FM97.5 / LIVE

ბაკურიანში საბაგიროზე ჟეტონის ნაცვლად საბჭოთა პერიოდის რუბლს იყენებენ

მთავარისიახლე, საზოგადოება 08.01.2020
ბაკურიანში, ე.წ. ოცდახუთიანების საბაგიროზე ჟეტონის ნაცვლად დამსვენებლებისთვის საბჭოთა კავშირისდროინდელი რუბლი იყიდება. ერთი რუბლის, როგორც ერთი ჟეტონის ღირებულება ერთი ლარია.

ბაკურიანში საბაგიროზე ჟეტონის ნაცვლად საბჭოთა პერიოდის რუბლს იყენებენფოტო – ანა მარშანია

„ოცდახუთიანების“ საბაგიროზე საბჭოთა კავშირისდროინდელი რუბლის გამოყენება სოციალურ ქსელში ბაკურიანის დამსვენებლებმა გააპროტსტეს.

„ბაკურიანში საბაგიროს ბილეთი, თუ წლების განმავლობაში რაღაც ფურცლის ნაგლეჯი იყო, ახლა მიმოქცევაში არც მეტი, არც ნაკლები რუბლი ჩაეშვა. გადაიხდი ლარს და იყიდი რუბლს თავისი ნამგალითა და უროთო, ზვიოზაჩკითა და საიუზ სავეცკიხ სოციალისწიჩესკიხ რესბუბლიკით. ... თუ ვინმემ კარგად ვერ გაიგო ვაზუსტებ, ლარით ყიდულობ მგზავრობას და ბილეთის, ჟეტონის მაგივრად გაძლევენ რუბლს. უწყვიათ კოხტად, მრავლად“, – წერს ანა მარშანია.

დამსვენებლები ამბობენ, რომ ჟეტონების ნაცვლად რუსული რუბლის გამოყენება საბაგიროს ადმინისტრაციას წელს არ დაუწყია: „შარშანაც ასე იყო“.

მთის კურორტების განვითარებს კომპანიაში განმარტავენ, რომ "ოცდახუთიანების" საბაგირო მათ დაქვემდებარებაში არ შედის და ისინი ბაკურიანში კოხტას, მიტარბსა და დიდველს ფლობენ: „ჩვენს მიერ კონტროლირებად საბაგიროებზე მსგავსი ფაქტი არ ფიქსირდება. „დიდველის“, „მიტარბისა“ და „კოხტას“ საბაგიროებზე მოწყობილია ავსტრიული კომპანიის უკონტაქტო გამშვები პუნქტები“, - განაცხადეს საინფორმაციო სააგენტო „ინტერპრესნიუსთან“ ეკონომიკის სამინისტროში.

"ოცდახუთიანების" ტერიტორაზე რამდენიმე საბაგიროა. ერთია ჩემი, მაგრამ ჩვენ ბილეთებს ვყიდით, ჟეტონები არ გვაქვს", – ამბობს ერთ–ერთი საბაგიროს მფლობელი ზურა კურტანიძე.

„სამხრეთის კარიბჭეს“ ინფორმაციით, "ოცდახუთიანებში" საბაგირო, სადაც ჟეტონების ნაცვლად რუსული რუბლი იყიდება, კერძო პირების საკუთრებაა. ადგილობრივების თქმით, იგი ძმებს, გოგოლაძეებს ეკუთვნით.

რედაქცია გოგოლაძეებთან დაკავშირებას რამდენჯერმე შეეცადა, თუმცა ისინი სატელეფონო ზარებს არ პასუხობენ.

იმის შესახებ, რომ საბჭოთა სიმბოლიკის გამოყენება აკრძალულია, „სამხრეთის კარიბჭემ“ არაერთი მასალა მოამზადა.

"ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის" (IDFI) დირექტორი, გიორგი კლდიაშვილი, რომელიც წლებია, საბჭოთა ისტორიას იკვლევს, განმარტავს, რომ 2011 წლის კანონი „თავისუფლების ქარტია“ საჯარო სივრცეში კრძალავს საბჭოთა ტოტალიტარულ და ფაშისტურ სიმბოლიკას, საკულტო ნაგებობებს, ძეგლებს, მონუმენტებს, ბარელიეფებს, წარწერებს, ასევე, ქუჩების, მოედნების, სოფლებისა და დაბების სახელწოდებებს.

„პრობლემა ის არის, რომ ხელისუფლებაში მყოფი პირები ვერ აცნობიერებენ საბჭოური ლიდერების ძეგლების მოხსნის მნიშვნელობას. საბჭოური სიმბოლიკის შემთხვევაში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ვალდებულია გააფრთხილოს, რომ მსგავსი შემთხვევები არსებობს და თუ არ მოიხსნება, ისინი 1000 ლარით დაჯარიმდებიან. წესით მსგავსი ფაქტების მოკვლევას „თავისუფლების ქარტიის“ კომისია უნდა ახორციელებდეს,“ – განმარტა გიორგი კლდიაშვილმა რედაქციასთან.

ბაკურიანში საბაგიროზე ჟეტონის ნაცვლად საბჭოთა პერიოდის რუბლს იყენებენ

[თაკო ფეიქრიშვილი, ბორჯომი]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ბაკურიანში საბჭოთა რუბლის გამოყენების ფაქტზე სუს–მა პროცედურები დაიწყო
სუს–ის კომისიამ საბჭოთა სიმბოლიკის აღმოფხვრის მოთხოვნით მეწარმეს მიმართა
სტალინის ძეგლები და მონუმენტები  - აკრძალული საბჭოთა სიმბოლიკა სამცხე–ჯავახეთში
მუნიციპალიტეტების ნაწილმა, სუს–ის დავალებით, საბჭოთა სიმბოლიკების მოკვლევა დაასრულა
სუს–მა სამცხე–ჯავახეთში საბჭოთა სიმბოლიკების შესწავლა დაიწყო
ზიკილიაში სტალინის მონუმენტი დადგეს
ბაკურიანში დიდველის საბაგირო გამორთულია