FM97.5 / LIVE

'პარლამენტის გადაწყვეტილებას კითხვის ნიშნის ქვეშ ვერავინ ვერ დააყენებს' — გახარია

მთავარისიახლე, პოლიტიკა 17.12.2019
პრემიერ–მინისტრი ამერიკელი კონკრესმენების განცხადებას ეხმაურება, გიორგი გახარიას განცხადებით, პროპორციულ საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით გადაწვეტილება ხალხის მიერ არჩეულმა პარლამენტმა მიიღო.

'პარლამენტის გადაწყვეტილებას კითხვის ნიშნის ქვეშ ვერავინ ვერ დააყენებს' — გახარია

„კონგრესმენები არიან საქართველოს მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელები. ჩვენ მეგობრებისგან და სტრატეგიული პარტნიორებისგან ყველა სახის კრიტიკას ვიღებთ სამუშაო რეჟიმში, აქ ვერანაირ პრობლემას ვერ ვხედავთ. არსებობს გარკვეული კითხვები და ამ კითხვებს ვუპასუხებთ, ეს არის სწორედ პოზიტიური თანამშრომლობის, პოზიტიური მეგობრობისა და პოზიტიური სტრატეგიული თანამშრომლობის ნაწილი. არსებობს სამართლებრივი პროცედურები, რომელიც უკვე გავლილია, ეს არის პარლამენტის გადაწყვეტილება და საქართველოს პარლამენტის გადაწყვეტილებას კითხვის ნიშნის ქვეშ ვერ დააყენებს ვერავინ. ეს არის ხალხის მიერ არჩეული პარლამენტი და პარლამენტმა გადაწყვეტილება მიიღო. სხვა ყველაფერი არის პოლიტიკური პროცესი. როგორც იცით, ელჩების მეშვეობით ეს დიალოგი მიმდინარეობს და ვნახოთ. ერთი რამ არის, საქართველოს მთავრობას ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორს, ჩვენს მეგობრებს, ყველას გვაღელვებს ერთი რამ, ქვეყნის შემდგომი დემოკრატიული განვითარება, რაშიც ეჭვი არავის ეპარება. ყველამ კარგად იცის, რომ საქართველოსა და ამერიკას შორის სტრატეგიული პარტნიორობა, რომელიც გვაქვს დღეს, არ გვქონია არასოდეს“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

16 დეკემბერს კონგრესმენებმა გიორგი გახარიას წერილით მიმართეს. მათ პრემიერი პროპორციულ სისტემაზე გადასვლის დაპირების შეუსრულებლობის გამო გააკრიტიკეს.

[sknews.ge]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

საგანგებო მდგომარეობა და კომენდანტის საათი აღარ გაგრძელდება – პრემიერი
გიორგი გახარია ვარაუდობს რომ სასწავლო პროცესი 26 აპრილამდე ვერ აღდგება
პრემიერი: არჩევნების შემდგომ თანამშრომლობის ფორმატზე დღეს საუბარი ნაადრევია
საქართველოსა და ევროპოლს შორის თანამშრომლობის შესახებ შეთანხმება გაფორმდა
გიორგი გახარია: 20 ივნისის ღამეს 30–ზე მეტი პოლიციელი იყო გატაცებული
შეიძლება გავხდეთ იძულებული და სასაფლაოების დახურვა მოგვიწიოს – გახარია
რა არის ამერიკის შეერთებული შტატების როლი  საქართველოს უსაფრთხოებაში?