FM97.5 / LIVE

სამცხე–ჯავახეთში ადვოკატის უფლებათა დაცვის კომიტეტი შეიქმნა

მთავარისიახლე, საზოგადოება 24.11.2019
დღეს, 24 ნოემბერს ახალციხეში საქართველოს ადვოკატთა ასოციაციამ შეხვედრა გამართა, სადაც განაცხადეს, რომ რეგიონში ადვოკატის უფლებების დაცვის კომიტეტი შეიქმნა. კომიტეტში რეგიონში მომუშავე 15–მდე ადვოკატია გაერთიანებული.

სამცხე–ჯავახეთში ადვოკატის უფლებათა დაცვის კომიტეტი შეიქმნა

კომიტეტის მიზანია, საქართველოში მოღვაწე ადვოკატთა პროფესიული უფლებების ეფექტიანი დაცვა, მოქალაქეთათვის ხარისხიანი იურიდიული დახმარების უზრუნველსაყოფად. კომიტეტი ახორციელებს სხვადასხვა აქტივობებს იმისათვის, რომ ადვოკატთა ასოციაციამ მოახდინოს დროული და ეფექტიანი რეაგირება პროფესიული საქმიანობის განხორციელებისას ადვოკატის დაშინების, დაბრკოლების, ღირსების შელახვისა თუ არასათანადო ჩარევის ფაქტებზე.

შეხვედრა სამცხე–ჯავახეთის უნივერსიტეტის მეორე კორპუსში გაიმართა და მას საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე დავით ასათიანი უძღვებოდა.

არ უნდა დარჩეს პასუხის გარეშე ადვოკატი უფებების დარღვევის არც ერთი ფაქტი. თითოეული ჩვენგანი ახერხებს ნებისმიერ გამოწვევას გასცეს პასუხი, მაგრამ ერთი ადვოკატის უფლების დარღვევა არის ყველა ადვოკატის უფლების დარღვევა, ასოციაცია ასე აღიქვამს ამას. ვეჭვობ რომ სამცხე–ჯავახეთში ადვოკატთა უფლებები არ ირღვეოდეს. დარწმუნებული ვარ კომიტეტის მოქმედების დაწყების შემდეგ ადგილობრივი კომიტეტი ბევრ დარღვევას აღმოაჩენს, შემდეგ ყველა რეგიონი ერთად დავდგებით და ამ დარღვევებს აღმოვფხვრით“,–თქვა ადვოკატთა ასოციაციის ადვოკატის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე ონისე მარგიანმა.

რეგიონში შექმნილ კომიტეტს ჯერ ჯერობით თავმჯდომარე არ ჰყავს, მას თავად წევრები აირჩევენ.

„ეს ძალიან კარგი წამოწყებაა ადვოკატთა ასოციაციის, პირველ რიგში დაცული უნდა იყოს ადვოკატთა უფლებები რომ მოქალაქეებმა თავი მშვიდად იგრძნონ. საკუთარ თავზე მაქვს გამოცდილი 2014 წელს ადმინისტრაციული წესით დამაკავეს და მერე გავმართლდი, თუმცა საბოლოო რეზულტატისთვის ჯერ კიდევ არ მიმიღწევია. თუ იქნება ეს კომიტეტი და იფუნქციონირებს ბუნებრივია გაცილებით დაცული იქნება ადვოკატის უფლებები“,–ამბობს ადვოკატი ნუგზარ სამარჯიშვილი.

საათნახევრიან შეხვედრაზე ასოციაციის წევრი ადვოკატები, საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან ესწრებოდნენ. კომიტეტში გაწევრიანება სხვა ადვოკატებსაც შეუძლიათ.

ადვოკატთა ასოციაციამ უკვე ჩამოაყალიბა კომიტეტი იმერეთში, აჭარაში, სამეგრელო–ზემო სვანეთსა და კახეთში.

სამცხე–ჯავახეთში ადვოკატის უფლებათა დაცვის კომიტეტი შეიქმნა

სამცხე–ჯავახეთში ადვოკატის უფლებათა დაცვის კომიტეტი შეიქმნა

[მარიამ ბარძიმაძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

სამცხე-ჯავახეთში ადვოკატის უფლებათა დაცვის კომიტეტს ნუგზარ სამარჯიშვილი უხელმძღვანელებს
ღია საუბარი: ადვოკატთა პროფესიული დღე  [Audio]
ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდაზე რეგისტრაცია დაიწყო
ადამიანის უფლებათა კომიტეტი ჭელას საკითხს მომავალ კვირას განიხილავს
იურიდიული დახმარების სამსახურში მონიტორინგის საბჭომ იმსჯელა
ახალციხეში პირველი სამმართველოს უფროსმა ადვოკატი უკანონოდ დააკავა
‘თავისუფლება ვაჟა ექიმს’ - ახალციხეში ადვოკატებმა აქცია გამართეს