FM97.5 / LIVE

‘განაწყენებულია რომ უნივერსიტეტის საცხოვრებლიდან გამოიყვანეს’– ზაზა მელიქიძე დეპუტატის პროტესტზე

მთავარისიახლე, პოლიტიკა 07.11.2019
ახალციხის მერი, საკრებულოს დეპუტატის თამარ გოგოლაძის განცხადებას ეხმაურება. ზაზა მელიქიძე ამბობს, რომ დეპუტატი მისი უფლებამოსილების შეჩერებას პირადი ინტერესის გამო ითხოვს.

‘განაწყენებულია რომ უნივერსიტეტის საცხოვრებლიდან გამოიყვანეს’– ზაზა მელიქიძე დეპუტატის პროტესტზე

ფრაქცია „ქართული ოცნება-მწვანეების“ თავმჯდომარე თამარ გოგოლაძე აცხადებს, რომ ზაზა მელიქიძეს უფლებამოსილება უნდა შეუჩერდეს იქამდე, სანამ მის მიმართ დაწყებული გამოძიება არ დასრულდება. საქმე მუნიციპალიტეტის მერთან დაკავშირებული კომპანიების მიერ მოგებულ ტენდერებს ეხება.

„ამ ქალბატონს თავისი პირადი ინტერესები აქვს ეტყობა. განაწყენებულია რომ უნივერსიტეტის საერთო საცხოვრებლიდან გამოიყვანეს. ჩვენგან ითხოვს საცხოვრებელი ფართი მივცეთ. მუნიციპალიტეტს არ გააჩნია შესაბამისი ფართი და ვერც გადავცემთ, ამაზე განაწყენებული ფიქრობს, რომ ამ გზებით, იქნებ რამენაირად, სხვა ფართი გამოვუყოთ“, – ამბობს ზაზა მელიქიძე.

რაც შეეხება ანტიკორუფციული სააგენტოს მიერ დაწყებულ გამოძიებას, მელიქიძე ამბობს, რომ აქ დანაშაულის ნიშნები ნამდვილად არ არის და მას კანონი არ დაურღვევია.

„საერთაშორისო გამჭვირვალობის და მედიის მიერ რამდენჯერმე იყო გაჟღერებული ოთხი ორგანიზაცია, რომელიც ჩემი ყოფილი ორგანიზაციებია. ამ ოთხიდან ორს „ლეგის“ და „მელიზა 2“–ს , საერთოდ არ მიუღია ჩემი გამგებლობის და მერობის პერიოდში მონაწილეობა არცერთ სამშენებლო ტენდერში და არც პირდაპირ ხელშეკრულებებში. რაც შეეხება „მელიზას“, რომლის დამფუძნებელიც ვარ, აქ არასწორად იყო გაჟღერებული. ჩემი წილი მმართველობაშია გადაცემული, რაზეც არსებობს შესაბამისი დოკუმენტები. კანონით უფლება მაქვს მქონდეს წილი და ამაში რაიმე დარღვევა არ არის. თუმცა მე მის ფუნქციონირებაში მონაწილეობას არ ვიღებ, ფიზიკურადაც არ მაქვს ამის დრო“, – განმარტავს ზაზა მელიქიძე.

მელიქიძე ამბობს, რომ მასთან დაკავშირებულ კომპანიებს, მისი მერობის და გამგებლობის პერიოდში გაცილებით ნაკლები შემოსავალი აქვთ, ვიდრე მანამდე ჰქონდათ.

„ჩვენ შეგვიძლია სტატისტიკა ამოვიღოთ. გაჟღერდა რომ ეს ორგანიზაციები მანამდე არ მონაწილეობდნენ ტენდერებში, ეს არის არასწორი და მცდარი ინფორმაცია. ამ ორგანიზაციების წლიური ბრუნვა 4–5 ჯერ მეტი ჰქონდათ, ვიდრე ჯამურად აქვთ ამ ექვსი წლის განმავლობაში [გულისხმობს მისი გამგებლობის და მერობის პერიოდს]“.

ზაზა მელიქიძე ამბობს, რომ ძიების პროცესში, ყველა კითხვას გაეცემა პასუხი: „მე ვალდებულება მაქვს ჩემი მოსახლეობის წინაშე, ახალციხელების წინაშე, მე არც მათი და არც კანონის წინაშე პასუხისმგებლობას არ გავურბივარ. თუ დამნაშავე ვარ არის სამართალი, არის კანონი. ჩემი მიზანი არის განვითარდეს ახალციხე, მისი ყველა დასახლებული პუნქტი და მოსახლეობას გვერდში დავუდგეთ“.

"საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველომ" კვლევა 15 ივლისს გამოაქვეყნა, სადაც ნათქვამია, რომ თვითმმართველობის ხელმძღვანელად ზაზა მელიქიძის მოსვლის შემდეგ, მისმა კომპანიებმა 29-დან 15 ტენდერი მოიგეს. ხშირ შემთხვევაში, მისი კომპანიები ტენდერში მონაწილე მხოლოდ ერთადერთი პრეტენდენტები იყვნენ.

ორგანიზაციის კვლევაში წერია, რომ „მელიზამ” და „მესხეთი XXI”-მა, 2015-2019 წლებში 15 ტენდერი მოიგეს, მათ შორის, ყველაზე მეტი, რვა ტენდერი – 2016 წელს. საერთო ჯამში, მათ მიერ მიღებულმა თანხამ 528 123 ლარი შეადგინა, საიდანაც 514 341 ლარი ახალციხის გამგეობა/მერიისა და მათი შპს/ა(ა)იპებ-ისგან მიღებული თანხებია.

სუს–ის ანტიკორუფციულმა სააგენტომ, ზაზა მელიქიძის საქმის შესწავლა „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ მიერ გამოქვეყნებული კვლევის შემდეგ მალევე დაიწყო. ქალაქის მერი ადასტურებს, რომ გამოძიების მიმდინარეობისას დაიკითხა.

[თინათინ ზაზაძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ახალციხის მერთან დაკავშირებული ტენდერების საქმეზე, ანტიკორუფციულმა სააგენტომ გამოძიება დაიწყო
რუსთავი 2: ანტიკორუფციულმა ახალციხის მერის საქმეზე ძიება დაიწყო
ახალციხის მერთან დაკავშირებული კომპანიების საეჭვო ტენდერები – 'გამჭვირვალობის' კვლევა
‘იქ ჩემი კომპანიები არ არის’ - ტენდერების საქმეზე ახალციხის მერი დაიკითხა
ახალციხის მერთან დაკავშირებულ ტენდერების საქმეს ანტიკორუფციული სააგენტო სწავლობს
ზაზა მელიქიძემ კომპანიების წილები სამართავად ცოლის ნათესავებს გადასცა
ზაზა მელიქიძე: საზოგადოებასთან ერთად, იმ პროექტებს განვახორციელებ, რომლის საჭიროებაც დღეს ახალციხეშია [R]