FM97.5 / LIVE

ახალციხეში ‘ბავშვთა სახალისო ფეხბურთის’ თამაშები მიმდინარეობს

მთავარისიახლე, საზოგადოება 15.10.2019
საერთაშორისო პროექტის „ბავშვთა სახალისო ფეხბურთის“ ფარგლებში ახალციხეში სპორტული თამაშები მიმდინარეობს. ქალაქ ახალციხისა და ადიგენის სკოლების მოსწავლეები ერთმანეთს სპორტის 12 აქტივობაში ეჯიბრებიან.

ახალციხეში ‘ბავშვთა სახალისო ფეხბურთის’ თამაშები მიმდინარეობს

დღეს, 15 ოქტომბერს ახალციხის ცენტრალურ სტადიონზე „ბავშვთა სახალისო ფეხბურთმა“ სტარტი აიღო. მოედანი 12 ნაწილად არის დაყოფილი და თითოეულ მათგანში სხვადასხვა სახალისო აქტივობა მიმდინარეობს.

„სახალისო ფეხბურთში“ მონაწილეობას ახალციხისა და ადიგენის სკოლების 200 მოსწავლე იღებს. ისინი 12 ჯგუფად გაიყვნენ, თითოეულში 16-16 მოსწავლე, მწვრთნელი და მისი ასისტენტია.

„ეს საერთაშორისო პროგრამაა. დაფუძნდა დანიაში და ფეხბურთის ფედერაციასთან ხელშეკრულების საფუძველზე, ტარდება საქართველოს ათ ქალაქში. მოსწავლეთა ასაკი რვიდან 12 წლამდეა განსაზღვრული. ეს არის გართობისა და ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციისთვის“, - ამბობს „ბავშვთა სახალისო ფეხბურთის“ პროგრამის ხელმძღვანელი ბადრი ქარქაშაძე.

ორგანიზატორების ინფორმაციით, პროგრამა გამარჯვებულის გამოვლენის პრინციპს არ ეფუძნება. მეგობრული შეჯიბრებები ფეხბურთში, ორიენტაციაზე მუშაობაში, დრიბლინგში ანუ ფეხბურთში ბურთის ოსტატურ ტარებაში, კარში დარტყმებში, ბაგირით გადაქაჩვაში, ჰოკეიში და სხვა სპორტულ აქტივობებში იმართება.

„ვისაც სურვილი ჰქონდა, ყველას შეეძლო მონაწილეობის მიღება. წინასწარ გავაფრთხილეთ სკოლები. ახლა წარმოდგენილი არიან ქალაქ ახალციხის სკოლები და ადიგენიდან ზარზმის, ქვემო ენთელის და ფხეროს მოსწავლეები. ჯგუფები ინტეგრირებულია. სხვადასხვა სკოლის მოსწავლეები ერთ ჯგუფში არიან, რადგან ამ პროექტის არსიც ესაა - ბავშვებმა ერთმანეთი გაიცნონ და დაახლოვდნენ“, - ამბობს სამცხე-ჯავახეთის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი და პროექტის კოორდინატორი სამცხე-ჯავახეთში გელა მაისურაძე.

ახალციხის შემდეგ „ბავშვთა სახალისო ფეხბურთი“ მარნეულში, ახმეტასა და ჩაქვში გაიმართება.

ახალციხეში ‘ბავშვთა სახალისო ფეხბურთის’ თამაშები მიმდინარეობს

ახალციხეში ‘ბავშვთა სახალისო ფეხბურთის’ თამაშები მიმდინარეობს

ახალციხეში ‘ბავშვთა სახალისო ფეხბურთის’ თამაშები მიმდინარეობს

ახალციხეში ‘ბავშვთა სახალისო ფეხბურთის’ თამაშები მიმდინარეობს

ახალციხეში ‘ბავშვთა სახალისო ფეხბურთის’ თამაშები მიმდინარეობს

ახალციხეში ‘ბავშვთა სახალისო ფეხბურთის’ თამაშები მიმდინარეობს

ახალციხეში ‘ბავშვთა სახალისო ფეხბურთის’ თამაშები მიმდინარეობს

[თაკო ფეიქრიშვილი, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ახალციხეში ბავშვთა ფეხბურთის განვითარებაზე იმსჯელეს
ახალციხეში მინი–ფეხბურთის ტურნირი იწყება
გარდამავალი ჩემპიონატი ფეხბურთში დასრულდა
ახალციხეში სასკოლო სპორტული ოლიმპიდის კვირეული დასრულდა
მზადება ფეხბურთის რეგიონული ჩემპიონატისთვის
ახალციხეში ფეხბურთის ჩემპიონატი მიმდინარეობს
ხევაშენს მინი ფეხბურთის მოედანი ექნება