FM97.5 / LIVE

ახალდაბაში სამსართულიანი სახლი დაიწვა

მთავარისიახლე, შემთხვევა 13.05.2019
ახალდაბაში ჭაუჭიძეების ექვსსულიანი ოჯახი ღია ცის ქვეშ დარჩა. ხანძრის შედეგად დაიწვა სამსართულიანი სახლი, მარანი, სათავსო და ხის საამქრო.

ახალდაბაში სამსართულიანი სახლი დაიწვა
შემთხვევა გუშინ, 12 მაისს, გამთენიისას მოხდა. სახლს ცეცხლი მაშინ მოეკიდა, როცა ჭაუჭიძეების ექვსივე ოჯახის წევრს ეძინა.

„რომ გავიღვიძე ოთახში კვამლის სუნი ვიგრძენი, ფანჯარაში ცეცხლი ჩანდა. საერთოდ ვეღარაფერი გადავარჩინეთ ყველაფერი დაიწვა, ახლობლის ტანსაცმელი მაცვია“,– ამბობს შალვა ჭაუჭიძე.

მისი თქმით, ცეცხლი მეზობლის სახლზეც გადავიდა, თუმცა მეხანძრეებმა მალევე ჩააქრეს: „ბიძაჩემის სახლია, კარებსა და ფანჯარაზე გადავიდა ცეცხლი, მაგრამ მალევე ჩააქრეს“,

შემთხვევის ადგილზე სამი სახანძრო ჯგუფი მუშაობდა.

როგორც მერის წარმომადგენელი ახალდაბაში ზურა ბლიაძე ამბობს, ოჯახს დროებითი საცხოვრებელ ფართს მერია გამოუყოფს. ამ ეტაპზე ჭაუჭიძეები ნათესავთან რჩებიან.

შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ გამოძიება სსკ–ს 187 მუხლის მეორე ნაწილის ა ქვე ბუნქტით დაიწყო, რაც გულისხმობს ნივთის დაზიანებას ან განადგურებას, ცეცხლის წაკიდებით,აფეთქებით ან სხვა საყოველთაო საშუალებით.

ახალდაბაში სამსართულიანი სახლი დაიწვა

[მარიამ ბარძიმაძე, ბორჯომი]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

სოფელ იდუმალაში სახლის სახურავი დაიწვა
ცემში ხის კოტეჯი დაიწვა
ადიგენში ფერმა დაიწვა
ახალციხე-ახალქალქის გზაზე მანქანა დაიწვა
სოფელ საყუნეთის  სათიბებში გაჩენილი ხანძარი ჩააქრეს
ადიგენში ხანძრის შედეგად ორი სახლი დაიწვა
ახალციხეში, 9 აპრილის ქუჩაზე მანქანა დაიწვა