FM97.5 / LIVE

ახალციხის ოლქში ამომრჩეველთა რაოდენობამ იკლო

მთავარიპოლიტიკა 23.10.2013
საპარლამენტო არჩევნებთან შედარებით, წელს, საპრეზიდენტო არჩევნებზე, ახალციხის საარჩევნო ოლქში ამომრჩევლების რაოდენობა 2580 ამომრჩევლით შემცირდა.

ახალციხის ოლქში ამომრჩეველთა რაოდენობამ იკლო
#37 ახალციხის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე თეა გავაშელი ამბობს, რომ გასულ წელთან შედარებით, ახალციხის საარჩევნო ოლქში წლევანდელი, 27 ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნებისთვის, ამომრჩეველთა რაოდენობა გაცილებით ნაკლებია.
თუ მაგალითად, საპარლამენტო არჩევნებში 37 704 ამომრჩეველი იყო რეგისტრირებული, წელს ეს ციფრი 35 120-თ განისაზღვრება.

ამომრჩეველთა ერთიან სიაში, გამონაკლისი შემთხვევების გარდა, ცვლილებები აღარ შევა.

#37 ახალციხის საოლქო საარჩევნო კომისიაში საარჩევნო სიებში შესწორების შეტანის მოთხოვნით ამ დრომდე 162 განაცხადია შესული.

„ჩვენთან შემოსულია ისეთი განცხადებები, როგორიც არის ამომრჩევლის უბიდან უბანზე გადაყვანა. ორი წყალთბილა გვაქვს, სომხური და ქართული, ერთი 25-ე და მეორე მე-12 უბანია. ორ ამომრჩეველს პირადობებში უწერიათ წყალთბილა, ამიტომ რაღაცეები აირია და საჭირო გახდა ამომრჩევლების ერთი უბნიდან მეორეზე გადაყვანა“,- ამბობს თეა გავაშელი.

მისივე თქმით, იყო რეგისტრაციიდან მოხსნილი მოქალაქეების განცხადებებიც. საოლქო კომისიამ 162 განცხადებიდან მხოლოდ ორი ამომრჩევლის განცხადება არ დააკმაყოფილა: „ერთი არ იყო საქართველოს მოქალაქე და მეორე მეპატრონის მიერ საკუთრებიდან იყო ამოწერილი“.

ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემების თანახმად, საქართველოში ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა 3 537 719-ს შეადგენს.
ეს მონაცემი 76 132-ით ნაკლებია გასული წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეთა რაოდენობაზე. სხვაობას ხელისუფლება მოქალაქეების რეგისტრაციიდან მოხსნას უკავშირებს.

ცესკოს მონაცემებით, სამცხე–ჯავახეთის რეგიონში - 149 285 ამომრჩეველია;.

ახალქალაქი – 39 545
ახალციხე – 35 120
ბორჯომი – 27 427
ნინოწმინდა – 21 689
ადიგენი – 15 648
ასპინძა – 9 856

[მანანა სარაშვილი, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ახალციხის ოლქში არჩევნებში მონაწილეობა ამომრჩეველთა 51%-მა მიიღო
8 ოქტომბრის არჩევნებისთვის სამცხე–ჯავახეთში 146.160 ამომრჩეველია რეგისტრირებული
ამომრჩეველთა აქტივობა 10:00 საათისთვის
15:00 საათის მონაცემებით, ახალციხის ოლქში ამომრჩეველთა აქტივობა 34%–ია
ივნისის მონაცემებით  სამცხე–ჯავახეთში 272 450 ამომრჩეველია
სწრაფი გადახდის აპარატით ამომრჩეველთა სიაში საკუთარი მონაცემების გადამოწმება შესაძლებელი გახდა
სამცხე–ჯავახეთში საარჩევნო სიებიდან 19 ‘მკვდარი სული’ ამოიღეს