FM97.5 / LIVE

პატარა "ახალციხის ციხე" ახალციხის სატანკო ნაწილში [Photo]

მთავარისაზოგადოება, ფოტოამბავი 15.10.2013
პროექტის გარეშე, ფოტოსურათების დახმარებით, ჯარისკაცების მიერ აშენებული ახალციხის ციხის ზუსტი ასლი და იდეა, პატარა სამცხე-ჯავახეთის „აშენება“ ახალციხის სატანკო ნაწილში.

პატარა "ახალციხის ციხე" ახალციხის სატანკო ნაწილში [Photo]
თავდაცვის სამინისტროს წვრთნებისა და სამხედრო განათლების სარდლობის ჯავაშასატანკო სასწავლო ცენტრის სამი ჯარისკაცი სასწავლებლის ეზოში აშენებულ ახალციხის ციხეს ბოლო დეტალებს ამატებს. სულ მალე, ციხის აუზებში „წყალს გაუშვებენ“, სიყვარულის ხეივანს მოაწყობენ და ციხეს განათებას დაუმონტაჟებენ. ამით სამთვიანი მუშაობა დასრულდება და ჯარისკაცებიც ახალ მშენებლობას დაიწყებენ...

პატარა "ახალციხის ციხე" ახალციხის სატანკო ნაწილში [Photo] რა იქნება შემდეგი, ვარძია, ხერთვისი, აწყურის ციხე თუ ოქროს ციხე, ჯერ გადაწყვეტილი არ აქვთ. თუმცა, გეგმა, სატანკო ნაწილის ეზოში პატარა სამცხე-ჯავახეთი გაშენდეს, უკვე არსებობს.

მშენებლობა თავდაცვის სამინისტროს წვრთნებისა და სამხედრო განათლების სარდლობის ჯავაშასატანკო სასწავლო ცენტრში (ახალციხის სატანკო ნაწილი) მიმდინარეობს. ახალციხის ციხის გაშენების იდეა ცენტრის სერჟანტს მარლენ გვარამაძეს ეკუთვნის. ციხის მშენებლობაში სამი ჯარისკაცია ჩართული. ამათგან, ძირითადი მშენებელი ერთია, ორი მისი დამხმარეა. ცენტრში გვიხსნიან, რომ ჯარისკაცები ყველაფერს თავად აკეთებენ. მუშაობენ მაშინ, როცა თავისუფალი დრო აქვთ. პროფესიონალი არცერთია, ერთს, მთავარ მოქმედ გმირს, თოიძის სამხატვრო სასწავლებელი აქვს დამთავრებული.პატარა "ახალციხის ციხე" ახალციხის სატანკო ნაწილში [Photo]

მშენებლობისთვის საჭირო ქვები ურავლის ხეობიდან მოიტანეს. მშენებლობისთვის წებო-ცემენტს და კრამიტს იყენებენ. პროექტი არ აქვთ, ციხე ზუსტად ისეთი რომ ყოფილიყო, როგორიც სინამდვილეშია, მისი ფოტოები მოიპოვეს, თაბახის ფურცლებზე ამობეჭდეს, ერთად აკინძეს და პროექტის დანიშნულება მიანიჭეს.

პატარა "ახალციხის ციხე" ახალციხის სატანკო ნაწილში [Photo]„დღეს სამი თვე გახდა, რაც ამ ციხეს ვაშენებთ. ზუსტად ისეთი გვინდა იყოს, როგორიც სინამდვილეშია. აუზებს ცისფრად შევღებავთ, გამწვანების ნაწილი გაკეთებულია, დანარჩენ ტერიტორიასაც გავამწვანებთ, სიყვარულის ხეივანში გამწვანებას - ხეებს და ბუჩქებს გავაკეთებთ და მთელს ციხეს გარედან გავანათებთ“, - ამბობენ სასწავლო ცენტრში და გვიხსნიან, რომ გამწვანებისთვის ხელოვნურ საფარს და ხელოვნურ ბუჩქებს გამოიყენებენ.

სატანკო ნაწილში გვიხსნიან, რომ ციხე ერთადერთი ტურისტული ძეგლის ასლი არ იქნება, რაც ამ ტერიტორიაზე განთავსდება. არსებობს იდეა, რომ ციხის გარშემო სამცხე-ჯავახეთის სხვა მნიშვნელოვანი ისტორიული ძეგლების ასლებიც გააკეთონ, მაგალითად: ვარძია, ხერთვისის, აწყურისა და ოქროს ციხეები და ასე შემდეგ.

პატარა "ახალციხის ციხე" ახალციხის სატანკო ნაწილში [Photo]„ასე მთელი სამცხე-ჯავახეთი ეზოში გვექნება და რეგიონს პოპულარიზაციას გავუწევთ. აქ ხომ მხოლოდ ჩვენი რეგიონის ახალგაზრდები არ სწავლობენ“, - ამბობენ სასწავლო ცენტრში.

პატარა სამცხე-ჯავახეთისთვის ტერიტორია უკვე შემოსაზღვრულია. ძეგლები დაახლოებით 100 კვადრატულ მეტრ ტერიტორაზე განთავსდება. რა დრო დასჭირდებათ ამისთვის, იმაზეა დამოკიდებული როგორი ამინდები იქნება. ამბობენ, რომ ციხე ყველაზე რთულად ასაშენებლი იყო, რადგან უამრავი შენობაა და არაერთი დეტალია გასათვალისწინებელი. დანარჩენი ძეგლებისთვის ამხელა დრო არ დასჭირდებათ...

მშენებლობის დასრულებისას კი „პატარა რეგიონს“ საზეიმოდ გახსნიან. სატანკო ნაწილში ამბობენ, რომ ამით საქმე არ დამთავრდება, მერე ახალ იდეაზე დაიწყებენ ფიქრს.

პატარა "ახალციხის ციხე" ახალციხის სატანკო ნაწილში [Photo]

[ნინო ნარიმანიშვილი, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ჯარისკაცების ხელით შექმნილი რეგიონის ისტორია ერთ ეზოში [Photo]
ახალციხის სატანკო ბაზაზე  მყოფმა რეკრუტებმა ხერთვისის ციხე-სიმაგრე დაასუფთავეს
ახალქალაქის ციხეს რეაბილიტაცია ჩაუტარდება
კურსდამთავრებულთა ცერემონიალი ახალციხის ჯავშანსატანკო სასწავლო ცენტრში
ხერთვისის ციხის რეაბილიტაცია სრულდება
18 მაისს "ახალციხის ციხე" ვიზიტორებს ვერ მიიღებს
ახალციხის ციხე ლიტვურ პროექტში