FM97.5 / LIVE

‘ამით ‘სუსი’ უნდა დაინტერესდეს’- ომბუდსმენი ახალციხეში პრორუსულ ორგანიზაციებზე

მთავარისიახლე, პოლიტიკა 23.10.2019
სამცხე-ჯავახეთში პრორუსული ძალების საქმიანობასთან დაკავშირებულ საფრთხეებზე და რუსულ პროპაგანდასთან ბრძოლაში ხელისუფლების როლზე „სამხრეთის კარიბჭესთან“ სახალხო დამცველი საუბრობს. ნინო ლომჯარიასთვის ეს პირველ რიგში სახელმწიფო უსაფრთხოების საკითხია.

‘ამით ‘სუსი’ უნდა დაინტერესდეს’- ომბუდსმენი ახალციხეში პრორუსულ ორგანიზაციებზე

წელს ახალციხეში დაფუძნდა ორი ორგანიზაცია, რომელთა დამფუძნებლები რუსეთისადმი მეგობრულ დამოკიდებულებას ღიად გამოხატავენ და მთავარ მიზნად რუსულ-ქართული ურთიერთობების აღდგენას ასახელებენ.

სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ ამ ორგანიზაციების საქმიანობით სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური უნდა დაინტერესდეს. „რუსული პროპაგანდა პირდაპირ ეწინააღმდეგება დემოკრატიულ ღირებულებებსა და ადამიანის უფლებებს და დიდ საფრთხეს უქმნის ქვეყნის უსაფრთხოებას“, - ამბობს ნინო ლომჯარია „სამხრეთის კარიბჭესთან“ საუბარში.

როგორ ვებრძოლოთ რუსულ პროპაგანდას - ერთ-ერთი ეფექტური იარაღი, ომბუდსმენის აზრით, ძლიერი ადგილობრივი მედიაა.

“არსებული ინფორმაციის წყაროები ვერ უზრუნველყოფენ ეთნიკური უმცირესობებისთვის ინფორმაციის მათთვის სასურველ ენაზე მიწოდებას, საზოგადოებრივი მაუწყებლის პროგრამები ამ მიმართულებით კი არაეფექტურია და ვერ აღწევს სასურველ მიზანს, ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ სახელმწიფომ სტრატეგიულად მნიშვნელოვნად მიიჩნიოს ამ რეგიონში სომხურენოვანი მოსახლეობის ქართული საინფორმაციო წყაროებით სარგებლობა.“

ომბუდსმენი სახელმწიფოს მხრიდან საგანმანათლებლო აქტივობებისა და საზოგადოებასთან კომუნიკაციის აუცილებლობაზეც საუბრობს.

„ვფიქრობ რომ რუსულ პროპაგანდას სახელმწიფომ უნდა დაუპირისპიროს საგანმანათლებლო აქტივობები, რაც სამწუხაროდ არ ხდება, ან არ არის ეფექტური. ეს ძირითადად არასამთავრობო ორგანიზაციების ინიციატივაზეა მხოლოდ დამოკიდებული, ამიტომ ეს არის საყურადღებო.

ასევე მნიშვნელოვანია რომ გააქტიურდეს საზოგადოებასთან კომუნიკაცია, სამოქალაქო საზოგადოების გააქტიურება და მეტი საუბარი ქართულ, ევროპულ ღირებულებებზე, თუ რას ნიშნავს ჩვენი ქვეყნისთვის ევროატლანტიკური ინტეგრაცია.

ამ საკითხებს ხელისუფლებამ უნდა შეხედოს როგორც უფრო ფართო სურათს და მეტი ყურადღება უნდა მიაქციოს“, - ამბობს ნინო ლომჯარია.

წელს, ზაფხულში, ახალციხეში, ორგანიზაცია „მეგობრობა და ერთობა“ დაფუძნდა, 20 ოქტომბერს კი კიდევ ერთი მსგავსი ორგანიზაციის, „სახალხო დიპლომატია საზღვრების გარეშე“, პრეზენტაცია გაიმართა. ორივე ღონისძიებას „რუსი და ქართველი ხალხების ერთიანობის ფონდის“ პრეზიდენტი, პუტინთან დაახლოებული ვლადიმერ ხომერიკი ესწრებოდა.

[რობი ზარიძე, ახალციხე ]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

‘რუსული მხარე თანახმაა’ – როდის ჩამოვა ახალციხეში 50 ახალგაზრდა
‘ჩვენს პრობლემებს რუსეთი მოაგვარებს’ - ახალციხეში ახალი ორგანიზაცია დაფუძნდა
‘ეს არის კრემლის ინტერესები’ - შეფასებები ახალციხეში შექმნილ ორგანიზაციაზე
ნინო ლომჯარია ახალციხეში განსახლებულ დევნილებს შეხვდა
ომბუდსმენი: 'ეროვნული უმცირესობები გარკვეული დოზით ინფორმაციულ ვაკუუმში არიან'
გამოკითხვა: უნდა იქმნებოდეს თუ არა რეგიონში პრორუსული ორგანიზაციები [ვიდეო]
‘მიიღე ინფორმაცია მშობლიურ ენაზე’ – ახალციხეში შეხვედრა გაიმართა