FM97.5 / LIVE

‘თავისუფლება ვაჟა ექიმს’ - ახალციხეში ადვოკატებმა აქცია გამართეს

მთავარისიახლე, საზოგადოება 19.12.2019
დღეს, 19 დეკემბერს, ახალციხეში შოთა რუსთაველის ძეგლის მიმდებარე ტერიტორიაზე თორმეტი ადვოკატი პლაკატებით გამოვიდა. „ექიმები საზღვრების გარეშე“, „ჩვენი მხარდაჭერა ვაჟა ექიმს“, „თავისუფლება ვაჟა ექიმს“ - ამ წარწერებით ისინი გაფრინდაშვილის დაკავებას გამოეხმაურნენ.

‘თავისუფლება ვაჟა ექიმს’ - ახალციხეში ადვოკატებმა აქცია გამართეს

ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის მხარდასაჭერად ახალციხეში ადვოკატებმა მდუმარე აქცია 11:00 საათზე გამართეს. ისინი მიიჩნევენ, რომ გაფრინდაშვილი უკანონო პატიმარია და დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდეს.

„მცოცავი ოკუპაციის შედეგია ეს ყველაფერი, საქართველოს ეს საზღვრები აღიარებული საერთაშორისო თანამეგობრობის მიერ, ამიტომ ვაჟა გაფრინდაშვილს ჩვენი შეხედულებით დანაშაული არ ჩაუდენია. ზოგი თვლის, რომ მან დაარღვია საზღვარი. ის არის ექიმი და თავისი პროფესიული მოვალეობის შესასრულებლად მიმდიოდა და მიუღებელია მისი დაკავება და ამდენი ხნის განმავლობაში დატოვება უკანონო პატიმრონბაში“, - განაცხადა ადვოკატმა შალვა გოგოლაძემ.

ახალციხეში მდუმარე აქციას ორგანიზება ადვოკატთა ასოციაციამ გაუწია: „თბილისში ჩვენი კოლეგები მართავენ ანალოგიურ აქციას და ჩვენ მხარდაჭერას ვუცხადებთ. ვიზიარებთ აქციის შინაარს მთლიანად და მხარს ვუჭერთ უკანონო პატიმარ ვაჟა გაფრინდაშვილს, მიგვაჩნია, რომ იგი დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდეს“, - ამბობს ადვოკატი ნუგზარ სამარჯიშვილი.

მისივე თქმით, ექიმებს საზღვრები არ აქვთ და გაფრინდაშვილი მხოლოდ საკუთარ მოვალეობას ასრულებდა - „ის საქართველოს ტერიტორიაა, ოკუპირებულია და კიდევ ერთი ის, რომ იგი ექიმია და ექიმებს საზღვრები არ აქვთ“.

დღესვე სოლიდარობის აქცია, ადვოკატთა ასოციაციის ინიციატივით თბილისსში, რიყის პარკშიც გაიმართა.

თბილისის ცენტრალური საავადმყოფოს ტრავმატოლოგ-ორთოპედი ვაჟა გაფრინდაშვილი საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა ცხრა ნოემბერს დააკავეს. მას ბრალი ედება ე.წ საზღვრის განზრახ დარღვევაში, რაც დე ფაქტო კანონმდებლობით სისხლის სამართლის დანაშაულია. მას შემდეგ რაც ცხინვალის დე-ფაქტო სასამართლომ ვაჟა გაფრინდაშვილს ორთვიანი პატიმრობა შეუფარდა, საქართველოს პრეზიდენტმა პრეზიდენტმა საერთაშორისო ორგანიზაციებს მიმართა. ექიმის მხარდასაჭერად განცხადება გაავრცელა აშშ-ს საელჩომაც.

22 ნოემბერს ვაჟა გაფრინდაშვილის უკანონო დაკავების თაობაზე იმსჯელეს ეუთოს მუდმივი საბჭოს სხდომაზეც. ასევე საქართველოს სხვადასხვა რეგიონში, მათ შორის სამცხე-ჯავახეთში, ვაჟა გაფრინდაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით „თეთრი ხალათების აქცია“ გაიმართა.

‘თავისუფლება ვაჟა ექიმს’ - ახალციხეში ადვოკატებმა აქცია გამართეს

[თაკო ფეიქრიშვილი, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ახალციხელი ადვოკატები ვაჟა გაფრინდაშვილის მხარდასაჭერად აქციას გამართავენ
‘ახალციხელების თანადგომა ვაჟა ექიმს’ - მხარდამჭერი აქცია ახალციხეში
ვაჟა გაფრინდაშვილს პატიმრობა მიუსაჯეს
ვაჟა გაფრინდაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით ახალციხეში აქცია გაიმართება
'თეთრი ხალათების' აქცია ახალციხესა და ასპინძაში
ვაჟა გაფრინდაშვილი თავისუფალია
ცხინვალში ვაჟა გაფრინდაშვილის ე.წ. სასამართლო პროცესი მიმდინარეობს