FM97.5 / LIVE

ადიგენში ფერმა დაიწვა

მთავარისიახლე, შემთხვევა 15.01.2020
ადიგენში, სოფელ ქიქინეთში ფერმა დაიწვა, მეხანძრეები ცეცხლს რამდენიმე საათის განმავლობაში აქრობდნენ.

ადიგენში ფერმა დაიწვა
ფოტო: არქივი

როგორც ქიქინეთში მერის წარმომადგენელი ზურა აბრამიძე ამბობს, ფერმას ცეცხლი დღეს, 15 იანვარს, 12:00 საათისთვის გაუჩნდა, მეხანძრე–მაშველები ხანძარს დაახლოებით 19:00 საათამდე აქრობდნენ.

„ფერმა სულ დაიწვა, პირუტყვის გადარჩენა შეძლეს. იყო საშიშროება, რომ სახლზე გადასულიყო, მაგრამ გადარჩა. როგორც ვიცი მფლობელს შენობის ნახევარში საქონელი ჰყავდა, ნახევარს კი საწყობად იყენებდა“,-ამბობს აბრამიძე.

მისი თქმით, ცეცხლი სავარაუდოდ სახლის საკვამურიდან გაჩნდა.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში აცხადებენ, რომ ფერმაში 35 მსხვილფეხა პირუტყვი იყო, მაგრამ მათი გადარჩენა შეძლეს.

ხანძარს ადიგენის და ახალციხის მეხანძრეები აქრობდნენ.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს იმფორმაციით, მომხდარზე ძიება 187–ე მუხლის მე–2 ნაწილით დაიწყო, რაც გულისხმობს ნივთის დაზიანებას ან განადგურებას ცეცხლის წაკიდებით, აფეთქებით ან სხვა საყოველთაოდ საშიში საშუალებით.

[მარიამ ბარძიმაძე, ადიგენი]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

სოფელ იდუმალაში სახლის სახურავი დაიწვა
ცემში ხის კოტეჯი დაიწვა
სოფელ მინაძეში საცხოვრებელი სახლის ნაწილი დაიწვა
ახალდაბაში სამსართულიანი სახლი დაიწვა
ახალციხე-ახალქალქის გზაზე მანქანა დაიწვა
რესტორან ‘რჩეულში’ ხანძარი ლოკალიზებულია
სოფელ კლდეში სახლი დაიწვა