FM97.5 / LIVE

შპს კეთილმოწყობიდან გათავისუფლებულ ელექტრიკოსებს მორიგება შესთავაზეს

მთავარისიახლე, სამართალი 25.10.2019
ელექტრიკოსების პავლე ათუნაშვილისა და ივანე დავიდოვის საქმეზე, სააპელაციო სასამართლომ მხარეებს მორიგება შესთავაზა. კეთილმოწყობის დირქტორი კობა კურტანიძე თანახმაა, რომ ორივე თანამშრომელი სამსახურში აღადგინოს.

შპს კეთილმოწყობიდან გათავისუფლებულ ელექტრიკოსებს მორიგება შესთავაზეს

მას შემდეგ რაც ელექტრიკოსებმა ახალციხის რაიონულ სასამართლოში საქმე მოიგეს, კეთილმოწყობამ მოსამართლის გადაწყვეტილება სააპელაციოში გაასაჩივრა.

სააპელაციო სასამართლოში მხარეებს მორიგება შესთავაზეს. შპს კეთილმოწყობის დირექტორმა კობა კურტანიძემ მორიგებაზე თანხმობა განაცხადა.

„სასამართლომ ასე გადაწყვიტა, ჩვენ მის წინააღმდეგ არ წავალთ“, – ამბობს კურტანიძე.

ყოფილი ელექტრიკოსები ამბობენ, რომ მოლაპარაკება მხოლოდ მას შემდეგ შეიძლება, რაც კეთილმოწყობა პირობებს შესთავაზებს.

„ჯერ პირობები არ უთქვამთ. ჩვენ მარტო სამსახურში აღდგენაზე თანახმა არ ვართ. ეს პროცესზეც განვაცხადეთ. დღეს აღმადგინონ და ხვალ ისევ გამათავისუფლონ ესე არ გვინდა. გააჩნია რა პირობებს შემოგვთავაზებენ“, – ამბობს პავლე ათუნაშვილი.

მორიგი პროცესი სააპელაციო სასამართლოში 13 ნოემბერს ჩაინიშნა, ამ დღეს გაირკვევა დათანხმდებიან თუ არა ყოფილი თანამშრომლები შემოთავაზებას.

ელექტრიკოსები პავლე ათუნაშვილი და ივანე დავიდოვი, ახალციხის კეთილმოწყობის სამსახურიდან 2018 წლის 31 დეკემბერს ოთხ მეეზოვესთან ერთად გაათავისუფლეს. ოთხიდან სამმა სამსახურში აღდგენის და იძულებით განაცდური საათების ანაზღაურების მოთხოვნით სასამართლოს მიმართა.

გათავისუფლებული თანამშრომლები აცხადებდნენ, რომ "კეთილმოწყობის" სამსახურში მათ ანაზღაურების გარეშე დამატებითი სამუშაოს შესრულებას სთხოვდნენ.

[მარიამ ბარძიმაძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

‘კეთილმოწყობას’ სასამართლო კიდევ ორმა თანამშრომელმა მოუგო
‘საახალწლოდ ქალაქის მორთვისას ანაზღაურება არ მიგვიღია’– ელექტრიკოსები მოსამართლეს
შპს 'კეთილმოწყობამ'  მეეზოვისა და ელექტრიკოსების საქმეზე განაჩენი გაასაჩივრა
მეეზოვემ და ელეტრიკოსებმა სასამართლოში საჩივარი შეიტანეს
მეეზოვისა და ელექტრიკოსების სარჩელი სასამართლომ წარმოებაში მიიღო
მეეზოვისა და ელექტრიკოსების სარჩელს სასამართლოში ხელახლა დაარეგისტრირებენ
სააპელაციო სასამართლომ ახალციხის ციხის საქმეზე მხარეებს მორიგება შესთავაზა