FM97.5 / LIVE

ასპინძის საკრებულომ 2020 წლის ბიუჯეტი დაამტკიცა

მთავარისიახლე, პოლიტიკა 23.12.2019
ასპინძის საკრებულოში მომავალი წლის ადგილობრივი ბიუჯეტი 7 315 996 ლარით დამტკიცდა. 2020 წელს მუნიციპალიტეტში ხუთი მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტია დაგეგმილი.

ასპინძის საკრებულომ 2020 წლის ბიუჯეტი დაამტკიცა

ასპინძის მომავალი წლის ბიუჯეტი 20 დეკემბერს დამტკიცდა. დოკუმენტის საბოლოო ვარიანტი თვითმმართველობას ჯერ საკუთარ სარგებლობაში არსებულ ინტერნეტ გვერდებზე არ გამოუქვეყნებია.

საკრებულოს თავმჯდომარის, მამუკა მელიქიძის განამრტებით, ბიუჯეტმა დამტკიცებამდე განხილვის ეტაპი გაიარა, რომლის დროსაც საკრებულომ მერიას იგი შენიშვნებით დაუბრუნა. რეკომენდაციები, ძირითადად, თვითმმართველობაში თანამდებობრივი სარგოების გაზრდას ეხებოდა: „ზოგიერთ მუხლში თანხების ზრდასთან და ინფრასტრუქტურულ პროექტებთან დაკავშირებით გვქონდა შენიშვნები. ამ მუხლებში რაც იყო თანხა გაწერილი, იმასთან შედარებით მეტობა რომ ყოფილიყო. იმიტომ, რომ ჩვენთან ყველაზე დაბალი ხელფასები იყო და მოხდა გათვალისწინება, კანონის შესაბამისად“, - აცხადებს საკრებულოს თავმჯდომარე.

მისივე თქმით, 2020 წლის მთავარ ფინანსურ დოკუმენტში ძირითადი პრიორიტეტები ინფრასტრუქტურა, განათლება, ჯანდაცვა და სოციალური მიმართულებებია.

რაც შეეხება კონკრეტულად ინფრასტრუქტურას, მომავალი წლისთვის მოწონებული და დამტკიცებულია ხუთი პროექტი, რომლებისთვისაც ადგილობრივი ბიუჯეტიდან ჯამში 2 954 000 ლარი დაიხარჯება. ეს პროექტებია:

- ხიზაბავრა-სარო-ვარგავის ცენტრალური მილსადენის შეცვლა-რეაბილიტრაცია;
- სოფელ რუსთავის შიდა გზები მოწესრიგება;
- სოფელ ოშორას შიდა გზების მოწესრიგება;
- დაბა ასპინძის ქუჩების მოწესრიგება;
- სოფელ დამალას შიდა გზების მოწესრიგება.

ხუთივე პროექტი მომავალ წელს უნდა დაიწყოს და დასრულდეს.

მიმდინარე წელთან შედარებით, ასპინძის ადგილობრივი ბიუჯეტით გათვალისწინებული თანხა გაზრდილია: „2019 წელს, საწყისი ბიუჯეტი ხუთ მილიონამდე იყო, წელს კი წამოვიდა ინფრასტრუქტურული პროეტქების თანხებიც და გახდა 7 316 000. ნელა-ნელა თანხები ჩნდება და იზრდება ბიუჯეტი“, - ამბობს მელიქიძე.

[თაკო ფეიქრიშვილი, ასპინძა]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ასპინძის საკრებულომ 2019 წლის ბიუჯეტი დაამტკიცა
ახალციხის საკრებულომ 2019 წლის ბიუჯეტი დაამტკიცა
ადიგენის 2020 წლის ბიუჯეტი რვა მილიონ ლარზე მეტია
პრიორიტეტები ადიგენში, ახალქალაქსა და ნინოწმინდაში – საკრებულოებმა ბიუჯეტი დაამტკიცეს
სამცხე–ჯავახეთში მომავალი წლის ბიუჯეტები დამტკიცდა
სამცხე–ჯავახეთის საკრებულოებში ბიუჯეტების პროექტები განიხილეს
ასპინძაში მომავალი წლის ბიუჯეტი დაამტკიცეს