FM97.5 / LIVE

თამარაშვილის ქუჩაზე სანიაღვრე არხის გაწმენდა დაიწყეს

მთავარისიახლე, საზოგადოება 09.07.2019
ახალციხეში, თამარშვილის ქუჩაზე, სანიაღვრე არხის გაწმენდითი სამუშაოები დაიწყო. თვითმმართველობის ინფორმაციით, დატბორვის შედეგად, არხში დარჩენილ სილას და ნაგავს ეტაპობრივად ამოიღებენ.

თამარაშვილის ქუჩაზე სანიაღვრე არხის გაწმენდა დაიწყეს

თამარაშვილის ქუჩის N33 კორპუსის მიმდებარედ არსებული სანიაღვრე არხის გასუფთავება გუშინ, რვა ივლისს დაიწყეს. ახალციხის მერიაში ამბობენ, რომ არხს საავტომობილო გზების დეპარტამენტის და მერიის დასუფთავების სამსახურის თანამშრომლები ერთობლივად გაწმენდენ.

საავტომობილო გზების დეპარტამენტში განმარტავენ, რომ ახალციხის გზების მოვლა-პატრონობაზე პასუხისმგებელი შპს „ჯავახ ავტოგზაა“, რომლის მოვალეობაში ამ არხის გასუფთავებაც შედის. შპს–ს დირექტორი ნოდარ ინასარიძე ამბობს, რომ არხის იმ ნაწილს, რომელიც საავტომობილო გზის ქვეშ გადის არ გაასუფთავებს.

„მე იმას პრინციპულად არ გავწმენდ, იმიტომ, რომ ეგ არ არის ჩვენი საქმე. არაერთხელ მივმართე მოსახლეობას, რომ კანალიზაცია არ ჩაუშვან სანიაღვრე არხში. ყველაფერს თავი რომ დავანებოთ, ჰაერი იწამლება. თანაც ამ გზას არ ეკუთვნის ეგ ნაწილი, პერპენდიკულარული ქუჩა შემოდის მანდ“, - ამბობს „ჯავახ ავტოგზის“ დირექტორი ნოდარ ინასარიძე.

თამარაშვილის ქუჩასთან არსებული სანიაღვრე არხის გაუწმენდაობის გამო, ბოლო პერიოდში, ქუჩასთან ახლოს მდებარე შენობები ორჯერ, 28 ივნისს და ექვს ივლისს დაიტბორა.

ადგილობრივები ჩიოდნენ, რომ არხი წლებია არ გაწმენდილა. სწორედ ამიტომ, ყოველი წვიმის შემდეგ, მათ პრობლემები ექმნებათ.

თამარაშვილის ქუჩაზე სანიაღვრე არხის გაწმენდა დაიწყეს

[თაკო ფეიქრიშვილი, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

სახიფათო ტროტუარი თამარაშვილის ქუჩაზე [ფოტო/ვიდეო]
თამარაშვილის ქუჩაზე სანიაღვრე არხის რეაბილიტაცია მიმდინარეობს
რატომ იტბორება ყოველი წვიმის დროს  თამარაშვილის ქუჩა
თამარაშვილის ქუჩაზე სანიაღვრე არხის რეაბილიტაციისთვის ტენდერი გამოცხადდა
თამარაშვილის ქუჩაზე დატბორილი ეზოები და სანიაღვრე არხი ისევ გასაწმენდია
ახალციხეში თამარაშვილის ქუჩა ისევ დაიტბორა [ფოტო]
ცხაურის გარეშე დარჩენილი სანიაღვრე არხი ახალციხეში [ფოტო]