FM97.5 / LIVE

სახალხო დამცველი მეუფე თეოდორეს და გუბერნატორს შეხვდა

მთავარისიახლე, საზოგადოება 08.12.2016
სახალხო დამცველმა სამცხე-ჯავახეთში ვიზიტი ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტ მეუფე თეოდორესთან და რეგიონის გუბერნატორთან აკაკი მაჭუტაძესთან შეხვედრით დაასრულა.

სახალხო დამცველი  მეუფე თეოდორეს და გუბერნატორს შეხვდა

სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში სტუდენტებთან შეხვედრის შემდეგ, სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილი აპარატის სხვა წარმომადგენლებთან ერთად, ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტის მეუფე თეოდორეს რეზიდენციას ესტუმრა, სადაც სოფელ მოხეში ბოლო პერიოდში მომხდარ მოვლენებზე ისაუბრეს.

შეხვედრა, ჟურნალისტებისთვის დახურულ კარს მიღმა, დაახლოებით ერთ საათს გაგრძელდა. სახალხო დამცველსა და მეუფე თეოდორეს დეტალებზე არც შეხვედრის დასრულების შემდეგ უსაუბრიათ. მათ მხოლოდ ის აღნიშნეს, რომ სადავო შენობასთან დაკავშირებული საკითხები მშვიდობიანი გზით უნდა მოგვარდეს.

„ჩვენ მაქსიმალურად შევეცადეთ, რომ მიგვეწოდებინა ის ინფორმაცია, რაც გაგვაჩნია რეგიონში ამ საკითხებთან დაკავშირებით. ძალიან საინტერესო და მრავლის მომცველი საუბარი გვქონდა“, - განაცხადა ჟურნალისტებთან ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტმა მეუფე თეოდორემ.

სახალხო დამცველის უჩა ნანუაშვილის განმარტებით, მოხის სადავო შენობასთან დაკავშირებული პრობლემები უნდა მოგვარდეს. მისი მოგვარების ერთ-ერთ გზად კი ნანუაშვილს ადგილობრივების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესება, ასევე მოსახლეობის ინტეგრაციის კუთხით მუშაობა მიაჩნია.

„ეს პრობლემები დიდიხანია არსებობს, უკვე წლებია, რასაც კიდევ ბევრი და თავისი მიზეზები აქვს. ამიტომ, ეს დეტალები კარგად უნდა იქნეს შესწავლილი და ისე უნდა ვიმუშაოთ“, - განაცხადა სახალხო დამცველმა.

ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის რეზიდენციაში სტუმრობის შემდეგ, უჩა ნანუაშვილმა სამცხე-ჯავახეთში ვიზიტი სამხარეო ადმინისტრაციაში სტუმრობითა და გუბერნატორთან აკაკი მაჭუტაძესთან შეხვედრით დაასრულა. მეუფე თეოდორესთან შეხვედრის მსგავსად, ეს შეხვედრაც დახურული იყო.

[sknews.ge]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ადიგენის მუსლიმ თემს სახალხო დამცველი შეხვდება
სახალხო დამცველი ადიგენში ადგილობრივებს ხვდება
უჩა ნანუაშვილი ახალციხეში საჯარო ლექციას გამართავს
მოხეს მართლმადიდებელი მოსახლეობა: ‘ამ მოვლენებში “ნაციონალები” შეინიშნებიან’
ახალციხეში მეუფე თეოდორეს ეპისკოპოსად კურთხევის დღე ღონისძიებით აღინიშნა
მეუფე თეოდორეს  რეზიდენციაში თურქეთის დელეგაციის მიღება დასრულდა
სახალხო დამცველი არასამთავრობოებს ხვდება