FM97.5 / LIVE

გია მურღულია სკოლების დაფინანსების ცვლილების აუცილებლობაზე საუბრობს

მთავარისაზოგადოება » განათლება 10.10.2013
თბილისის 24-ე სკოლის დირექტორი გია მურღულია სკოლის დირექტორების შესარჩევი კონკურსის ხარვეზებზე საუბრობს და აცხადებს, რომ სკოლების დაფინანსების ხარისხის გაუმჯობესების გარეშე, დირექტორთა კონკურსი მხოლოდ ფორმალობა იქნება.

გია მურღულია სკოლების დაფინანსების ცვლილების აუცილებლობაზე საუბრობს
გია მურღულია სკოლის დირექტორების შესარჩევი კონკურსის თემას ფეისბუქის გერდზე ეხმიანება.

მისი განმარტებით, ძალიან მალე სკოლის მოქმედი დირექტორები და ამ პოსტის მაძიებელნი, მთელი საქართველოს მასშტაბით, ჯერ გასაუბრებას გაივლიან, შემდეგ კი, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს წარდგენით, შეეცდებიან სკოლების სამეურვეო საბჭოებს საკუთარი ხედვისა და კომპეტენციის უპირატესობა დაუსაბუთონ.

მურღულია ამბობს, რომ სოციალურ ქსელში უკვე გამოჩნდა სხვადასხვა კანდიდატის შეხედულება, თუ როგორ ესახება კონკრეტული სკოლის განვითარების სტრატეგიული გეგმის შედგენა და რეალიზება. ეს ფაქტი მას ლოგიკურად მიაჩნია, თუმცა, იმ ხარვეზზე ამახვილებს ყურადღებას, რაც ამ ფაქტს ახლავს.

„საქმე ის არის, რომ ნებისმიერი სტრატეგიული გეგმის განხორცილებას "თავისუფალი ფული" სჭირდება, რაც ჩვენს საჯარო სკოლებს პრაქტიკულად არ გააჩნიათ. ის სისტემა, რითაც წლების განმავლობაში სახელმწიფო მათ აფინანსებთ, უკეთეს შემთხვევაში, მხოლოდ "კვლავწარმოებას" გულისხმობს და განვითარებას კი - არანაირად ანუ, მოკლედ რომ ვთქვათ, თქვენ ყოველ მომდევნო წელს შეგიძლიათ დაგეგმოთ და გააკეთოთ ის, რასაც წელს აკეთებდით (უკეთესად ან უარესად), ინოვაციას კი ახლოსაც ვერ გაეკარებით, რადგან საამისო სახსრები არ გექნებათ (რომ არაფერი ვთქვათ პედაგოგთა ნაწილის არასაკმარის კომპეტენციასა და მასწავლებელთა სრული კორპუსის მოტივაციის ნაკლებობაზე)“, - ამბობს მურღულია.

მისივე თქმით, ამ ყველაფრიდან გამოდის, რომ მომავალი დირექტორის სკოლის განვითარების გეგმის რეალიზებას ვერასოდეს შეძლებს და ფაქობრივად გამოვა, რომ მისეული ხედვის მშობლებისთვის წარდგენისას არარსებულ რეალობაზე ისაუბრებს.

„რომელიმე გონიერი პედაგოგის ან მშობლის ერთი უბრალო კითხვა - "მაინც რა სახსრებით აპირებთ ამ ყველაფრის გაკეთებას?" - თეორიულად თუნდაც ძალიან კარგი გეგმისგან ქვას ქვაზე არ დატოვებს.

როდესაც ამაზე ვფიქრობთ (იმედი მაქვს - ყველანი ერთად), უპრიანი იქნება იმგვარი საზოგადოებრივი აზრის შექმნაზე ვიზრუნოთ, რაც სახელმწიფოს მთავარ მესვეურებს ასეთ მოთხოვნას წაუყენებს: "ბატონებო, გადადგით არასტანდარტული და გაბედული ნაბიჯები განათლების სისტემის დაფინანსების ხარისხობრივად გასაზრდელად. დააფინანსეთ ფიქრი, რომელიც სკოლას უკეთესს გახდის - დააფინანსეთ სკოლის განვითარება! - ამის გარეშე სხვა ყველაფერთან ერთად (მართვის გაუმჯობესება, განათლების ხარისხის ამაღლება, პროფესიული განვითარება...) დირექტორთა კონკურსიც მხოლოდ ფორმალობად იქცევა", - აცხადებს მურღულია.

[sknews.ge]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

საჯარო სკოლის დირექტორები სერტიფიცირების მეორე ეტაპს გაივლიან
საჯარო სკოლებს დაფინანსება გაეზარდათ
შოთა მურღულია მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელებს შეხვდება
არაქართულენოვანი სკოლის მასწავლებელთა და დირექტორთა ტრენერების სერტიფიცირების კურსი დაიწყო
‘ახალი სკოლის მოდელში’ ჩართული სკოლების დირექტორებს მინისტრი შეხვდა
განათლების სამინისტრომ საჯარო სკოლებს დირექტორობის კანდიდატები წარუდგინა
14 მილიონი დოლარი მასწავლებელთა და სკოლის დირექტორთა გადამზადებისთვის