FM97.5 / LIVE

აბის სადავო ნაკვეთების შესწავლას საპატრიარქო იწყებს

მთავარისიახლე, ეკონომიკა, საზოგადოება, სამართალი 06.04.2017
აბის დასახლებაში მცხოვრებთა ნაწილმა საქართველოს საპატრიარქოს მიწის საკუთრების დამადასტურებელი დოკუმენტაცია უკვე გადაუგზავნა. საპატრიარქოში ირწმუნებიან, რომ თუ დადასტურდა, რომ მიწის ნაკვეთი კონკრეტულ მოქალაქეს ეკუთვნის, უკან დაუბრუნდება.

აბის სადავო ნაკვეთების შესწავლას საპატრიარქო იწყებს

აბის დასახლებაში მცხოვრებმა ვენერა ივანიძემ, საქართველოს საპატრიარქოს მიწის საკუთრების დამადასტურებელი დოკუმენტაცია სამშაბათს, 4 აპრილს გადაუგზავნა.

როგორც იგი ამბობს, ყველა დოკუმენტი, რაც მას აქვს, ადასტურებს, რომ საქართველოს საპატრიარქოზე საჯარო რეესტრში რეგისტრირებული 10 მეასედი, მისი საკუთრებაა.

ვენერას მსგავსად, საპატრიარქოში დოკუმენტების გადაგზავნას გეგმავს დანარჩენი მოსახლეობაც, ვისაც მსგავსი პრობლემა აქვს.

„თუ ეს დადასტურება, ჩვენ მივიღებთ სამართლიან გადაწყვეტილებას. ადრე არ იყო ელექტრონული რეგისტრაცია, მას შემდეგ, რაც საკადასტრო აზომვითი ნახაზების მოზადება დაიწყო, გადაფარვები მოხდა“, – განმარტავს საპატრიარქოს იურისტი ედიშერ ქარჩავა.
მისივე თქმით, გადაფარვის გამო, მსგავსი პრობლემები არა მარტო საპატრიარქოში, არამედ ყველგანაა.

„ორი გზა არის, ან ჩვენ ვღებულობთ გადაწყვეტილებას, ან მოქალაქეს სასამართლოში მისვლას ვურჩევთ, რადგან ხშირად მოქალაქე მოქალაქისგან ყიდულობს მიწას, სინამდვილეში ის სახელმწიფოს საკუთრებაა და უკანონო ქმედებას აქვს ადგილი“, – ამბობს ედიშერ ქარჩავა.
შეგახსენებთ, რომ ახალციხეში, აბის დასახლებაში მცხოვრები 12 ოჯახი აცხადებს, რომ მათი კუთვნილი ნაკვეთები, რომელიც 1992 წელს მიწის რეფორმის დროს გადაეცათ, საპატრიარქოს საკუთრებაში აღმოჩნდა. ამის შესახებ კი მოგვიანებით გაიგეს.

აბელებს საკუთრების დაბრუნებაში დახმარებას სტავაზობს „ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტიც “.

შეგახსენებთ, ახალციხეში, აბის დასახლებაში მცხოვრებთა ნაწილი საპატრიარქოს მათი კუთვნილი მიწის მისაკუთრებაში ადანაშაულებს. აბელები ნაკვეთებს ამუშავებენ, თუმცა, მხოლოდ მცირე ნაწილმა იცის, რომ მათი მიწები, ოფიციალურად, საპატრიარქოს კუთვნილებაშია.

[თინათინ ზაზაძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

აბის დასახლებაში მიწის მესაკურთეები საპატრიარქოდან პასუხს  მეექვსე თვეა ელოდებიან
აბის მიწების საქმეს საია სწავლობს
‘წართმეული’ მიწები – საპატრიარქოს ნაკვეთების მისაკუთრებაში ადანაშაულებენ
რამდენ ჰექტარს ფლობს საპატრიარქო სამცხე-ჯავახეთში
აბის დასახლებაში წყლისა და საკანალიზაციო სისტემა მოწესრიგდება
სადავო მიწების საქმე საპატრიარქოს სასარგებლოდ გადაწყდა
აბის მოსახლეობა წყალმომარაგების კომპანიასთან საპროტესტო აქციას მართავს