FM97.5 / LIVE

‘რუსული მხარე თანახმაა’ – როდის ჩამოვა ახალციხეში 50 ახალგაზრდა

მთავარისიახლე, პოლიტიკა 18.12.2019
ახალციხეში დაფუძნებულმა ორგანიზაციამ „სახალხო დიპლომატია საზღვრებს გარეშე“, რომელიც ქართულ-რუსული ურთიერთობების აღდგენის მიზნით ჩამოყალიბდა, რუსეთიდან 50 ახალგაზრდა მოიწვია. მისი ხელმძღვანელის გოჩა პარუნაშვილი თქმით, საგზურები უკვე ადგილზეა და პროექტის დეტალების განსახილველად იანვარში რუსეთში გაემგზავრება.

‘რუსული მხარე თანახმაა’ – როდის ჩამოვა ახალციხეში 50 ახალგაზრდა
ფოტო - ახალი ამბების ფრონტი

ორგანიზაციის „სახალხო დიპლომატია საზღვრების გარეშე“ ხელმძღვანელი და ახალციხის გამგებლის ყოფილი მრჩეველი გოჩა პარუნაშვილი აცხადებს, რომ მათ მოწვევას რუსული მხარე დაეთანხმა და უკვე კონკრეტული მოლაპარაკებები მიმდინარეობს. მისივე თქმით, პროექტის განხორციელბას გაზაფხულზე გეგმავენ, დეტალების შესათანხმებლად კი მან ვიზა მიიღო.

„იდეის დაანონსებიდან ერთი კვირის შემდეგ მოვიდა დასტური, სადაც ეწერა, მივესალმებით სახალხო დიპლომატიის კუთხით, საქართველოს მხრიდან მსგავსი ნაბიჯების განხორციელებასო. მომივიდა უკვე ვიზა ადმინისტრაციიდან და ახალი წლების შემდეგ ოფიციალურად მივდივარ რამდენიმე საკითხის შესათანხმებლად. შეხვედრა იქნება ტურიზმის ფედერალური სააგენტოში, იმიტომ, რომ ტურისტულად უნდა მოხდეს მათი შემოსვლა, ასევე გარკვეული ტურისტული მარშრუტი უნდა შევთავაზოთ და მე მინდა გავარკვიო, აქედან წასული ბავშვების გადაადგილების მარშრუტიც, რა პირობებში სად და როგორ იქნებიან. ამიტომ იქ ადგილზე უნდა გავიაროთ ეს საკითხები“, - ამბობს პარუნაშვილი.

მისივე თქმით, ორგანიზაცია პარალელურად მუშაობს სხვა საკითხებზეც. როგორიც არის ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის გათავისუფლება. პარუნაშვილი ამბობს, რომ მათი ორგანიზაცია და პუტინთან დაახლოებული პირი, ვლადიმერ ხომერიკი, რომელიც „რუსი და ქართველი ხალხის ერთიანობის ფონდის“ პრეზიდენტია ერთობლივად ცდილობენ ამ საქმის მოგვარებას.

„ვლადიმერ ხომერიკთან ერთად, რომელსაც მოსკოვთან აქვს კავშირები და ოსეთის მხარესთან, მიდის სარიოზული მოლაპარაკება და სახალხო დიპლომატია სწორედ მაგას ემსახურება. ჩვენ გვქონდა მოლაპარაკება და ცოტა ადრე უნდა გამოსულიყო გაფრინდაშვილი, თუმცა რაღაცა მოხდა, რაც გაურკვეველია ჩვენთვის, მაგრამ გუშინ დაგვიდასტურეს რომ სავარაუდოდ, ახალი წლისთვის ვაჟა გაფრინდაშვილი საქართველოში დაბრუნდება“.

ორგანიზაციაში გეგმავენ, რომ ახალციხის სოფლებში შეხვედრები გამართონ, სადაც მოსახლეობაში არსებული პრობლემების შესახებ ისაუბრებენ და მათი გადაჭრის გზებსაც დასახავენ: „რადგანაც რამდენიმე ახალი, აქტუალური საკითხი იყო, ჩვენ არ გავსულვართ სოფლებში მოსახლეობასთან შესახვედრად, თუმცა ვგეგმავთ გასვლას და გვაინტერესებს პრობლემური საკთხები, რაც შეეხება ჩვენს რეგიონს, რუსეთთან შრომით ურთიერთობას და ა.შ. რომ დამყარდეს ტოტალური ურთიერთობა. ომი და უბედურება არავის სჭირდება და მე ვფიქრობ, რომ ასეთი ურთიერთობა ამ ყინულის ლღობას ხელს შეუწყობს“, - ამბობს გოჩა პარუნაშვილი.

ორგანიზაცია „სახალხო დიპლომატია საზღვრების გარეშე“ ახალციხეში ოქტომბერში ჩამოყალიბდა. ორგანიზაციის წევრები ამბობენ, რომ მათი მთავარი მიზანი ქართულ-რუსული ურთიერთობების აღდგენაა.

ასევე ნახეთ:

‘ეს არის კრემლის ინტერესები’ - შეფასებები ახალციხეში შექმნილ ორგანიზაციაზე

გამოკითხვა: უნდა იქმნებოდეს თუ არა რეგიონში პრორუსული ორგანიზაციები

‘ამით ‘სუსი’ უნდა დაინტერესდეს’- ომბუდსმენი ახალციხეში პრორუსულ ორგანიზაციებზე

[თაკო ფეიქრიშვილი, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

‘ჩვენს პრობლემებს რუსეთი მოაგვარებს’ - ახალციხეში ახალი ორგანიზაცია დაფუძნდა
‘ამით ‘სუსი’ უნდა დაინტერესდეს’- ომბუდსმენი ახალციხეში პრორუსულ ორგანიზაციებზე
‘ეს არის კრემლის ინტერესები’ - შეფასებები ახალციხეში შექმნილ ორგანიზაციაზე
ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობაში ახალი შტატი დაუშვეს
გამოკითხვა: უნდა იქმნებოდეს თუ არა რეგიონში პრორუსული ორგანიზაციები [ვიდეო]
ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგებლის მრჩეველი შვებულებიდან სამსახურში აღარ დაბრუნდა
‘თავისუფლება ვაჟა ექიმს’ - ახალციხეში ადვოკატებმა აქცია გამართეს