FM97.5 / LIVE

თუთის ტყლაპი [ფოტო]

მთავარისიახლე, ფოტოამბავი 24.10.2019
თუ მესხეთში თუთის ტყლაპის დაგემოვნება ან შეძენა გსურს, ასპინძას უნდა ესტუმრო. აქ ადგილობრივებს თუთის ბაღები აქვთ და ტრადიციულ ნუგბარსაც ძველი ტრადიციების მიხედვით ამზადებენ. სანამ შემოდგომის თბილი დღეები მიილევა, ეზოში მზეზე გასაშრობად გამოკიდებულ ტყლაპებს კიდევ ნახავთ.

თუთის ტყლაპი  [ფოტო]

ციცო ასპანიძე ასპინძის სოფელ ნიჯგორში ცხოვრობს. თუთის ხეები ივლისში მოარხია, ნაყოფი აკრიფა და მისგან წვენი დაამზადა. ახლა, ოქტომბრის მზიან დღეებში, ამ წვენით ტყლაპებს ამზადებს, როგორც აქაურები ამბობენ „ტყლაპებს ასხამს“.

„სანამ კარგი ამინდებია ვცდილობ მოვასწრო. თუთა ივლისის ბოლოს შემოვიდა, მაგრამ მაშინვე ტყლაპების დასხმას რომ ვერ ვასწრებთ, წვენს ვაკეთებთ, ვინახავთ და შემდეგ ვხსნის იმ წვენს, ფქვილსა და შაქარს ვუკეთებთ, ვადუღებთ და ტყლაპებს ვასხამთ“, - ამბობს ციცო ასპანიძე.

თუთის წვენით, ფქვილით და შაქრით თხელ ფაფას ამზადებენ, შემდეგ სპეციალურად გამზადებულ ნაჭერზე ასხამენ.

ამისთვის ყველა სტრუქტურის ნაჭერი არ გამოდგება, ადგილობრივები ამბობენ, რომ ის ჩითის ნაჭერზე, როგორც თავად უწოდებენ „ამერიკაზე“ უნდა დაისხას.

„ამ პროცესს დაახლოებით ორი დღე სჭირდება. ერთ დღეს დავასხამთ ნაჭერზე და მზიანი ამინდი თუ იქნება, მეორე დღეს უკვე ვაძრობთ გამზადებულ ტყლაპს და ისევ მზეზე ვაშრობთ. ყველას ძალიან მოსწონს და გამვლელ-გამომვლელი ყველა აჩერებს ჩემს სახლთან“.

თუთის ტყლაპი ნიჯგორელებისთვის ერთ–ერთი შემოსავლის წყაროა. ადგილობრივებს ნუგბარის შესაძენად ხშირად აკითხავენ ტურისტებიც. ტყლაპის გარდა, აქ შეგიძლიათ თუთისგან მომზადებული ბაქმაზი და არაყიც შეიძინოთ.

თუთის ტყლაპი  [ფოტო]

თუთის ტყლაპი  [ფოტო]

თუთის ტყლაპი  [ფოტო]
ზუზი ბერიძის ფოტოები

[თაკო ფეიქრიშვილი, ასპინძა]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

თუთის ტყლაპი - გემრიელი ნუგბარი მესხეთიდან [ვიდეო]
მესხური ნობათი სოფელ ნიჯგორიდან [Photo]
მივდივართ საროში  [ფოტო]
ასპინძის გოგრები [ფოტო]
ნიჯგორში აღადგენენ გზას, რომელიც წყლის სისტემის მშენებლობისას დაზიანდა
არყის გამოხდა ხალხური მეთოდით სოფელ ხერთვისში [ფოტო/ვიდეო]
მეაბრეშუმეობის დარგის განვითარებისათის პირველი ნაბიჯები უკვე გადაიდგა [R]