FM97.5 / LIVE

ამერიკელი კონგრესმენი: შოკირებული ვართ საარჩევნო რეფორმის ჩავარდნით

მთავარისიახლე, პოლიტიკა 17.12.2019
ამერიკის რესპუბლიკური პარტიის წევრმა და კონგრესში საქართველოს მეგობართა ჯგუფის თანათავმჯდომარემ, ადამ კინზინგერმა პრემიერ მინისტრის, გიორგი გახარიას სახელზე დაწერილი წერილი გამოქვეყნა. კონგრესმენი იმედოვნებს, რომ საქართველოს ოფიციალური პირები დაუყოვნებლივ განაახლებენ მოლაპარაკებებს და დაამტკიცებენ ამ მნიშვნელოვანი რეფორმების პაკეტს.

ამერიკელი კონგრესმენი: შოკირებული ვართ საარჩევნო რეფორმის ჩავარდნით

აღნიშნულ ინფორმაციას „ამერიკის ხმა“ ავრცელებს.

წერილს, რომელიც კონგრესმენმა გამოქვეყნა, ხელს ის და დემოკრატი თანათავმჯდომარე ჯერალდ კონოლი აწერენ. ორივე მათგანი ავტორია საქართველოს მხარდამჭერი აქტისა, რომელიც ამერიკის შეერთებული შტატების წარმომადგენელთა პალატამ ოქტომბერში დაამტკიცა.

„ჩვენთვის შოკისმომგვრელი იყო ცნობა იმის შესახებ, რომ საქართველოს პარლამენტში ჩავარდა დაპირებული რეფორმები, რომლითაც პროპორციული საარჩევნო სისტემა უნდა დანერგილიყო. საქართველო ამ რეფორმებზე წლებია მუშაობს, ევროკავშირთან და ვენეციის კომისიასთან ერთად. ეს პირობა მიეცა არა მხოლოდ საერთაშორისო თანამეგობრობას, არამედ, ქართველ ხალხს, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია. იმედია, რომ საქართველოს ოფიციალური პირები დაუყოვნებლივ განაახლებენ მოლაპარაკებებს და დაამტკიცებენ ამ მნიშვნელოვანი რეფორმების პაკეტს“.

წერილში ხაზია გასმული ამერიკის მხრიდან საქართველოსადმი, როგორც სტრატეგიული პარნტიორისადმი ერთგულებაზე:

„საქართველო თითქმის სამი ათწლეულია აშშ-ის სანდო და სტრატეგიული პარტნიორია. აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ, ახლახან, აჩვენა საქართველოს ერთგულება საქართველოს მხარდაჭერის აქტის, H.R. 598-ის დამტკიცებით, რომელიც ამბობს, რომ აშშ კვლავაც ერთგულია საქართველოს დამოუკიდებლობისა და სუვერენიტეტისა, აღიარებს საქართველოს ერთგულებას დემოკრატიული ღირებულებებისადმი და აცხადებს აშშ-ის წინააღმდეგობას რეგიონში რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ. ახლა ჯერი საქართველოს ხელისუფლებაზეა, რომ უერთგულოს თავის პირობას ქართველი ხალხის მიმართ. მოუთმენლად ველით თქვენთან თანამშრომლობას, რათა უზრუნველყოფილი იყოს საქართველოს დემოკრატიის გაძლიერება მომავალ წლებში“.

[sknews.ge]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

რა არის ამერიკის შეერთებული შტატების როლი  საქართველოს უსაფრთხოებაში?
პრემიერმა  ამერიკის სახელმწიფო და საექსპერტო წრეებს საქართველოს მთავრობის რეფორმები გააცნო
მხარს ვუჭერთ ქართველი ხალხის მოწოდებას – ამერიკის საელჩო 20–21 ივნისის მოვლენებზე
რაზე ისაუბრეს აშშ–ის ვიცე–პრეზიდენტმა და საქართველოს პრემიერმა
აშშ–ს სენატის საგარეო კომიტეტების წევრები საქართველოს  მთავრობას აფრთხილებენ
რაზე ისაუბრეს საქართველოს პრემიერმა და აშშ–ს ვიცე პრეზიდენტმა
აშშ-ის მხარდაჭერა საქართველოს