FM97.5 / LIVE

ხერთვისის ციხის რეაბილიტაცია სრულდება

მთავარისიახლე, საზოგადოება 19.03.2018
ასპინძაში, ხერთვისის ციხის რეაბილიტაცია სრულდება. განახლებული კომპლექსი დამთვალიერებელს აპრილიდან მიიღებს.

ხერთვისის ციხის რეაბილიტაცია სრულდება

მუნიციპალური განვითარების ფონდში აცხადებენ, რომ უკვე დასრულებულია ვიზიტორთა ცენტრის, საპირფარეშოების და პარკინგის მშენებლობა. რეაბილიტაცია ჩაუტარდა საფეხმავლო გზას, ციხის უნიკალურ კარიბჭეს, მოეწყო გარე განათება.

ხერთვისის ციხეზე 1 500 000 ლარის ღირებულების ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობა, გასული წლის ოქტომბრიდან დაიწყო და მარტის ბოლოს უნდა დასრულდეს.


2007 წლის 24 ოქტომბრიდან, ხერთვისი, ვარძიის მონასტერთან ერთად, შეტანილია იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის საცდელ სიაში.

ხერთვისის ციხე(X – XVIII სს.) საქართველოში ერთ-ერთი საუკეთესოდ შემორჩენილი საფორტიფიკაციო ნაგებობაა. ის მდებარეობს სოფელ ხერთვისში ზღვის დონიდან 1126 მეტრზე. ციხე სტრატეგიულად მნიშვნელოვან ადგილზეა აგებული.

ხერთვისის ციხე ციტადელისა და გალავნისაგან შედგება. ციტადელი კლდის ვიწრო თხემს მიუყვება და ჩრდილო-აღმოსავლეთის მხრიდან საკმაოდ მიუდგომელია. ციტადელის შიდა ტერიტორია ბურჯებიანი ზღუდითაა შემოვლებული და რამდენიმე მონაკვეთად იყოფა. ციხის დასავლეთ ნაწილში მცირე ეკლესია და სხვა ნაგებობათა ნაშთებია შემორჩენილი. სამხრეთიდან და ნაწილობრივ აღმოსავლეთიდან ციხეს აკრავს გალავანი, ჩრდილო-დასავლეთით კი არის წყალზე ჩასასვლელი გვირაბი.


[თინათინ ზაზაძე, ასპინძა]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ხერთვისის ციხესა და მიმდებარე ტერიტორიას რეაბილიტაცია ჩაუტარდება
ტურისტებისთვის განახლებული ხერთვისი [Photos/Video]
ახალციხის სატანკო ბაზაზე  მყოფმა რეკრუტებმა ხერთვისის ციხე-სიმაგრე დაასუფთავეს
ხერთვისის ციხესიმაგრის მიმდებარედ ტურისტული ინფრასტრუქტურა ეწყობა
‘ვარძიამ’ და ‘ხერთვისის ციხემ’  ერთ წელში 1 331 286 ლარის შემოსავალი მიიღეს
ხერთვისის აღმოსავლური სტილის აბანოები [ფოტო]
ახალქალაქის ციხეს რეაბილიტაცია ჩაუტარდება