FM97.5 / LIVE

ქეთევან ხმალაძის საქმის არსებითი განხილვა იწყება

მთავარისიახლე, სამართალი 13.06.2016
ნინოწმინდაში მომხდარი მკვლელობისა და ყაჩაღობის საქმეზე, ბრალდებისა და დაცვის მხარეებმა სასამართლოში განსახილველი მტიცებულებები წარადგინეს.

ქეთევან ხმალაძის საქმის არსებითი განხილვა იწყება

დღეს, 13 ივნისს ნინოწმინდაში მომხდარი მკვლელობისა და ყაჩაღობის საქმეზე წინა სასამართლო სხდომა გაიმართა. პროკურორი ვასილ ოსიძე სასამართლოში გამოსაკვლევი მტკიცებულებების ნუსხას თითქმის ნახევარი საათის განმავლობაში კითხულობდა. ბრალდების მხარის დასაკითხ მოწმეთა სიაში 69 პირია წარმოდგენილი. თუმცა, პროკურორი ამბობს, რომ შესაძლოა ყველა მათგანის დარბაზში ჩვენების მიცემა საჭირო არც გახდეს.

პროკურორის შემდეგ მტკიცებულებები დაცვის მხარემ წარმოადგინა. მხარეებმა ერთმანეთის თითქმის ყველა მტკიცებულება სადავო გახადეს.
ამის შემდეგ, სასამართლომ, უკვე მეოთხედ, აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობის ძალაში დატოვების საკითხი განიხილა. გარდა, ერთი ბრალდებულისა, რომელსაც აღკვეთის ღონისძიებად პირველივე სხდომაზე გირაო შეეფარდა, ყველას ადვოკატმა პატიმრობაში მყოფი ბრალდებულის გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლება ითხოვა.

„გირაოს 30 000–ს გადავიხდი. არსად წასვლა არ დამიპირებია და არც დავაპირებ. ოთხი წელი ვმოღვაწეობდი ახალციხეში და შეგიძლიათ ნახოთ Youtube-ზე ჩემს შესახებ მომზადებული მასალები, რომ ხალხისთვის საშიში არ ვარ. დუმილის უფლებას ვიყენებ და ამას ჩემ საწინააღმდეგოდ ნუ გამოიყენებთ“, – განაცხადა სასამართლო სხდომაზე ქეთევან ხმალაძემ და დაამატა, რომ ბრალს არ აღიარებს.
ბრალს არ აღიარებს დანარჩენი ხუთი ბრალდებულიც. მათ შორის მხოლოდ ერთი ნოდარ ა. ამბობს, რომ თავს ნაწილობრივ ცნობს დამნაშავედ.

მოსამართლე გიორგი ლონდარიძემ ბრალდებულებს აღკვეთის ღონისძიებად კვლავ პატიმრობა დაუტოვა.

„სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში განხორციელებული ცვლილებების შემდეგ, კანონმდებლობა თვალისიწინებს, რომ ყოველ ორ თვეში ერთხელ იმსჯელოს სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების საკითხზე. დღეს ეს სასამართლომ უკვე მეოთხედ იმიტომ განიხილა“, – განაცხადა პროკურორმა ვასილ ოსიძემ პრესასთან პროცესის დასრულების შემდეგ.

კანონში შეტანილ ამ ცვლილებას ხმალაძის ადვოკატი ირაკლი ბარძიმაძე ფარსს უწოდებს და ამბობს, რომ ამისთვის ჯერ ქართული მართლმსაჯულება მზად არ არის და სასამართლო ყოველ ორ თვეში ერთხელ აღკვეთის ღონიძიების საკითხს მხოლოდ იმიტომ იხილავს, რომ ეს კანონში წერია.

შეკითხვაზე, ბრალდების მხარისგან განსხვავებული მტიცებულებები თუ აქვს დაცვის მხარეს საქმეში, ბარძიმაძე გვპასუხობს: „ბუნებრივია ამას ახლა აქ ვერ მოგიყვებით“.

მომავალი სასამართლო სხდომა 24 ივნისს 14:00 საათზე ჩაინიშნა. სასამართლო შესავალ სიტყვებს მოისმენს და მოწმეების დაკითხვა დაიწყება.
შეგახსენებთ, ნინოწმინდაში მომხდარი მკვლელობის საქმეზე ჯგუფურ ყაჩაღობაში ბრალდებით ქეთევან ხმალაძე ხუთ პირთან ერთად 16 იანვარს დააკავეს.18 იანვარს ერთ–ერთი დაკავებული გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს.

[თამუნა უჩიძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ქეთევან ხმალაძის საქმის არსებითი განხილვა მესამედ გადაიდო
ქეთევან  ხმალაძის საქმეზე მხარეებმა შესავალი სიტყვები წაიკითხეს
ბრალდებული ქეთევან ხმალაძე შიმშილობის დაწყებას აპირებს
ხმალაძის საქმეში ბრალდებულებს სახელმწიფო ადვოკატები დაენიშნათ
ქეთევან ხმალაძის საქმეზე ბრალდების მხარის მტკიცებულებების გამოკვლევა დასრულდა
საქონლის ქურდობაში ბრალდებულებს  სასამართლომ გირაო შეუფარდა
უფლებადამცველი ქეთევან ხმალაძე პატიმრობაში რჩება