FM97.5 / LIVE

ვახტანგ რობაქიძე, რომელიც პოლიციას ძალადობაში ადანაშაულებს ექსპერტიზის ბიუროში შეამოწმეს

მთავარისიახლე, სამართალი 21.01.2020
ანრი ოხანაშვილზე მუქარაში ბრალდებულმა ვახტანგ რობაქიძემ, სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნული ბიურო ცოტა ხნის წინ დატოვა. დღესვე რობაქიძე კლინიკაში გამოკვლევებს ჩაიტარებს.

ვახტანგ რობაქიძე, რომელიც პოლიციას ძალადობაში ადანაშაულებს ექსპერტიზის ბიუროში შეამოწმეს

სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში, ზედაპირული დათვალიერება ვახტანგ რობაქიძეს დღეს, 21 იანვარს დილით ჩაუტარდა.

„დღესვე გამოკვლევები უნდა ჩავიტარო კლინიკაში, რომ დადგინდეს მუცლის არეში მიყენებული დაზიანებები. გამოკვლევის შედეგებს სამხარაულის ბიურო შეისწავლის“, – გვითხრა სატელეფონო საუბარში ვახტანგ რობაქიძემ.

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა რობაქიძე გუშინ, 20 იანვარს საღამოს გამოკითხა: „ჩემს მიმართ ძალადობის შესახებ მივაწოდე ყველანაირი ინფორმაცია და ველოდები ობიექტურ გამოძიებას“.

ვახტანგ რობაქიძესა და „ოცნების“ დეპუტატს ანრი ოხანაშვილს შორის ინციდენტი 14 იანვარს, ბაკურიანში მოხდა. დეპუტატმა განაცხადა, რომ მას რობაქიძემ სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა და დაემუქრა. იმავე დღეს რობაქიძე ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლით დააკავეს, რაც პოლიციისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს.

ახალციხის რაიონულ სასამართლოში, 15 იანვარს მოსამართლე მარიკა ჩიტაშვილმა მას სამდღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა. ადმინისტრაციული პატიმრობის მოხდის შემდეგ რობაქიძე შსს–მ სსკ-ს 151 და 239 მუხლებით დააკავა, რაც მუქარასა და ხულიგნობას გულისხმობს.

19 იანვარს გამართულ პროცესზე რობაქიძეს, მოსამართლე მარიკა ჩიტაშვილმა გირაოს სახით, 7 000 ლარის გადახდა დააკისრა. დაკავებულმა ახალციხის დროებითი მოთავსების იზოლატორი იმავე დღეს დატოვა.

19 იანვრის სასამართლო პროცესზე ადვოკატმა განაცხადა, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი ბაკურიანის პოლიციის განყოფილებაში სცემეს.

პოლიციის მხრიდან შესაძლო ძალადობის შესახებ, ვახტანგ რობაქიძის ადვოკატმა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს, შემთხვევიდან ოთხი დღის შემდეგ, 18 იანვარს მიმართა. გამოძიება დაწყებულია სსკ-ის 333-ე მუხლის მესამე ნაწილით, რაც გულისხმობს სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას არაერთგზის, ძალადობით ან იარაღის გამოყენებით ან/და დაზარალებულის პირადი ღირსების შეურაცხყოფით. ამ მუხლით გათვალისწინებული დანაშაული ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ხუთიდან რვა წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე.

[რობი ზარიძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ვახტანგ რობაქიძის მიმართ, პოლიციის მხრიდან შესაძლო ძალადობაზე გამოძიება დაიწყო
დეპუტატის შეურაცხყოფასა და მუქარაში ბრალდებული ვახტანგ რობაქიძე თავისუფალია
ოხანაშვილის შეურაცხყოფისთვის დაკავებული პატიმრობაში რჩება
დეპუტატის სიტყვიერი შეურაცხყოფისთვის ვახტანგ რობაქიძეს სამდღიანი პატიმრობა შეეფარდა
'რობაქიძეს პოლიციაში სცემეს, ტკივილების გამო 5 დღის უჭმელია' – ადვოკატი
‘ოხანაშვილს ვუთხარი, რომ ქვეყნის მოღალატეა’ - რობაქიძე 'ოცნების' დეპუტატთან მომხდარ ინციდენტზე
სახალხო დამცველი: მინდა დავგმო ოხანაშვილსა და მის შვილებზე ვერბალური თავდასხმა