FM97.5 / LIVE

მესხეთის თეატრში ეროვნული დრამატურგიის ფესტივალი დასრულდა

მთავარისაზოგადოება 21.09.2015
დღეს, 20 სექტემბერს ახალციხეში ეროვნული დრამატურგიის მესამე ფესტივალი თავისუფალი თეატრის პრემიერით – "ხომ ხოცავენ ქანცგაწყვეტილ ცხენებს" დასრულდა;

მესხეთის თეატრში ეროვნული დრამატურგიის ფესტივალი დასრულდა
ავთანდილ ვარსიმაშვილის დადგმული სპექტაკლი "ხომ ხოცავენ ქანცგაწყვეტილს ცხენებს" ეროვნული დრამატურგიის ფესტივალის ფარგლებში გამართული 14 წარმოდგინიდან ბოლო იყო.

"თბილისის გარდა სპექტაკლი ბევრგან არ დამიდგამს, მაგრამ ეს ერთ–ერთი ჩემი საყვარელი სცენა, საყვარელი თეატრი და ქალაქია. მადლობა იმისთვის, რომ მოგვეცით საშუალება პრემიერა თქვენთან გვეთამაშა. ვისურვებდი, რომ ფეხბედნიერი ყოფილიყოს ეს სპექტაკლი", – განაცხადა წარმოდგენის დასრულების შემდეგ რეჟისორმა ავთანდილ ვარსიმაშვილმა.

იგი ერთ–ერთია მათ შორის ვინც მესხეთში ეროვნული დრამატურიის ფესტივალს საფუძველი ჩაუყარა.

"იგი ჩვენი უახლოესი მეგობარია. ეს იმითაც დადასტურდა, რომ პრემიერა მესხეთის თეატრში გამართა, – ამბობს მესხეთის თეატრსი სამხატვრო ხელმძღვანელი ლია სულუაშვილი – იმედია 14 წარმოდგენით ჩვენმა მაყურებელმა ძალიან დიდი სიამოვნება მიიღო"

წარმოდგენის დასრულების შემდეგ მადლობა ვარსიმაშვილს ახალციხის მერმა გიორგი კოპაძემაც გადაუხადა: "ახალციხელების სახელით, აქ მყოფი მაყურებლის სახელით ამ სანახაობისთვის უდიდესი მადლობა გადაგიხადოთ. წარმოდგენა ძალიან მომეწონა და დარწმუნებული ვარ დიდი წარმატებაც ექნება".

შეგახსენებთ, წელს, ეროვნული დრამატურგიის მესამე თეატრალურ ფესტივალში საქართველოს სხვადასხვა ქალაქის 14 თეატრი მონაწილეობდა. სამი კვირის განმავლობაში მაყურებლისთვის სპექტაკლებს მართავდნენ: თბილისის, გორის, რუსთავის, ჭიათურის, ქუთაისის, ფოთის, სოხუმის და მესხეთის თეატრის დასები.

ეროვნული დრამატურგიის თეატრალური ფესტივალი ქალაქ ახალციხის მერიისა და კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით იმართება.

მესხეთის თეატრში ეროვნული დრამატურგიის ფესტივალი დასრულდა

[sknews.ge]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

მესხეთის თეატრში ეროვნული დრამატურგიის ფესტივალი გაიხსნა
ახალციხეს კულტურის მინისტრი ესტუმრება
მესხეთის თეატრი ეროვნული დრამატურგიის მესამე ფესტივალს იწყებს
ახალციხეში დრამატურგიის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი გაიმართება
დღეს მესხეთის თეატრში ეროვნული დრამატურგიის ფესტივალი საზეიმოდ დაიხურება
რა სპექტაკლებით გრძელდება დრამატურგიის ფესტივალი
მესხეთის თეატრში დრამატურგიის ფესტივალი საზეიმოდ დაიხურა