FM97.5 / LIVE

‘სამსახურის დაკარგვით ემუქრებიან ’ – ‘ოცნების’ აქციისთვის მოსახლეობის მობილიზება მიმდინარეობს

მთავარისიახლე, პოლიტიკა 13.12.2019
14 დეკემბერს „ოცნების“ მიერ დაგეგმილ აქციას სამცხე-ჯავახეთიდან რამდენიმე ათასი ადამიანი შეუერთდება. საჯარო მოხელეებს, სკოლებსა და ააიპ–ებში დასაქმებულებს ეუბნებიან, რომ შეკრებაზე წასვლა სავალდებულოა. „ქართული ოცნების“ შტაბში კი ირწმუნებიან, რომ ყველა საკუთარი სურვილით მიდის.

‘სამსახურის დაკარგვით ემუქრებიან ’ – ‘ოცნების’ აქციისთვის მოსახლეობის მობილიზება მიმდინარეობს

14 დეკემბერს მმართველი პარტია „ქართული ოცნება“ თბილისში პარტიული ღონისძიების ფარგლებში ფართომასშტაბიანი აქციის გამართვას გეგმავს, რომელიც, პარტიის განცხადებით, საქართველოს ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტის თავმჯდომარეობასთან დაკავშირებით მიმდინარე საზეიმო კვირეულის შეჯამებას უკავშირდება.

„ერთად აღვნიშნოთ ევროპის საბჭოს თავმჯდომარეობა, მხარი დავუჭიროთ ქართულ ოცნებას და ჩვენი ქვეყნის ევროპულ არჩევნას“,- ნათქვამია „ოცნების“ მიერ გავრცელებულ განცხდებაში.

ნინოწმინდასა და ახალქალაქში „ევროპული საქართველოს“ წარმომადგენელი არსენ კარაპეტიანი ამბობს, რომ საჯარო მოხელეებს აიძულებენ შეკრებაზე წასვლას.

„ეშინია ხალხს სამსახურის დაკარგვის და სხვა გზა არ აქვთ, მიდიან. როგორც ვიცი წალკის გზა აქვთ კონტროლზე აყვანილი, იქიდან მიდიან რომ მალე ჩავიდნენ. სკოლის დირექტორებს დაავალეს მასწავლებლების წამოყვანა. ცალკეც იბარებენ და აფრთხილებენ თუ არ წამოხვალთ თქვენს თავებს დააბრალეთო“,-ამბობს კარაპეტიანი.

სკოლის მასწავლებლების ნაწილი არ უარყოფს, რომ შეხვედრასთან დაკავშირებით დირექტორებმა ნამდვილად გააფრთხილეს.

„დირექტორი შემოვიდა და რეგისტრაცია დაიწყო, მოგვთხოვა პირადი ნომრებიც. მასწავლებელები ეუბნებოდნენ, რომ სკოლა აპოლიტიკურია, მაგრამ მაინც ჩაიწერეს. მე არ გამიპროტესტებია, მაგრამ ვერ წავალ, რადგან ჯანმრთელობა არ მიწყობს ხელს “,-ამბობს ერთ–ერთი პედაგოგი.

„სამხრეთის კარიბჭე“ მუნიციპალიტეტის რესურსცენტრების ხელმძღანელებს დაუკავშირდა, სადაც გითხრეს, რომ მასწავლებლები საკუთარი სურვილით მიდიან და დაძალება არ ხდება.

„ინფორმაცია ხელმისაწვდომია, ტელევიზიით ამაზე საუბრობენ, რესურსცენტრის გაფრთხილება რად უნდა ვინმეს“,- ამბობს ადიგენის რესურსცენტრის დირექტორი ინგა ბოჭორიშვილი.

„არანაირი დავალება არ ყოფილა. თქვენ ვინ მოგცათ ეს ინფორმაცია?! ჩვენთან ასეთები არ ხდება“, – ამბობს ბორჯომის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელი იზოლდა ლომიძე.

იგივე გვითხრა ასპინძის რესურსცენტრის უფროსმა ტრისტან მურადაშვილმაც: „არასამუშაო დღეა და სადაც უნდა იქ წავლენ თანამშრომელბი. არანაირ მობილიზაციას არ ვაკეთებთ ჩვენ. ვისაც უნდა წავა. ევროპის დღეებია და მაგიტომ მიდიან“.

„ნაციონალური მოძრაობის“ შტაბის ხელმძღვანელი ბაკურ გელაშვილი ამბობს, რომ ისე როგორც სხვა მუნიციპალიტეტებში, ხალხის მობილიზება ბორჯომშიც ხდება: „საჯარო სამსახურების ხელმძღვანელები თვითონ აკონტროლებს თავიანთ თანამშრომლებს, ასევე სთხოვენ ახლობლების წამოყვანასაც“.

„ქართული ოცნების“ რაიონულ ორგანიზაციებში კატეგორიულად უარყოფენ იმ ფაქტს, რომ საჯარო მოხელეები შეხვედრაზე ძალით მიჰყავთ.

„იმდენად დიდი ინტერესი და სურვილია მოსახლეობის მხრიდან, რომ ყოველდღიურად გვემატებიან. სკოლებიდანაც იქნებიან და საჯარო მოხეელებიც“,- ამბობს „ქართული ოცნების“ ახალციხის საოლქო ორგანიზაციის აღმასრულებელი მდივანი გვარამაძე.

მისი თქმით, ახალციხიდან შეკრებაზე დაახლოებით 3 000 კაცი მიდის.

ადიგენის „ქართული ოცნების“ რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე და ადიგენის მერი ზაქარია ენდელაძე ამბობს, რომ მუნიციპალიტეტიდან 2 000-მდე კაცით მიდიან.

„ევროპის დღეებს ავღნიშნავთ, ევროკავშირის თავმჯდომარე ქვეყანა გავხდით. ადამაინები იკრიბებიან თვითონ და გამოთქვამენ სურვილს. ჩვენც ვცდილობთ, რომ ამ ადამიანებს ამოვუდგეთ მხარში. ჩვენ ვუზრუნველყოფთ ტრანსპორტირებას. ბევრიც საკუთარი ხარჯებით მოდის“,- ამბობს ენდელაძე.

ხვალიდნელ შეხვედრასთან დაკავშირებით, არასამთავრობო ორგანიზაციებმა განცხადება გაავრცელეს.

მათი განმარტებით, „ქართული ოცნების“ მიერ დაგეგმილი აქციისთვის მოქალაქეთა მობილიზება მუნიციპალიტეტების საჯარო მოხელეებზე ზეწოლის ფონზე მიმდინარეობს. პარტიის კოორდინატორების გარდა, მოქალაქეთა მობილიზებაში აქტიურად არიან ჩართული მერების წარმომადგენლები სოფლებში და სოფლების საკრებულოს დეპუტატები.

„მსგავსი ფაქტები დაფიქსირდა ქუთაისში, წყალტუბოში, ზუგდიდში, ფოთში, ხობში, მარტვილში, ოზურგეთში, ჩოხატაურში, ქობულეთში, ბათუმში, ხელვაჩაურში, ახალციხეში, გორში, ხაშურსა და კახეთის თითქმის ყველა მუნიციპალიტეტში. მუნიციპალიტეტის წარმომადგენლები დადიან მოსახლეობაში, საჯარო სკოლებში, საბავშვო ბაღებში და საჯარო სკოლის მასწავლებლებს, ბაღის თანამშრომლებს, ა(ა)იპ და სსიპ-ების თანამშრომლებს მოუწოდებენ გაემგზავრონ ხელისუფლების მიერ დაგეგმილ აქცია-ღონისძიებაზე. ზოგ შემთხვევაში აქციაზე წასვლისკენ მოწოდებას დავალების, ზოგ შემთხვევაში კი თხოვნის შინაარსი აქვს. ასევე, რამდენიმე მუნიციპალიტეტში, თვითმმართველობის საჯარო მოხელეებს დავალებული აქვთ აქციაზე წამსვლელი 10 ან 20 კაციანი სიების წარმოდგენა სახელის, გვარის და პირადი ნომრის მითითებით“, – ნათქვამია განცხადებაში.

ხელმომწერი ორგანიზაციები მმართველ პარტიასა და ადგილობრივი თვითმმართველობის მაღალი თანამდებობის პირებს მოუწოდებენ, რომ აღკვეთონ საჯარო მოხელეებსა და მუნიციპალიტეტში დასაქმებულ პირებზე, სოციალურად დაუცველ მოქალაქეებზე ღონისძიებაზე დასწრებასთან დაკავშირებით ზეწოლის/იძულების ნებისმიერი ფორმა. ამასთან, მაქსიმალურად უზრუნველყონ დაგეგმილი პარტიული ღონისძიების გამიჯვნა საჯარო სამსახურის და თვითმმართველობების საქმიანობისგან, და თავი შეიკავონ დაგეგმილი ღონისძიების შესახებ მოქალაქეთა შეცდომაში შეყვანისგან.

[მარიამ ბარძიმაძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

'ოცნების' მიერ ორგანიზებულ შეკრებას ახალციხიდან 3 000–მდე ადამიანი დაესწრება [ფოტო/ვიდეო]
‘ოცნების’ მიერ ორგანიზებულ კონცერტზე ახალციხიდან სტუდენტები წაიყვანეს
‘ოცნების’ ორგანიზებულ აქციაზე ბორჯომიდან 2 000 კაცი წავიდა
ნუგზარ სამარჯიშვილი: ‘ბაღის და სკოლის პედაგოგებს ‘ოცნების’ შეხვედრაზე წასვლას აიძულებენ’
„ქართული ოცნების“ სპეციალური განცხადება
თბილისში ‘ქართული ოცნების’ მიერ ორგანიზებული აქცია მიმდინარეობს
გელა დემეტრაძე: 21 მარტს ახალციხიდან 2.000 კაცი წავა