FM97.5 / LIVE

მუნიციპალიტეტების ნაწილმა, სუს–ის დავალებით, საბჭოთა სიმბოლიკების მოკვლევა დაასრულა

მთავარისიახლე, საზოგადოება 05.09.2018
სამცხე–ჯავახეთის რომელ მუნიციპალიტეტებშია საბჭოთა სიმბოლიკები შემორჩენილი და გეგმავენ თუ არა თვითმმართველობები მათ დემონტაჟს.

მუნიციპალიტეტების ნაწილმა, სუს–ის დავალებით, საბჭოთა სიმბოლიკების მოკვლევა დაასრულა

შემორჩენილი საბჭოთა სიმბოლიკების შესახებ „სამხრეთის კარიბჭემ“ სამცხე–ჯავახეთის ექვსივე მუნიციპალიტეტის მერიიდან ინფორმაცია წერილობით გამოითხოვა. მათ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან აღნიშნული საკითხის მოკვლევა ივლისში დაევალათ.

ნინოწმინდის მერიიდან მიღებულ წერილში ვკითხულობთ, რომ მათ მუნიციპალიტეტში საბჭოთა სიმბოლიკები შემორჩენილი არაა. ახალქალაქის მერიიდან კი საჯაროდ გამოთხოვილ ინფორმაციაზე პასუხი ვერ მივიღეთ. მუნიციპალიტეტში სატელეფონო საუბარში გვითხრეს, რომ „წერილზე გვიპასუხებდნენ“, თუმცა, 3 აგვისტოდან დღემდე რედაქციას საჯარო ინფორმაცია არ მიუღია.

ახალციხის მერის ინფორმაციით, საბჭოთა სიმბოლიკა შემორჩენილი მხოლოდ ერთ ადგილზე, სოფელ მუგარეთშია: „შინ მოუსვლელთა მემორიალზე სტალინის გამოსახულება ფიქსირდება“.

ასევე, მხოლოდ ერთი საბჭოთა სიმბოლიკაა ბორჯომის მუნიციპალიტეტშიც: „ასეთი სიმბოლიკა რუსთაველის მოედანზე არსებულ ყოფილ ადმინისტრაციულ შენობაზეა“, – ვკითხუოლბთ მერიიდან მიღებულ წერილში.

ადიგენის მერიაში აცხადებენ, რო მათ ჯერ მოკვლევა არ დაუსრულებიათ. ასპინძის მერიაში კი შესწავლა არც კი დაუწყიათ.
„არ გვყავს კომპეტენტური კომისია, რომელიც შეაფასებს თუ რა ითვლება ტოტალიტარული იდეოლოგიის მატარებლად, მოკვლევაც ამიტომ არ დაგვიწყია“, – ამბობს ასპინძის მუნიციპალიტეტის მერი როსტომ მაგრაქველიძე.

მუნიციპალიტეტების მერიებში აცხადებენ, რომ მათ სუს–სგან საბჭოთა სიმბოლიკების დემონტაჟთან დაკავშირებით მითითება არ მიუღიათ.
„მუნიციპალიტეტი თავის საქმიანობას საბჭოთა სიმბოლიკებთან დაკავშირებით განახორციელებს საქართველოს კანონის „თავისუფლების ქარტიის“ მე–7 მუხლით განსაზღვრული უფლებამოსილების ფარგლებში“, – გვწერს ბორჯომის მერი ლევან ლიპარტია.

საქართველოს კანონის, „თავისუფლების ქარტიის“ მე–7 მუხლი კი საბჭოთა ტოტალიტარული და ფაშისტური იდეოლოგიების და პროპაგანდის აკრძალვის მიზნით სუს–ში კომისიის შექმნას ითვალისწინებს: იმ შემთხვევაში, თუ კომუნისტური ტოტალიტარული და ფაშისტური იდეოლოგიების მატარებელი სიმბოლიკის, ძეგლების, ბარელიეფების, წარწერების, სახელწოდებების აღმოფხვრის მიზნით კომისია მიმართავს უფლებამოსილ პირს (სახელმწიფო უსაფრთოხების სამსახურის უფროსს), უფლებამოსილი პირი ვალდებულია აღმოფხვრას კომუნისტური ტოტალიტარული ან/და ფაშისტური სიმბოლიკა.

2011 წლის კანონი „თავისუფლების ქარტია“ საჯარო სივრცეში საბჭოთა ტოტალიტარულ და ფაშისტურ სიმბოლიკას, საკულტო ნაგებობებს, ძეგლებს, მონუმენტებს, ბარელიეფებს, წარწერებს, ასევე, ქუჩების, მოედნების, სოფლებისა და დაბების სახელწოდებებს კრძალავს. აკრძალვის მიუხედავად კი საბჭოთა ძეგლები და ტოტალიტარული სიმბოლიკა, სამცხე–ჯავახეთის სოფლებში, დამოუკიდებლობის ხელახალი მოპოვებიდან 27 წლის შემდეგაც გვხვდება.

[ავთო ინასარიძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

სუს–მა სამცხე–ჯავახეთში საბჭოთა სიმბოლიკების შესწავლა დაიწყო
ახალქალაქის მერია: საბჭოთა სიმბოლიკა შემორჩენილი ხუთ ადგილზეა
სტალინის ძეგლები და მონუმენტები  - აკრძალული საბჭოთა სიმბოლიკა სამცხე–ჯავახეთში
გამოკითხვა: უნდა იკრძალებოდეს თუ არა საქართველოში საბჭოთა სიმბოლიკა [ვიდეო]
ბაკურიანში საბჭოთა რუბლის გამოყენების ფაქტზე სუს–მა პროცედურები დაიწყო
სუს–ის კომისიამ საბჭოთა სიმბოლიკის აღმოფხვრის მოთხოვნით მეწარმეს მიმართა
ზიკილიაში სტალინის მონუმენტი დადგეს