FM97.5 / LIVE

როდის დაიწყებს აბასთუმნის სარეაბილიტაციო ცენტრი მუშაობას

მთავარისიახლე, საზოგადოება 27.06.2019
აბასთუმანში, ფილტვით დაავდებულთა სარეაბილიტაციო ცენტრს, რომელიც მაისის ბოლოს უნდა გახსნილიყო, ამ დრომდე ფუნქციონირება არ დაუწყია. ხელმძღვანელობა ამბობს, რომ სამუშაოები ბოლო ეტაპზეა და ელექტროსისტემის ტესტირება მიმდინარეობს.

როდის დაიწყებს აბასთუმნის სარეაბილიტაციო ცენტრი მუშაობას

როდის გაიხსნება სარეაბილიტაციო ცენტრი და როდის მიიღებს პირველ პაციენტს, ცენტრის დირექტორი ზუსტ თარიღს ვერ ასახელბს, თუმცა განმარტავს, რომ სამუშაოები უახლოეს მომავალში დასრულდება.

„ტექნიკური აღჭურვა თითქმის დასრულებულია. უბრალოდ, დარჩა რამდენიმე სისტემის – სახანძროს, საავარიოს და ელექტროგაყვანილობის ტესტირება, რომელიც ძალიან მალე უნდა დასრულდეს“, – გვიხსნის აბასთუმნის სარეაბილიტაციო ცენტრის დირექტორი რეზო ჟღენტი.

იმისათვის, რომ სამედიცინო დაწესებულებამ პირველი პაციენტი მიიღოს, მხოლოდ აღნიშნული სამუშაოების დასრულება არ კმარა. ამ დრომდე მიმდინარეობს სასადილოს მშენბელობაც, სადაც არსებული დანადგარები უნდა დაიტესტოს. გარდა ამისა, დასამონტაჟებელია სხვადასხვა სამედიცინო აპარატურა, რომელსაც ცენტრს ჯანდაცვის სამინისტრო მიაწვდის.

„ტესტირების პარალალეურად, ხორციელდება ყველა სამუშაო. ახლა ჩვენ, სახელმწიფო პროგრამით, პულმონოლოგიური პათოლოგიების მქონე პაციენტების დაფინანსების ფორმაზე ვმუშაობთ, რომელიც ახალი პროგრამაა და რაღაცეები ზუსტდება. ვფიქრობთ, რომ ამ მხრივ დიდი ტვირთის აღება უწევს სახელმწიფოს, რაადგან 3 000 ლარამდე მოხდება, სავარაუდოდ, პაციენტების დაფინანსება, რაც სრული სარეაბილიტაციო კურსის ჩატარებას გულისხმობს“, – გვიხსნის რეზო ჟღენტი.

პაციენტები, ვიდრე აბასთუმნის სარეაბილიტაციო ცენტრში მოხვდებიან, ჯერ თბილისში ტუბერკულოზისა და ფილტვით დაავადებულთა ეროვნული ცენტრში მოუწევთ კვლევების ჩატარება და ისინი, ვისაც რეაბილიტაცია დასჭირდება, აბასთუმანში გადმოვლენ.

რეზო ჟღენტის თქმით, ჯერ არ არის დაკომპლექტებული სამედიცინო პერსონალიც: „ჩვენთვის, პირველ ეტაპზე, ის არის პრიორიტეტი, რომ თანამშრომლების ის შემადგენლობა, რომელიც ტუბსაავადმყოფოში მუშაობდა სრულად დავასაქმოთ და სამსახურის მიღმა არავინ დარჩეს. მათ, ცენტრში მუშაობისას, პროფილის შეცვლაც მოუწევთ, ამიტომ ახალა გადამზადების კურსებს გადიან. შესაძლოა, მოგვიწიოს სპეციალისტების მოწვევაც.“

ამ დროისათვის მხოლოდ ის არის ცნობილი, რომ ახალი სარეაბილიტაციო ცენტრის დირექტორი ისევ რეზო ჟღენტი იქნება, ხოლო სამედიცინო დაწესებულების კლინიკური მენეჯერი კახა ბერიძე, რომელიც ამ პოზიციაზე პირველი მაისიდან დაინიშნა.

აბასთუმანში, ფილტვით დაავადებულთა ცენტრის მშენებლობა, ფონდ „ქართუს“ დაფინანსებით, ოქტომბერში დაიწყო და 2019 წლის გაზაფხულზე უნდა დასრულდებულიყო. შენობა 100 საწოლზე იქნება გათვლილი და აქ ფილტვზე სხვადასხვა დაავადების მქონე პაციენტები იმკურნალებენ. კურორტიდან მოშორებით ტუბსაავადმოფოს გადატანა მას შემდეგ გადაწყდა, რაც აქ დასასვენებლად „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე და ბიზნესმენი ბიძინა ივანიშვილი იმყოფებოდა.

უყვე ყოფილი ტუბსაავადმყოფო კი მარტის ბოლოს დაიკეტა. პაციენტების ნაწილი თბილისში, ნაწილი კი ამბულატორიულად გაწერეს.

აბასთუმნის ტუბსაავადმყოფო, სანატორიუმ „ზეკარის“ შენობაში 12 წელი ფუნქციონირებდა. „ზეკარი“ კი 1924 წელს აშენდა. კურორტის გაშენების ისტორია მე–19 საუკუნის ბოლოს რუსეთის დიდი მთავრის გიორგი რომანოვის ჩამოსვლას უკავშირდება. მაშინ გიორგი ალექსანდრეს ძე რომანოვი კურორტზე ფილტვების მძიმე დაავადების სამკურნალოდ დასახლდა. საგანგებოდ უფლისწულისთვის აშენდა სამკურნალო თერმული წყლების აბანო და სასახლე, სადაც მოგვიანებით სანატორიუმი ფუნქციონირებდა.

[ლუბა გიორგაძე, ადიგენი]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

აბასთუმნის სარეაბილიტაციო ცენტრის გახსნამ სექტემბრამდე გადაიწია
აბასთუმანში ფილტვით დაავადებულთა სარეაბილიტაციო ცენტრის მენეჯერი კახა ბერიძე იქნება
აბასთუმნის ტუბსაავადმყოფო დასახლებული პუნქტიდან მოშორებით გადააქვთ
აბასთუმანის ტუბსაავადმყოფო ისე დაკეტეს, რომ ჯერ ახალი არ გაუხსნიათ
‘აბასთუმნის ფილტვის ცენტრი’ საქმიანობის დასაწყებად ლიცენზიას ელოდება
პრეზიდენტი აბასთუმანში ფილტვით დაავადებულთა სარეაბილიტაციო ცენტრს სტუმრობს
‘დაავადებისგან თითქმის განკურნებულები იყვნენ’– ტუბის დირექტორი სახლში გაშვებულ პაციენტებზე