FM97.5 / LIVE

მესხური ნობათი სოფელ ნიჯგორიდან [Photo]

მთავარისიახლე, საზოგადოება, ფოტოამბავი 17.04.2017
ვარძიის გზაზე გასაყიდად გამოფენილი მესხური, შინაური პროდუქტი და თუთა, რომელიც სოფელ ნიჯგორის სავიზიტო ბარათია.

მესხური ნობათი სოფელ ნიჯგორიდან [Photo]

პატარა, სახელდახელოდ შეკრულ ხის მაგიდაზე თუთის არაყი, ბაქმაზი, ტყლაპი, მწნილი, გოგრის კურკა, თუთის ხმელი და კონებად შეკრული სატაცური დევს. იქვე, შორიახლოს, თავშალშემოხვეული და მზისგან დამწვარი სახით 50 წლამდე ქალი ზის, ახალმოკრეფილ სატაცურს არჩევს და ყველა მანქანას ინტერესით აკვირდება.

ვარძიისკენ მიმავალ გზაზე, ასპინძიდან 9 კილომეტრში, სოფლის პროდუქტებით დახუნძლული მაგიდები არავის უკვირს. ეს სოფელი ნიჯგორია. ადგილობრივები მთელი წლის მანძილზე მოყვანილ პროდუქტს ყიდიან.

მესხური ნობათი სოფელ ნიჯგორიდან [Photo]

20 წელია, გულო დიასამიძის ყოველი დილა გამთენიას, 6 საათზე იწყება. ცდილობს დროზე მოუაროს საქონელს, ძროხები მოწველოს, ყველი ამოიყვანოს, საოჯახო საქმეებს მორჩეს და ეზოში, პატარა მაგიდაზე, გასაყიდი პროდუქტები დააწყოს.

„თით– ოროლოა კაპიკს ვიღებთ შვილო. უცხოელები უფრო მეტად თუთის არაყს ეტანებიან. პენსია მე არ მაქვს და ხელფასი. ეს არის ჩვენი ერთადერთი შემოსავალი“, – მეუბნება გულო დიასამიძე, მხარზე გადაკიდებულ აპარატს უყურებს და ფოტოს გადასაღებად ემზადება, – “აქ ხშირად ჩერდებიან ტურისტებიც და ჟურნალიტებიც. ვიცი ფოტოს გადაღება გინდათ, ხილს დავიჭერ ხელში, უფრო ლამაზი რომ იყოს“.

ახლა მოთხოვნადი სატაცურია. როგორც ნიჯგორელი ქალები ამბობენ, სატაცური გემრიელთან ერთდ სასარგებლოა: „გულისთვის არის კარგი,ზოგი ხარშავს და მწვანილებით კაზმავს, ზოგი მწინლს ამზადებს. ერთი პატარა პარკი 5 ლარი ღირს. წინა დღეს მოვკრეფთ და მეორე დღეს უკვე აღარ მაქვს ხოლმე“, – ამბობს 63 წლის ზოია ლონდარიძე.

მესხური ნობათი სოფელ ნიჯგორიდან [Photo]

დაახლოებით 6 მეტრში თინა ლონდარიძის მაგიდა დგას. ვარძიის დასათვალიერებლად მიმავალი უცხოელი ტურისტები მისგან თუთის ნაწარმს ყიდულობენ: „ჩვენს სოფელში თუთა ყველას აქვს. ვაკეთებთ არაყს, ტყლაპს, თუთის ხმელს და ბაქმაზს. თუთა ერთგვარად ჩვენი სოფლის სავიზიტო ბარათია“.

ნოჯგორში საკუთარ „ყანაში“ მოყვანილ პორუდუქტებს დაახლოებით 15 ოჯახი ყიდის. აქ წელიწადის ნემისმიერ დროს შეგიძლიათ სოფლის ნატურალური პროდუქტის შეძენა, – ჭრელ თავსაბურავიანი ნიჯგორელი ქალები, ‘ნავაჭრს’ცელოფნის პარკებში ღიმილით ჩაგილაგებენ და გზას დაგილოცავენ.

სოფელი ნიჯგორი ასპინძა–ვარძიის გზაზე, ზღვის დონიდან 1450 მეტრზე მდებარეობს. სოფელი, რომელშიც 2014 წლის აღწერით, 294 ადამიანი ცხოვრობს, დაბა ასპინძიდან 9 კილომეტრში მდებარეობს.

მესხური ნობათი სოფელ ნიჯგორიდან [Photo]

[თინათინ ზაზაძე, ასპინძა]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

თუთის ტყლაპი  [ფოტო]
თუთის ტყლაპი - გემრიელი ნუგბარი მესხეთიდან [ვიდეო]
როგორ იქცა ხერთვისი ტურისტულ სოფლად [ფოტო/ვიდეო]
საქონლის სადგომად ქცეული მარნები [Photo]
მივდივართ საროში  [ფოტო]
ხმა სოფლიდან: წყორძა, სოფელი ისტორიულ ნასახლარზე [Audio]
რეპორტაჟი სოფელ ტატანისიდან [Video]