FM97.5 / LIVE

აბასთუმანის ტუბსაავადმყოფო ისე დაკეტეს, რომ ჯერ ახალი არ გაუხსნიათ

მთავარისიახლე, ეკონომიკა, საზოგადოება 24.03.2019
აბასთუმანში ტუბსაავადმყოფოს 25 პაციენტიდან ორი სხვა საავადმყოფოში გადაიყვანეს, დანარჩენები კი სახლში გაუშვეს. კურორტზე ტუბსაავადმყოფო დაკეტეს, თუმცა ჯერ ახალს ფუნქციონირება არ დაუწყია.

აბასთუმანის ტუბსაავადმყოფო ისე დაკეტეს, რომ ჯერ ახალი არ გაუხსნიათ

იმ ორი პაციენტეიდან რომლებიც სახლში, ამბულატორიულ მკურნალობაზე ვერ გაუშვეს, ერთი თბილისში ტუბერკულიოზისა და ფილტვით დაავადებულთა ეროვნულ ცენტრში, მეორე კი ფსიქიატრიულში გადაიყვანეს. ტუბსაავადმყოფოს დრიექტორი რევაზ ჟღენტი ამბობს, რომ მას ფსიქიკური პრობლემები ჰქონდა და ამიტომ მისი გადაყვანა შესაბამის დაწესებულებაში გადაწყვიტეს. ისინი კი ვინც სახლში გაუშვეს, სამკურნალოდ მედიკამენტებს ისევ მიიღებენ.

აბასთუმანში ფილტვით დაავადებულთა სარეაბილიტაციო ცენტრის სამშენებლო სამუშაოები უკვე სრულდება, თუმცა, ჯერ მის გახსნამდე სამედიცინო დანადგარებია ჩამოსატანი.

აბასთუმანში, ფილტვით დაავადებულთა სარეაბილიტაციო ცენტრი კურორტიდან სამი კილომეტრის მოშორებით შენდება. შენობას ერთ მხარეს კლდე, მეორე მხარეს კი ბუჩქნარი აკრავს. აქამდე აბასთუმანში მოქმედი ტუბსაავადმყოფო კი წიწვოვან ტყეში იყო. ამის გამო საავადმყოფოს კურორტიდან მოშორებით გადატანას პაციენტების უმრავლესობა ეწინააღმდეგებოდა.

აბასთუმანში, ფილტვით დაავადებულთა ცენტრის მშენებლობა ფონდ „ქართუს“ დაფინანსებით ოქტომბერში დაიწყო და 2019 წლის გაზაფხულზე დასრულდება. შენობა 100 საწოლზე იქნება გათვლილი და აქ ფილტვზე სხვადასხვა დაავადების მქონე პაციენტები იმკურნალებენ.

კურორტიდან მოშორებით ტუბსაავადმოფოს გადატანა მას შემდეგ გადაწყდა, რაც აქ დასასვენებლად „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე და ბიზნესმენი ბიძინა ივანიშვილი იმყოფებოდა.

24 მარტი ტუბერკულოზთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა.

[ლუბა გიორგაძე, ადიგენი]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

აბასთუმანში ფილტვით დაავადებულთა სარეაბილიტაციო ცენტრის მენეჯერი კახა ბერიძე იქნება
პრეზიდენტი აბასთუმანში ფილტვით დაავადებულთა სარეაბილიტაციო ცენტრს სტუმრობს
აბასთუმნის სარეაბილიტაციო ცენტრის გახსნამ სექტემბრამდე გადაიწია
‘აბასთუმანში ჰაერი მინდა, წამლით თბილისშიც ვიმკურნალებ’ – პაციენტები კურორტიდან ტუბის გადატანაზე
როდის დაიწყებს აბასთუმნის სარეაბილიტაციო ცენტრი მუშაობას
აბასთუმნის ტუბსაავადმყოფო დასახლებული პუნქტიდან მოშორებით გადააქვთ
‘აბასთუმნის ფილტვის ცენტრი’ საქმიანობის დასაწყებად ლიცენზიას ელოდება