FM97.5 / LIVE

სახალხო დამცველი: მინდა დავგმო ოხანაშვილსა და მის შვილებზე ვერბალური თავდასხმა

მთავარისიახლე, საზოგადოება 15.01.2020
„მინდა დავგმო დეპუტატ ანრი ოხანაშვილსა და მის მცირეწლოვან შვილებზე ვერბალური თავდასხმისა და შეურაცხყოფის ფაქტი. არავითარი „მაგრამ“ არ უნდა არსებობდეს“ – წერს ნინო ლომჯარია ფეისბუქის გვერდზე.

სახალხო დამცველი: მინდა დავგმო ოხანაშვილსა და მის შვილებზე ვერბალური თავდასხმა

სახალხო დამცველი, ნინო ლომჯარია ფეისბუქით ბაკურიანში მომხდარ ინციდენტს ეხმაურება.

„მსგავსი შემთხვევების შეფასების დროს, როდესაც საქმე საჯარო პირების ოჯახის წევრებს, მითუმეტეს მცირეწლოვნებს ეხება და მისასალმებელია, რომ პოლიტიკურმა ოპონენტებმაც მსგავსი პოზიცია დააფიქსირეს. პოლიტიკური პოლარიზების მიუხედავად, ჩვენ უნდა დავრჩეთ ადამიანებად და საზოგადოებად“,- აცხადებს სახალხო დამცველი.

ინციდენტი გუშინ, 14 იანვარს ბაკურიანში ერთ-ერთ რესტორანში მაშინ მოხდა, როდესაც დეპუტატი, პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი, ოჯახთან ერთად ვახშმობდა. შემთხვევის შედეგად შსს–მ საზოგადოებრივი მოძრაობა „ლელოს“ აქტივისტი, ვახტანგ რობაქიძე დააკავა.

დღეს, 15 იანვარს ახალციხის რაიონულმა სასამართლომ რობაქიძეს სამდღიანი პატიმრობა შეუფარდა.

„ოხანაშვილს ვუთხარი რომ ქვეყნის გამყიდველი და მოღალატეა და ამის გამო მოხდა ეს. კაფეში ბავშვებთან ერთად შესვლის დროს მივესალმე და შემდეგ გამოველაპარაკე. ამის მერე წავედი, დავჯექი ჩემს მაგიდასთან, არანაირი ხელით შეხება არ ყოფილა, უბრალოდ სიტყვიერი შელაპარაკება მოგვივიდა ერთმანეთში", - განაცხადა რობაქიძემ.

პროცესზე ოხანაშვილს ადვოკტი არ ჰყოლია. მას ბრალი ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 173 მუხლით ედება, რაც სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობა ან/და მის მიმართ შეურაცხმყოფელი ქმედების განხორციელებას გულისხმობს.

საქმეზე ასევე, გამოძიება სსკ-ს 151–ე მუხლით მიმდინარეობს, რაც მუქარას გულისხმობს.

[sknews.ge]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

‘ოხანაშვილს ვუთხარი, რომ ქვეყნის მოღალატეა’ - რობაქიძე 'ოცნების' დეპუტატთან მომხდარ ინციდენტზე
დეპუტატის სიტყვიერი შეურაცხყოფისთვის ვახტანგ რობაქიძეს სამდღიანი პატიმრობა შეეფარდა
რუსთავი 2: ბაკურიანში დეპუტატ ანრი ოხანაშვილზე თავდასხმა მოხდა
‘მე მგონი ვიღაც აქტივისტობას იბრალებს’ –‘ლელო’ ბაკურიანში მომხდარ ინციდენტზე
ოხანაშვილის შეურაცხყოფისთვის დაკავებული პატიმრობაში რჩება
დეპუტატის შეურაცხყოფასა და მუქარაში ბრალდებული ვახტანგ რობაქიძე თავისუფალია
ვახტანგ რობაქიძე, რომელიც პოლიციას ძალადობაში ადანაშაულებს ექსპერტიზის ბიუროში შეამოწმეს