FM97.5 / LIVE

‘აბასთუმნის ფილტვის ცენტრი’ საქმიანობის დასაწყებად ლიცენზიას ელოდება

მთავარისიახლე, საზოგადოება 24.10.2019
„აბასთუმნის ფილტვის ცენტრში“ სტაციონალური საქმიანობისთვის ლიცენზიის მისაღებად, სპეციალურმა კომისიამ მუშაობა დაასრულა. დაწესებულება პირველ პაციენტს მას შემდეგ მიიღებს, რაც საქმიანობისთვის საჭირო ორ ლიცენზიას მოიპოვებს. ცენტრში ფიქრობენ, რომ პროცესს დაახლოებით ორი კვირა დასჭირდება.

‘აბასთუმნის ფილტვის ცენტრი’ საქმიანობის დასაწყებად ლიცენზიას ელოდება

ფილტვის ცენტრში სტაციონალური პირობების შესამოწმებლად სპეციალურმა კომისიამ რამდენიმედღიანი მუშაობა დღეს, 24 ოქტომბერს დაასრულა.

ცენტრში ამბობენ, რომ მომავალ კვირაში უკვე სტაციონალური საქმიანობის ლიცენზია ექნებათ და მუშაობის დაწყებას შეძლებენ:„ ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროსა და მთავრობის მიერ განსაზღვრულია პირობები, რასაც ამა თუ იმ პროფილის სტაციონალური დაწესებულება უნდა აკმაყოფილებდეს. სწორედ ამ ჩამონათვალთან შესაბამისობის შემოწმება ხდება. ამაში შედის, როგორც ინფრასტრუქტურა, ისევე ტექნიკური აღჭურვა, სამედიცინო თუ სხვა პერსონალის შესაბამისობა. მრავალპროფილური მიდგომაა და თუ დააკმაყოფილებ პირობებს, ლიცენზია გაიცემა“, - ამბობს „აბასთუმნის ფილტვის ცენტრის“ დირექტორი რევაზ ჟღენტი.

ცენტრს ფუნქციონირებისთვის ორი სახის ლიცენზია სჭირდება, სტაციონალური საქმიანობისთვის, რომელსაც ელოდებიან და რადიოლოგიური კვლევის, რომელიც წინა კვირას მიიღო. ჟღენტი ფიქრობს, რომ მომავალ კვირას უკვე ორივე ლიცენზია ექნებათ და მუშაობას შეუდგებიან. უკვე დაკომპლექტებულია თანამშრომლებიც. ცენტრში 145 შტატიანი თანამშრომელი იქნება, დაცვის სამსახურის ჩათვლით.

„ყველა ძველი თანამშრომელი შენარჩუნებულია და გადმოყვანილი ახალ დაწესებულებაში. ზოგიერთს შეეცვალა ფუნქციური დატვირთვა, ერთი პოზიციიდან მეორეზე გადავიდა. მოხდა ახალი თანამშრომლების დამატებაც, იმიტომ რომ კანონმდებლობაში მოხდა ცვლილებები და შეიქმნა ახალი სამუშაო ადგილებიც“, - ამბობს რევაზ ჟღენტი.

რაც შეეხება პაციენტების მკურნალობას, მას შემდეგ, რაც ფილტვის ცენტრი გაიხსნება, აქ სტაციონალურ (ცენტრში მწოლიარე ავადმყოფის მკურნალობა) მკურნალობა შესაძლებელი იქნება: „პროგრამით განსაზღვრული სარეაბილიტაციო კურსი მოიცავს ოცდღიან მკურნალობას. შემოვლენ და იქნებიან აქ კურსის ბოლომდე, შემდეგ გაეწერებიან და წავლენ სახლში“.

აბასთუმანში, ფილტვით დაავადებულთა ცენტრის მშენებლობა, ფონდ „ქართუს“ დაფინანსებით, ოქტომბერში დაიწყო და 2019 წლის გაზაფხულზე უნდა დასრულებულიყო. შენობა 100 საწოლზე იქნება გათვლილი და აქ ფილტვზე სხვადასხვა დაავადების მქონე პაციენტები იმკურნალებენ.

კურორტიდან მოშორებით ტუბსაავადმყოფოს გადატანა მას შემდეგ გადაწყდა, რაც აქ დასასვენებლად „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე და ბიზნესმენი ბიძინა ივანიშვილი იმყოფებოდა.

უკვე ყოფილი ტუბსაავადმყოფო კი მარტის ბოლოს დაიკეტა. პაციენტების ნაწილი თბილისში, ნაწილი კი ამბულატორიულად გაწერეს.

[თაკო ფეიქრიშვილი, ადიგენი]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

აბასთუმნის სარეაბილიტაციო ცენტრის გახსნამ სექტემბრამდე გადაიწია
აბასთუმანში ფილტვით დაავადებულთა სარეაბილიტაციო ცენტრის მენეჯერი კახა ბერიძე იქნება
აბასთუმანის ტუბსაავადმყოფო ისე დაკეტეს, რომ ჯერ ახალი არ გაუხსნიათ
როდის დაიწყებს აბასთუმნის სარეაბილიტაციო ცენტრი მუშაობას
მძიმე და მავნე სამუშაოზე დასაქმებულები აბასთუმნის ფილტვის ცენტრში უფასოდ იმკურნალებენ
აბასთუმნის ფილტვის ცენტრის კლინიკურმა მენეჯერმა პოზიცია დატოვა
პრეზიდენტი აბასთუმანში ფილტვით დაავადებულთა სარეაბილიტაციო ცენტრს სტუმრობს