FM97.5 / LIVE

შსს სკოლის მოსწავლეებისთვის ესსების კონკურსს აცხადებს

მთავარისიახლე, განათლება 27.10.2019
შსს–ს ადამიანის უფლებათა დაცვისა და გამოძიების ხარისხის მონიტორინგის დეპარტამენტი, ბავშვობის ასაკში ქორწინების წინააღმდეგ ბრძოლის 18- დღიანი საინფორმაციო კამპანიის - #ნუწაართმევბავშვობას ფარგლებში, სკოლის მოსწავლეებისათვის ესსეების კონკურსს აცხადებს.

შსს სკოლის მოსწავლეებისთვის ესსების კონკურსს აცხადებს

კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლია საქართველოს საჯარო და კერძო სკოლების ნებისმიერი კლასის მოსწავლეს.

ესსეს შინაარსი უნდა მოიცავდეს ბავშვობის ასაკში ქორწინებასთან დაკავშირებულ თემატიკას. კონკურსის მიზანია არასრულწლოვნების დაინტერესება და მათი ცნობიერების ამაღლება ამ მიმართულებით მიმდინარე მოვლენებზე.

კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა უნდა გამოაგზავნონ შემდეგი ინფორმაცია:

• ნამუშევრის ავტორის სახელი და გვარი, დაბადების თარიღი, სკოლის დასახელება და ტელეფონის ნომერი.

ესსეს მოცულობა არ უნდა აღემატებოდეს 1 (ერთ) გვერდს.

დაგვიანებით ან/და არასრული მონაცემებით წარმოდგენილი ნაშრომები არ განიხილება.

პირველ სამ ადგილზე გასული, საუკეთესო ესსეების ავტორებისთვის დაწესებულია „ბიბლუსის“ მაღაზიათა ქსელის სასაჩუქრე ვაუჩერები

I ადგილი - 300-ლარიანი ვაუჩერი

II ადგილი - 200-ლარიანი ვაუჩერი

III ადგილი - 100-ლარიანი ვაუჩერი

ამასთან, გამარჯვებული ესსეები განთავსდება შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანის უფლებათა დაცვისა და გამოძიების ხარისხის მონიტორინგის დეპარტამენტის „facebook“- გვერდზე.

გამარჯვებულებს სპეციალური ჟიური გამოავლენს.

ესსეების გაგზავნა შესაძლებელია მხოლოდ ელექტრონულად, ელფოსტის მისამართზე: adamianisuflebebi@mia.gov.ge. სათაურის ველში მიუთითეთ - „ესსეების კონკურსი სკოლის მოსწავლეებისთვის“.

საკონკურსო ნამუშევრების გამოგზავნის ბოლო ვადაა 2019 წლის 5 ნოემბერი.

საინფორმაციო კამპანია 18 დღის განმავლობაში გაგრძელდება. ის გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) საქართველოს ოფისის მხარდაჭერით, შვედეთის მთავრობის დაფინანსებით, გაეროს ერთობლივი პროგრამის - „გენდერული თანასწორობისათვის“ ფარგლებში ხორციელდება.

[SKnews.ge]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

შს სამინისტრო საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების თემაზე ფოტოკონკურსს აცხადებს
ათასწლეულის გამოწვევის ფონდი სკოლის მოსწავლეებისთვის ახალ კონკურსს იწყებს
გამოცხადდა კონკურსები სკოლის მოსწავლეებისთვის
შსს ნაადრევი ქორწინების წინააღმდეგ საინფორმაციო კამპანიას იწყებს
განათლების სამინისტროს კონკურსში ბორჯომის სკოლის მოსწავლემ გაიმარჯვა
ადრეული ქორწინების პრევენცია – კონკურსი ახალგაზრდებისთვის [R]
კონკურსი ახალგაზრდებისთვის „არჩევანი ჩემი უფლებაა“