FM97.5 / LIVE

ოხანაშვილის შეურაცხყოფისთვის დაკავებული პატიმრობაში რჩება

მთავარისიახლე, სამართალი 17.01.2020
ბაკურიანში „ოცნების“ დეპუტატის სიტყვიერი შეურაცხყოფისთვის დაკავებულ ვახტანგ რობაქიძეს, სამდღიანი პატიმრობის ვადა დღეს, 17 იანვარს ამოეწურა, მაგრამ მას დროებითი მოთავსების იზოლატორი არ დაუტოვებია.

ოხანაშვილის შეურაცხყოფისთვის დაკავებული პატიმრობაში რჩება

შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ „ლელოს“ აქტივისტი დღესვე, სსკ-ს 151 და 239 მუხლებით დააკავეს, რაც მუქარასა და ხულიგნობას გულისხმობს.

შსს–ში აცხადებენ, რომ რობაქიძეს ბრალი 48 საათში წარედგინება.

ვახტანგ რობაქიძესა და „ოცნების“ დეპუტატს ანრი ოხანაშვილს შორის ინციდენტი 14 იანვარს, ბაკურიანში მოხდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, რობაქიძემ ქართული ოცნების დეპუტატს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა და დაემუქრა.

რობაქიძე სამართალდამცავებმა იმავე დღეს, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლით დააკავეს, რაც პოლიციისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს. ახალციხის რაიონული სასამართლოს მოსამართლემ, მარიკა ჩიტაშვილმა სამდღიანი პატიმრობა შეუფარდა.

[მარიამ ბარძიმაძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

დეპუტატის სიტყვიერი შეურაცხყოფისთვის ვახტანგ რობაქიძეს სამდღიანი პატიმრობა შეეფარდა
ვახტანგ რობაქიძე, რომელიც პოლიციას ძალადობაში ადანაშაულებს ექსპერტიზის ბიუროში შეამოწმეს
დეპუტატის შეურაცხყოფასა და მუქარაში ბრალდებული ვახტანგ რობაქიძე თავისუფალია
ვახტანგ რობაქიძის მიმართ, პოლიციის მხრიდან შესაძლო ძალადობაზე გამოძიება დაიწყო
‘ოხანაშვილს ვუთხარი, რომ ქვეყნის მოღალატეა’ - რობაქიძე 'ოცნების' დეპუტატთან მომხდარ ინციდენტზე
'რობაქიძეს პოლიციაში სცემეს, ტკივილების გამო 5 დღის უჭმელია' – ადვოკატი
‘მე მგონი ვიღაც აქტივისტობას იბრალებს’ –‘ლელო’ ბაკურიანში მომხდარ ინციდენტზე