FM97.5 / LIVE

აბასთუმნის სარეაბილიტაციო ცენტრის გახსნამ სექტემბრამდე გადაიწია

მთავარისიახლე, საზოგადოება 09.08.2019
კურორტ აბასთუმანში, ფილტვით დაავადებულთა სარეაბილიტაციო ცენტრი სექტემბერში გაიხსნება. ცენტრის დირექტორის თქმით, ამ ეტაპზე იურიდიული მისამართის შეცვლის პროცედურები მიმდინარეობს.

აბასთუმნის სარეაბილიტაციო ცენტრის გახსნამ სექტემბრამდე გადაიწია

აბასთუმნის ფილტვით დაავადებულთა ცენტრს ამ დრომდე არცერთი პაციენტი მიუღია. როგორც, მისი დირექტორი „სამხრეთის კარიბჭესთან“ განმარტავს, ვიდრე იურიდიულ პროცედურები არ მოგვარდება, სარეაბილიტაციო ცენტრი არც გაიხსნება და ვერ პაციენტს მიიღებს.

„შენობის ექსპლუატაციაში შეყვანამდე, იგი „ქართუ ფონდმა“, ცენტრი უნდა გადასცეს სახელმწიფოს, სახელმწიფო კიდევ ტუბერკულიოზისა და ფილტვის დაავადებათა ეროვნულ ცენტრს, რომლის დაქვემდებარებაშიც ვიქნებით ჩვენ“,–ამბობს ცენტრის დირექტორი რევაზ ჟღენტი.

რევაზ ჟღენტის თქმით, იურიდიული რეგისტრაციის შემდეგ ფილტვით დაავადებულთა სარეაბილიტაციო ცენტრს სახელი შეეცვლება და „აბასთუმნის ფილტვის ცენტრად“ გადაკეთდება.

დირექტორი განმარტავს, რომ ამ დროისათვის შენობაში ყველა სამშენებლო სამუსაო დასრულებულია, ინვენტარი შეტანილია და სამედიცინო პერსონალიც დაკომპლექტებული. ამიტომ სექტემბრის დასაწყისში უკვე ოფიციალურად გაიხსნება.

აბასთუმანში, ფილტვით დაავადებულთა ცენტრის მშენებლობა, ფონდ „ქართუს“ დაფინანსებით, ოქტომბერში დაიწყო და 2019 წლის გაზაფხულზე უნდა დასრულდებულიყო. შენობა 100 საწოლზე იქნება გათვლილი და აქ ფილტვზე სხვადასხვა დაავადების მქონე პაციენტები იმკურნალებენ.

კურორტიდან მოშორებით ტუბსაავადმოფოს გადატანა მას შემდეგ გადაწყდა, რაც აქ დასასვენებლად „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე და ბიზნესმენი ბიძინა ივანიშვილი იმყოფებოდა.

უყვე ყოფილი ტუბსაავადმყოფო კი მარტის ბოლოს დაიკეტა. პაციენტების ნაწილი თბილისში, ნაწილი კი ამბულატორიულად გაწერეს.

აბასთუმნის ტუბსაავადმყოფო, სანატორიუმ „ზეკარის“ შენობაში 12 წელი ფუნქციონირებდა. „ზეკარი“ კი 1924 წელს აშენდა. კურორტის გაშენების ისტორია მე–19 საუკუნის ბოლოს რუსეთის დიდი მთავრის გიორგი რომანოვის ჩამოსვლას უკავშირდება. მაშინ გიორგი ალექსანდრეს ძე რომანოვი კურორტზე ფილტვების მძიმე დაავადების სამკურნალოდ დასახლდა. საგანგებოდ უფლისწულისთვის აშენდა სამკურნალო თერმული წყლების აბანო და სასახლე, სადაც მოგვიანებით სანატორიუმი ფუნქციონირებდა.

[ლუბა გიორგაძე, ადიგენი]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

როდის დაიწყებს აბასთუმნის სარეაბილიტაციო ცენტრი მუშაობას
აბასთუმანში ფილტვით დაავადებულთა სარეაბილიტაციო ცენტრის მენეჯერი კახა ბერიძე იქნება
აბასთუმნის ტუბსაავადმყოფო დასახლებული პუნქტიდან მოშორებით გადააქვთ
პრეზიდენტი აბასთუმანში ფილტვით დაავადებულთა სარეაბილიტაციო ცენტრს სტუმრობს
აბასთუმანის ტუბსაავადმყოფო ისე დაკეტეს, რომ ჯერ ახალი არ გაუხსნიათ
‘აბასთუმნის ფილტვის ცენტრი’ საქმიანობის დასაწყებად ლიცენზიას ელოდება
მძიმე და მავნე სამუშაოზე დასაქმებულები აბასთუმნის ფილტვის ცენტრში უფასოდ იმკურნალებენ