FM97.5 / LIVE

'ოცნების' მიერ ორგანიზებულ შეკრებას ახალციხიდან 3 000–მდე ადამიანი დაესწრება [ფოტო/ვიდეო]

მთავარისიახლე, პოლიტიკა 14.12.2019
დღეს, 14 დეკემბერს თბილისში ფართომასშტაბიან აქციას ახალციხიდანაც შეუერთდებიან. მასწავლებლები, ააიპ–ების და ადგილობრივი თვითმმართველობის თანამშრომლები ავტობუსებით და მსუბუქი მანქანებით უკვე წავიდნენ.

'ოცნების' მიერ ორგანიზებულ შეკრებას ახალციხიდან 3 000–მდე ადამიანი დაესწრება [ფოტო/ვიდეო]

„ქართული ოცნების“ წრამომადგენლები მხარდამჭერებს ახალციხეში რამდენიმე ლოკაციაზე აგროვებდნენ. ავტობუსები იდგნენ უნივერსიტეტის, მერიის და საბავშვო ბაღების შენობების მიმდებარედ.

„სამხრეთის კარიბჭეს“ ავტობუსებში სკოლის მოსწავლეები და სტუდენტებიც დაგვხვდნენ. ჟურნალისტის გამოჩენამ ბაღების და მერიის თანამშრომელების გაღიზიანება გამოიწვია.


„ქართული ოცნების“ ახალციხის საოლქო ორგანიზაციის აღმასრულებელი მდივანი გვარამაძის თქმით, ღონისძიებაზე ახალციხიდან დაახლოებით 3 000 კაცი წავიდა.

პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ დღეს თავისუფლების მოედანზე ღონისძიებას „საქართველოს გზა ევროპისკენ“ გამართავს. პარტიაში აცხადებენ, რომ ღონისძიების ინიციატორი მათი ახალგაზრდული ორგანიზაციაა და ის საქართველოს ევროპის საბჭოს თავმჯდომარეობას ეძღვნება.

პარტია „ქართული ოცნების“ გენერალური მდივანი კახა კალაძე აცხადებს, რომ დღეს არის საზეიმო ღონისძიება ყველა იმ ადამიანისთვის, ვისთვისაც საქართველოს ევროპული მომავალი ღირებული და მნიშვნელოვანია. ამ დღესთან დაკავშირებით პარტიამ საქართველოს რეგიონებიდანაც მიიწვია მხარდამჭერები და მათ ტრანსპორტირებასაც უზრუნველყოფს.

არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადებით, „ქართული ოცნების“ მიერ დაგეგმილი აქციისთვის მოქალაქეთა მობილიზება მუნიციპალიტეტების საჯარო მოხელეებზე ზეწოლის ფონზე მიმდინარეობდა. პარტიის კოორდინატორების გარდა, მოქალაქეთა მობილიზებაში აქტიურად არიან ჩართული მერების წარმომადგენლები სოფლებში და სოფლების საკრებულოს დეპუტატები.

რეგიონებში სავარაუდო ზეწოლის შესახებ ისაუბრა სახალხო დამცველმაც.

„მოქალაქეების განცხადებით, აქციაში მონაწილეობის მიღებაზე უარის შემთხვევაში ხელმძღვანელი პირები სამუშაო ადგილებზე სამომავლოდ პრობლემების შექმნაზე მიანიშნებენ“, – წერია ომბუდსმენის გავრცელებულ განცხადებაში.

'ოცნების' მიერ ორგანიზებულ შეკრებას ახალციხიდან 3 000–მდე ადამიანი დაესწრება [ფოტო/ვიდეო]

'ოცნების' მიერ ორგანიზებულ შეკრებას ახალციხიდან 3 000–მდე ადამიანი დაესწრება [ფოტო/ვიდეო]

'ოცნების' მიერ ორგანიზებულ შეკრებას ახალციხიდან 3 000–მდე ადამიანი დაესწრება [ფოტო/ვიდეო]

'ოცნების' მიერ ორგანიზებულ შეკრებას ახალციხიდან 3 000–მდე ადამიანი დაესწრება [ფოტო/ვიდეო]

'ოცნების' მიერ ორგანიზებულ შეკრებას ახალციხიდან 3 000–მდე ადამიანი დაესწრება [ფოტო/ვიდეო]

ასევე ნახეთ: ‘სამსახურის დაკარგვით ემუქრებიან ’ – ‘ოცნების’ აქციისთვის მოსახლეობის მობილიზება მიმდინარეობს

[მარიამ ბარძიმაძე, რობი ზარიძე, ზურა სულაბერიძე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

‘ოცნების’ მიერ ორგანიზებულ კონცერტზე ახალციხიდან სტუდენტები წაიყვანეს
‘სამსახურის დაკარგვით ემუქრებიან ’ – ‘ოცნების’ აქციისთვის მოსახლეობის მობილიზება მიმდინარეობს
‘ოცნების’ ორგანიზებულ აქციაზე ბორჯომიდან 2 000 კაცი წავიდა
თბილისში ‘ქართული ოცნების’ მიერ ორგანიზებული აქცია მიმდინარეობს
'ქართული ოცნების' თავმჯდომარე  ღარიბაშვილი, გენერალური მდივანი კი კალაძე იქნება
‘ქართული ოცნების’ ახალქალაქელი აქტივისტები აქციისთვის ემზადებიან
”ოცნების” აქციისთვის ახალციხეში მოსახლეობას მთელი რეგიონიდან ელოდებიან