სკოლებში
სამცხე-ჯავახეთის საჯარო სკოლებში 39 ვაკანტური ადგილია
სამცხე–ჯავახეთის სკოლებში 6 ვაკანსიაა
სამცხე-ჯავახეთის 20 სკოლაში 25 ვაკანტური ადგილია
სამცხე-ჯავახეთში პრაქტიკოსი მასწავლებლის სტატუსი 2 716 პედაგოგს აქვს
ჯილდოს მიღების მსურველი პედაგოგებისთვის განცხადების შეტანის ვადა იწურება
პრაქტიკოსი მასწავლებლები 2020 წლის 1–ლი თებერვლიდან შესაძლოა სამსახურის გარეშე დარჩნენ