FM97.5 / LIVE

ნანა მასწავლებელი

მთავარისიახლე, განათლება 14.10.2019
იმერეთიდან ჯავახეთში. ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში, მენტორის სტატუსის მქონე პირველი მასწავლებელი, ნანა შუბითიძეა. ის ექვსი წელია რაც ნინოწმინდაში პედაგოგად მუშაობს.

ნანა მასწავლებელი
–როგორი უნდა იყოს მასწავლებელი?

–ბავშვები უნდა უყვარდეს! ენერგიული უნდა იყოს, საქმე არ უნდა მობეზრდეს, თორე ამას მოსწავლე იგრძნობს. მიმღებლობა უნდა ჰქონდეს. სიახლეები უნდა უყვარდეს. სამართლიანი უნდა იყოს. განათლება თავისთავად.

ასე დაიწყო ჩვენი საუბარი ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში, მენტორის სტატუსის მქონე პირველ მასწავლებელთან, ნანა შუბითიძესთან.

„გამორჩეული ბავშვები მყავს“, – ამბობს ის და კითხვის დასმას თუ რატომ არიან გამორჩეულები უბრალოდ ვეღარ ვბედავ.

ნანა შუბითიძე ნინოწმინდის მეოთხე ქართულ საჯარო სკოლაში ქიმია – ბიოლოგიას ასაწავლის. ასევე მუშაობს ნინოწმინდის სოფელ გორელოვკის მესამე საჯარო სკოლაში, ბიოლოგიის პედაგოგად.

,,პირველად მე და ჩემი მეგობრები ნინოობას წამოვედით ფოკაში. თხელი მოსასხამით ვიყავი და გავიყინე. მაშინ ვთქვი აქ ხალხი როგორ ცხოვრობს –მეთქი. ივნისის თვე იყო და იმავე წელს, სექტემბერში უკვე აქ ჩამოვედი სამუშაოდ“ – იხსენებს ნანა მასწავლებელი.
დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი.

,,მაძიებლობის პროგრამით თბილისის 155 საჯარო სკოლაში ერთი წელი ვმუშაობდი. შემდეგ დმანისში, ზემო კარაბულახში, ორი წელი პროგრამა „ქართული ენა მომავალი წარმატებისთვის“ აზერბაიჯანელ მოსწავლეებს ქართულ ენას ვასწავლიდი“, – გვიამბობს ნანა შუბითიძე.

რატომ ნინოწმინდა?

,,დმანისში ოჯახში ვცხოვრობდი და ეს განსხვავებული გარემო ახლობელი იყო ჩემთვის. მრავალფეროვნება მიზიდავს. ნინოწმინდა ხომ სასწაული ადგილია: დუხობორები, ეკომიგრანტები, სომხები, ქართველები. ყველაფერი განსხვავებული და ამ განსახვავებულობაში არსებული მრავალფეროვნება. აქ მარტო პროფესიული გამოცდილება არ მივიღე, აქ ვისწავლე ადამიანური ურთიერთობები“, – ამბობს ის და პირველ თვეს იხსენებს როცა ნინოწმინდაში ჩამოვიდა.

„მოგეხსენებათ რა მკაცრი ზამთარია ნინოწმინდაში, ჩამოვედით, ვიყიდეთ შეშა. მორები. არ ვიცით ვინ დაჩეხავს, ვინ დაგვეხმარება. პირველი წელია არავის ვიცნობთ. სომეხი მეზობელები მოვიდნენ და მთლიანად დაგვიჩეხეს შეშა, დაგვიწყვეს. ეკომიგრანტები ყოველ დღე სოფლის ნობათები გადმოდიოდნენ დაა გვიადვილებდნენ იქ ცხოვრებას. ალბათ, ეს ურთიერთობები მაჩერებს აქ“, – გვითხრა ნანა შუბითიძემ.

დილის ცხრა საათიდან საღამოს ოთხ საათამდე სკოლაშია. ახალგაზრდა პედაგოგს წინ კიდევ ბევრი ჩანაფიქრი აქვს.

„მასწავლებლობა ხომ დიდი პასუხისმგებლობაა და მენტორის სტატუსი ამ პასუხისმგებლობას ასმაგად ზრდის. ეს ყველაფერი, მოსწავლეებისა და მასწავლებლების პროფესიულ განვითრებაზე ზრუნვასაც მოიცავს, სიახლეები უნდა შესთავაზო სკოლას“, – ამბობს ის და ნინოწმინდის დატოვებას არ გეგმავს.

ნანა მასწავლებელი

[გულო კოხოძე, ნინოწმინდა]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

შრომატევადი და დაძლეული საქმე - მენტორის სტატუსის მქონე მასწავლებლები სამცხე-ჯავახეთიდან
გორელოვკის ახლადგარემონტებულ სკოლაში კედლებზე ბზარები გაჩნდა
'თავიდან მხოლოდ გამარჯობა და ნახვამდის ვიცოდი'– რას ცვლის ქართული ენის პროგრამა ჯავახეთში
ხმაური ვანო მერაბიშვილის დედის ყოფილ სკოლაში
ნინოწმინდის სკოლების ნაწილს სასმელი წყალი არ აქვს-რას გეგმავს მერია
ყველაზე საპასუხისმგებლო საქმე – ახალგაზრდა პედაგოგი ხიზაბავრიდან
2 სექტემბერი პირველკლასელთა რეგისტრაციის ბოლო დღეა