FM97.5 / LIVE

გიორგი გახარია ვარაუდობს რომ სასწავლო პროცესი 26 აპრილამდე ვერ აღდგება

მთავარისიახლე, კორონავირუსი 18.03.2020
პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია აცხადებს, რომ სწავლის აღდგენა 26 აპრილამდეც სრულფასოვნად ვერ მოხერხდება.

გიორგი გახარია ვარაუდობს რომ სასწავლო პროცესი 26 აპრილამდე ვერ აღდგება

“უნდა შევთანხმდეთ, როგორ ვალაგებთ პრიორიტეტებს. რა თქმა უნდა, ხელისუფლებისთვის პირველი პრიორიტეტი არის ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობა, პირველ რიგში, ბავშვების. აქ გარკვეული ვადები არსებობს. თუ შევძელით, რომ ამ გამოწვევას ვუპასუხოთ შემჭიდროებულ ვადებში, რისიც მეეჭვება… იმ ვადებზე, რა ვადებზეც განათლების სამინისტრო საუბრობს. მაგალითად, დღეის მონაცემებით განათლების სამინისტრო ამბობს, რომ თუ 26 აპრილამდე სკოლებში სასწავლო პროცესი არ განახლდა, უკვე მთლიანად წლის სასწავლო პროცესი დგება კითხვის ნიშნის ქვეშ. იქ გარკვეული სტანდარტები არსებობს. განათლების სამინისტროს მიღებული აქვს დავალება, რომ უახლოეს დღეებში წარმოადგინოს გეგმა. მე ეჭვი მეპარება, რომ 26 აპრილამდე ჩვენ სრულად შევძლებთ სასწავლო პროცესის აღდგენას, თუმცა ამის იმედი რჩება”, – აღნიშნულის შესახებ გიორგი გახარიამ რუსთავი 2-ის ეთერში ისაუბრა.

მისივე თქმით, შესაძლოა, ცალკე აღებული სკოლები უფრო მომზადებული არიან, თუმცა არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ რეგიონებში ბევრი ბავშვია, სადაც ინტერნეტზე წვდომაც კი არ არის.

„ის, რომ დისტანციურად განათლების სისტემა არ არის დღეს მზად, სრულფასოვანი განათლება მისცეს ჩვენს ბავშვებს, ეს ფაქტია და აქ თავი არ უნდა მოვიტყუოთ. შეიძლება ცალკე აღებული სკოლები უფრო მომზადებულები არიან, ვიდრე სხვები, მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ რეგიონებში ძალიან ბევრი ბავშვი გვყავს, სადაც ელემენტარულად ინტერნეტზე წვდომა არის პრობლემა. ამიტომ, ადეკვატურად უნდა შევაფასოთ, სად ვართ და რისი შესაძლებლობები გვაქვს. 26 აპრილამდე ჩვენ თუ შევძელით საგანმანათლებლო პროცესის აღდგენა, მაშინ ერთი სცენარი გვაქვს, და თუ ვერ შევძელით, ეს არის მეორე სცენარი, რომელიც უახლოეს დღეებში განათლების სამინისტრომ უნდა წარმოადგინოს“,-განაცხადა გახარიამ.

კორონავირუსის პრევენციის მიზნით, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით ორი კვირაა დაკეტილია საგანმანათლებლო დაწესებულებები. მუშაობის დისტანციურ რეჟიმდე გადავიდნენ არასამთავრობო და სამთავრობო ორგანიზაციები, ტელეკომპანიები და საინფორმაციო სააგენტოები.

დღეიდან, 18 მარტიდან, უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის ჩაიკეტა საქართველოს საზღვრებიც.

ქვეყანაში კორონავირუსით 38 ადამიანია დაინფიცირებული, მათ შორის ოთხი მცირეწლოვანია.

[sknews.ge]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

მოსწავლეებისთვის საზოგადოებრივ მაუწყებელზე გაკვეთილების ტრანსლირება დაიწყება
რა არის ‘ტელესკოლა’ და როგორ ვისწავლოთ მისი საშუალებით
სწავლა 21 აპრილამდე გადაიდო
განათლების მინისტრი – სწავლა 15 სექტემბერს საკლასო ოთახებში დაიწყება
გიორგი გახარია: უნდა გაძლიერდეს კავშირი მანდატურის ინსტიტუტსა და საპატრულო პოლიციას შორის
სასწავლო დაწესებულებებში არდადეგები 1-ელ აპრილამდე გახანგრძლივდა
უახლოეს დღეებში გადავაჭარბებთ 1000–ს – გიორგი გახარია ინფიცირებულებზე