FM97.5 / LIVE

რამდენ ჰექტარს ფლობს საპატრიარქო სამცხე-ჯავახეთში

მთავარისიახლე, საზოგადოება 28.11.2019
საჯარო რეესტრში მოძიებული ინფორმაციის მიხედვით, სამცხე-ჯავახეთში, საპატრიარქოსა და მასთან დაკავშირებული იურიდიული პირების საკუთრებაში, ჯამში, სხვადასხვა კატეგორიის 523 ჰექტარი ნაკვეთია. მიწების უმეტესობა საპატრიარქოს სახელმწიფოსგან კონსტიტუციური შეთანხმების საფუძველზე, უსასყიდლოდ აქვს მიღებული.

რამდენ ჰექტარს ფლობს საპატრიარქო სამცხე-ჯავახეთში

ნაკვეთების უმეტესობა, 477.9 ჰექტარი სასოფლო-სამეურნეო დანიშნულებისაა. არასასოფლო ნაკვეთებზე კი ძირითადად ტაძრები, ან ტაძრის ნანგრევებია. ასეთი მიწა ჯამში 45.25 ჰექტარია.

სამცხე-ჯავახეთში, ყველაზე მეტი სასოფლო-სამეურნეო ნაკვეთი საპატრიარქოს ახალციხის მუნიციპალიტეტში აქვს. 447.8 ჰექტრიდან 319 სასოფლო სამეურნეო ნაკვეთი სოფელ მინაძეში მდებარეობს, აბის ტერიტორიაზეა ასეთი 97.2 ჰექტარი, ხოლო ღრელში, ანდრიაწმინდასა და ჭაჭარაქში 31.6. ნაკვეთების მესაკუთრედ საჯარო რეესტრში საქართველოს საპატრიარქოა მითითებული.

ადიგენის მუნიციპალიტეტში საპატრიარქოს საკუთრებში 28 მიწის ნაკვეთი იძებნება - სულ 18.8 ჰექტარი. აქედან სასოფლოა 7.83, დანარჩენზე კი ეკლესია მონასტრებია თავისი მიმდებარე ტერიტორიებით. მათ შორისაა სადავო მიწები დერცელსა და კიკიბოში, სადაც ადგილობრივები საპატრიარქოს მიწის უკანონოდ დასაკუთრებას ედავებოდნენ. სასამართლომ კი საქმე საპატრიარქოს სასარგებლოდ გადაწყვიტა.

ასპინძაში საპატრიარქოს მფლობელობაში 17.1 ჰექტარი მიწაა, ბორჯომში - 7.23.

ახალქალაქსა და ნინოწმინდაში, საპატრიარქოს საკუთრებაში 7.5 ჰექტარია. გარდა ამისა, სოფელ საღამოსა და ასფარაში, ახალქალაქისა და კუმურდოს ეპარქიის სასწავლო ცენტრის, (რომლის მესაკუთრეც საპატრიარქოა) მფლობელობაშია კიდევ 11.97 ჰექტარი მიწის ნაკვეთი.

ჩვენს მიერ საჯარო რეესტრში მოძიებული ეს მონაცემები, შესაძლო სრულად არ ასახავდეს არსებულ მდგომარეობას: საჯარო რეესტრში, საქართველოს საპატრიარქო რამდენიმე სახელითაა მოხსენიებული; ისეთი შემთხვევებიც გვხვდება, როდესაც ნაკვეთი საპატრიარქოს მფლობელობაში მყოფ სხვადასხვა იურიდიულ პირზეა დარეგისტრირებული, რის გამოც სრული მონაცემების მოძიება რთულდება. „სამხრეთის კარიბჭემ“ საპატრიარქოს მფლობელობაში არსებული ნაკვეთების შესახებ ინფორმაცია საჯარო რეესტრიდან ჯერ კიდევ 29 სექტემბერს გამოითხოვა, თუმცა პასუხი დღემდე არ მიგვიღია.

[რობი ზარიძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ახალქალაქისა და კუმურდოს ეპარქიამ ასფარაში კიდევ ორი მიწის ნაკვეთი იყიდა
დერცელი-კიკიბოს სადავო მიწების საქმე სააპელაციომ წარმოებაში მიიღო
აბის სადავო ნაკვეთების შესწავლას საპატრიარქო იწყებს
სადავო მიწების საქმე საპატრიარქოს სასარგებლოდ გადაწყდა
ახალციხის სოფლებში რამდენიმე ჰექტარი მიწის ნაკვეთი დაიტბორა [Photo/Video]
ინფორმაცია მიწის რეგისტრაციის მსურველთათვის
‘წართმეული’ მიწები – საპატრიარქოს ნაკვეთების მისაკუთრებაში ადანაშაულებენ