
მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის
ვებ-გვერდზე უკვე გამოქვეყნებული ვაკანსიების რაოდენობა რეგიონის სკოლების მასშტაბით 39-ია.
ყველაზე მეტი, 26 ვაკანსიაა გამოცხადებული ახალქალაქში, მუნიციპალიტეტის ექვსი სკოლა ფიზიკის პედაგოგს ითხოვს.
ახალციხის მუნიციპალიტეტის სკოლებში ორი ქიმიის, ერთი ფიზიკის, ერთი კი მუსიკის პედაგოგის ვაკანსიაა.
ბორჯომში მხოლოდ უცხო ენების სპეციალისტის ეძებენ.
რაც შეეხება ნინოწმინდის სკოლებს, აქ რვა თვისუფალი ადგილია.
ვაკანსიებზე განაცხადების შეტანის ბოლო ვადა, თითქმის ყველა შემთხვევაში იანვრის ბოლოა.
სკოლების ჩამონათვალი, სადაც ვაკანსიებია:
ახალქალაქი
სოფელ კიროვაკანის საჯარო სკოლა 1. ფიზიკა- VIII, IX, X, XI კლასები
2. მათემატიკა – X კლასი
3. უცხოური ენა (რუსული) – V, VI, VII, VIII, IX, X, XI, XII კლასები.
სოფელ ბუღაშენის საჯარო სკოლა 4. გეოგრაფია – VII, VIII კლასები
5. ჩვენი საქართველო – V, VI კლასები
6. ბიოლოგია – V, VI კლასები
7. ფიზიკა – VIII, IX, X, XI კლასები
თამაზ მელიქიძის სახელობის სოფელ კოთელიის საჯარო სკოლა 8. ფიზიკა – VII, VIII, IX, X, XI კლასები
სოფელ ხავეთის საჯარო სკოლა 9. მუსიკა – V, VI, VII, VIII, IX, X კლასები
10. სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება – V, VI, VII, VIII, XI კლასები
11. უცხოური ენა (ინგლისური) – I, II, III, IV, V, VI, VII, VIII, IX, X, XI, XII კლასები
სოფელ ალასტანის საჯარო სკოლა12. ფიზიკური აღზრდა და სპორტი – VI, VII, VIII, X კლასები
13. მუსიკა – VI, VII, VIII, IX, X კლასები
14. სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება – VI, VII, VIII, IX კლასები
სოფელ ხულგუმოს საჯარო სკოლა
15.ქიმია – IX, X, XI, XII კლასები
სოფელ ვაჩიანის საჯარო სკოლა 16. მათემატიკა – III კლასი
17. სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება – III კლასი
18. უცხოური ენა (რუსული) – X, XI, XII კლასები
19. ეთნიკური უმცირესობების ენა (სომხური) – VII, X კლასები
სოფელ ბავრის საჯარო სკოლა 20. ქიმია
21. ფიზიკა
სოფელ აბულის საჯარო სკოლა22. სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება – IV, VII, VIII, IX, X კლასები
23. მათემატიკა
24. ქიმია
სოფელ ღადოლარის საჯარო სკოლა25.ფიზიკა – VIII, IX კლასები
სოფელ ზაკის საჯარო სკოლა26. ფიზიკა – VIII, IX, X, XI კლასები
ახალციხე
ქალაქ ახალციხის N3 საჯარო სკოლა
1. ფიზიკა – VIII, IX, X, XI კლასები
სოფელ წინუბნის საჯარო სკოლა2. ქიმია – IX, X, XI, XII კლასები
სოფელ გურკელის საჯარო სკოლა
3. ქიმია – VIII, IX, X, XI კლასები
ქალაქ ვალის N1 საჯარო სკოლა4. მუსიკა - III, IV, V, VII, VIII, X კლასები
ბორჯომი
ქალაქ ბორჯომის N1 საჯარო სკოლა1.უცხოური ენა (ინგლისური) – III, IV, VIII, XII კლასები
ნინოწმინდა
სოფელ ყულალისის საჯარო სკოლა1.ფიზიკა
სოფელ ეშტიის N1 საჯარო სკოლა2. სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება - I, IV კლასები
სოფელ ეშტიის N2 საჯარო სკოლა3. ფიზიკა - VIII, IX, X, XI კლასები
სოფელ სათხის საჯარო სკოლა4. გეოგრაფია - VII, VIII, IX, X, XI კლასები
5. მათემატიკა - X, XI, XII კლასები
სოფელ საღამოს საჯარო სკოლა6. უცხოური ენა (ინგლისური) - I, III, VI კლასები
სოფელ ფოკის საჯარო სკოლა
7. ფიზიკური აღზრდა და სპორტი - VI, VII, VIII, IX, X, XI, XII კლასები
სოფელ ფოკის საჯარო სკოლა8. სამოქალაქო განათლება - IX, X კლასები
საქართველოს მთავრობის 2019 წლის 23 მაისის დადგენილების მიხედვით, პრაქტიკოს მასწავლებელს (გარდა არაქართულენოვანი ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების/სექტორების პრაქტიკოსი მასწავლებლისა), რომელიც 2020 წლის 31 იანვრის ჩათვლით ვერ მოიპოვებს უფროსი მასწავლებლის სტატუსს, სკოლის დირექტორი, საჭიროების შემთხვევაში, უფორმებს ვადიან შრომით ხელშეკრულებას და აღნიშნული პოზიცია ცხადდება ვაკანტურად.
თუ სკოლამ ვაკანტურ პოზიციაზე დასანიშნად პირი შეარჩია, პრაქტიკოს მასწავლებელთან დადებული ვადიანი შრომითი ხელშეკრულება შეწყდება.
ამ ეტაპზე, ვაკანსიას არ აცხადებს ადიგენისა და ასპინძის მუნციპალიტეტებში არსებული საჯარო სკოლები.
[თაკო ფეიქრიშვილი, ახალციხე]