FM97.5 / LIVE

ივნისის მონაცემებით სამცხე–ჯავახეთში 272 450 ამომრჩეველია

მთავარისიახლე, პოლიტიკა, არჩევნები 16.06.2016
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის ივნისის თვის მონაცემებით, 2016 წლის 8 ოქტომბრის არჩევნებისათვის, სამცხე–ჯავახეთის 6 საარჩევნო ოლქში, 272 450 ამომრჩეველია.

ივნისის მონაცემებით  სამცხე–ჯავახეთში 272 450 ამომრჩეველია

6 ოლქს 6 საოლქო კომისია მოემსახურება. საოლქო საარჩევნო კომისიები უკვე დაკომპლექტებულია. უცვლელია მათი თავმჯდომარეების ვინაობები.

კერძოდ:
N36 ბორჯომის საარჩევნო ოლქს ლევან დევიძე ხელმძღვანელობს;
N37 ახალციხის საარჩევნო ოლქს – თეა გავაშელი;
N38 ადიგენის ოლქს – ჯაბა მაჭარაშვილი;
N39 ასპინძის საარჩევნო ოლქს – როსტომ მაგრაქველიძე;
N40 ახალქალაქის საარჩევნო ოლქს ჰასმიკ მარანგოზიანი;
N41 ნინოწმინდის ოლქს –სეირან კიურეღიანი.

რაც შეეხება ამომრჩეველთა რაოდენობას, 2016 წლის 8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისთვის
N36 ბორჯომის ოლქში – 47 395 ამომრჩეველია;
N37 ახალციხის ოლქში – 44 483;
N38 ადიგენის ოლქში – 42 170;
N39 ასპინძის ოლქში – 42 479;
N40 ახალქალაქის ოლქში – 46 468;
N41 ნინოწმინდის ოლქში – 49 455.

არის თუ არა საარჩევნო სიაში, ამის გამაოწმება ნებისმიერ მოქალაქეს შეუძლია სპეციალურ საიტზე - voters.cec.gov.ge.

ცესკოს ინფორმაციით, უზუსტობის აღმოჩენის შემთხვევაში, დაინტერესებულ პირს შეუძლია მიმართოს შესაბამის საარჩევნო კომისიას არაუგვიანეს 2016 წლის 22 სექტემბრისა და მოითხოვოს ცვლილების შეტანა სიაში.

როგორც ცესკოში განმარტავენ, ამომრჩეველთა ერთიანი სიის ფორმირებისა და კომპიუტერული დამუშავების მიზნით, შესაბამისი სახელმწიფო უწყებები საარჩევნო ადმინისტრაციას წელიწადში 4-ჯერ (1 თებერვალს, 1 მაისს, 15 ივლისს და 1 ნოემბერს)გადასცემენ საარჩევნო უფლების და ამავე უფლების არმქონე პირების შესახებ მონაცემებს.

საარჩევნო კანონმდებლობის მიხედვით, 15 ივლისს ცესკო მორიგ განახლებულ მონაცემებს მიიღებს, რის საფუძველზეც, 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის ამომრჩეველთა ერთიანი სია საბოლოოდ განახლდება.

[ნინო ნარიმანიშვილი, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ცესკო: განახლებულ სიაში 3 452 093 ამომრჩეველია
2017 წლის არჩევნებისთვის სამცხე–ჯავახეთში 213 უბანი გაიხსნება
8 ოქტომბრის არჩევნებისთვის სამცხე–ჯავახეთში 146.160 ამომრჩეველია რეგისტრირებული
სამცხე–ჯავახეთში საარჩევნო სიებიდან 19 ‘მკვდარი სული’ ამოიღეს
ცესკო: N44 ახალციხე–ადიგენის ოლქში ამომრჩეველთა მაღალი აქტივობა დაფიქსირდა
სამცხე-ჯავახეთის სამ საარჩევნო ოლქში  41 საჩივარი შევიდა
ცესკო: საუბნო საარჩევნო კომისიებში წევრობის სურვილი 35,956-მა ადამიანმა გამოთქვა