FM97.5 / LIVE

ახალქალაქში სიების გადამოწმებას არ ჩქარობენ

მთავარიპოლიტიკა 18.10.2013
ახალქალაქში ამომრჩევლებს საარჩევნო ფურცლები დაურიგდათ, თუმცა გადამოწმებას, არიან თუ არა სიებში, ამომრჩეველთა უმეტესობა არ აპირებს.

ახალქალაქში სიების გადამოწმებას არ ჩქარობენ
საარჩევნო სიების დაზუსტება წელს თავად ამომრჩევლების პრეროგატივაა. მათ ამომრჩევლის სახელობითი, მათ მისამართზე რეგისტრირებული ფურცლები უკვე დაურიგეს, ახლა მოქალაქეებმა თავად უნდა დააზუტონ, არიან თუ არა სიაში.

ამომრჩევლის ბარათების დარიგება, ახალქალაქის საარჩევნო ოლქში, 24 სექტემბერს, სიების შემოწმება კი 11 ოქტომბერს დაიწყო. ამ დროის განმავლობაში ყველამ, ვინც სიაში არ იყო, შეძლო ამომრჩევლის უფლების აღდენა. თუმცა სიაში შესწორების შეტანის თხოვნით საარჩევნო ოლქს მხოლოდ ათმა ადამიანმა მიმართა.

„ეს ის სიაა, რომელმაც ჩვენამდე მოაღწია და ჩვენც იუსტიციაში გავგზავნეთ. ძირითადად ესაა ხალხი, ვინც ბოლო პერიოდში დაოჯახდა და პასპორტის გამოცვლა ვერ მოასწრო“, - ამბობს საოლქო კომისიის თავმჯდომარე ჰასმიკ მარანგოზიანი.

#67 საარჩევნო უბანში, სადაც 1067 ამომრჩეველია, შესამოწმებლად არავინ მისულა.

„კომისიის წევრებმა ფურცლები სახლებში დავალაგეთ, გავნაწილდით და ქუჩებში დავარიგეთ. ჯერჯერობით არავის მოუმართავს“, - ამბობს #67 უბნის თავმჯდომარე ვერა ხაჩატრიანი.

ამომრჩეველები არც პირველ უბანზე აქტიურობენ.

„ხალხი 2-3-ჯერ მოვიდა, დაგვხედეს და წავიდნენ. ისინი ჩვენს უბანზე მათი გვარების არსებობას ამოწმებდნენ. არის ხალხი, ვინც არ იცის, რომელ უბანზე უნდა მისცეს ხმა. ჯერჯერობით სიაში გვარის არარებობის გამო არ მოუმართვთ“, - ამბობს უბნის თავმჯდომარე ლუსინე ჰაკოფიანი.

#40 ახალქალაქის საარჩევნო ოლქში 70 საარჩევნო უბანია: 7 ქალაქში და 63 სოფლებში. ოლქში 40,485 ამომრჩეველისა რეგისტრიებული. საოლქო კომისიაში ამბობენ, რომ სიებში ბევრი ისეთი მოქალაქეა, რომლებიც რუსეთში არიან. რადგან იქ საარჩევნო უბნები არ გაიხსნება, თუ არჩევნებამდე ჩამოსვლა ვერ მოასწრეს, ეს ამომრჩევლები მოქალაქეობრივ ვალს ვერ შეასრულებენ.

[შუშან შირინიანი, ახალქაალაქი]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

სამცხე–ჯავახეთში საარჩევნო სიებიდან 19 ‘მკვდარი სული’ ამოიღეს
ახალციხის N5 საარჩევნო უბანზე 10-მა ამომრჩეველმა ხმის მიცემა ვერ შეძლო
ახალციხის ოლქში ამომრჩეველთა რაოდენობამ იკლო
ადიგენში, N1 უბანზე, ამომრჩეველმა არჩევანი ვერ დააფიქსირა
N37-ე ახალციხის საარჩევნო ოლქში, 35 უბნიდან 8 უბანზე კომისია ვერ დაკომპლექტდა
ივნისის მონაცემებით  სამცხე–ჯავახეთში 272 450 ამომრჩეველია
ადიგენის საოლქო კომისიაში სიის შესწორების მოთხოვნით 27 განცხადება შევიდა