FM97.5 / LIVE

ნინოწმინდასა და ახალქალაქში მანდატურების შესარჩევად კონკურსი გამოცხადდა

მთავარისიახლე, საზოგადოება 14.10.2019
სამცხე–ჯავახეთში, ნინოწმინიდის ორ და ახალქალაქის ერთ სკოლაში მანდატურების შესარჩევად კონკურსი გამოცხადდა. მსურველებისთვის განაცხადების მიღების ბოლო ვადა 16 ოქტომბერია.

ნინოწმინდასა და ახალქალაქში მანდატურების შესარჩევად კონკურსი გამოცხადდა
სამცხე–ჯავახეთის გარდა, მანდატურების შესარჩევად კონკურსი კიდევ რვა მუნიციპალიტეტში გამოცხადდა.

მანდატურობის მსურველებისათვის, განაცხადების მიღება შვიდი ოქტომბრიდან დაიწყო.

საგანმანათლებლო დაწესებულება მანდატურის სამსახური, კონკურსში მონაწილეებს რამდენიმე ატაპად შეარჩევს.

მოხდება, მანდატურობის კანდიდატების მიერ წარდგენილი საკონკურსო განაცხადების გადარჩევა, მანდატურობის კანდიდატების შეფასება (გასაუბრება და ფიზიკური მზაობის შემოწმება), მანდატურობის კანდიდატების მიერ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრისა და საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის ერთობლივი ბრძანებით დამტკიცებული მოსამზადებელი კურსების გავლა და ბოლოს,იმ მანდატურობის კანდიდატების დანიშვნა, რომლებმაც წარმატებით გაიარეს მოსამზადებელი კურსები.

კონკურსში მონაწილეობის მისაღებად, დაინტერესებულმა პირმა შესაბამისი დოკუმენტაცია უნდა წარმოადგინოს ელექტრონული ფორმით, შემდეგ მისამართზე: hr@mandaturi.gov.ge.

კონკურსის (გასაუბრება და ფიზიკური მზაობის შემოწმება) შედეგად შერჩეული კანდიდატები გაივლიან მოსამზადებელ კურსებს სსიპ - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიაში, ორი თვის განმავლობაში.

[sknews.ge]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ახალქალაქის სკოლებში ოთხ მანდატურს დაამატებენ
ასპინძაში კონკურსში გამარჯვებული კანდიდატების დანიშვნა დაიწყო
‘ვეფხისტყაოსნის’ ზეპირად მცოდნეებისთვის კონკურსი გამოცხადდა
ახალციხის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსად ხათუნა ხმალაძე შეირჩა
ადიგენში კონკურსის შედეგები მომავალ კვირაში გახდება ცნობილი
ტურისტული ააიპ–ისთვის ახალი თანამშრომლების შესარჩევად კონკურსანტებთან გასაუბრება დასრულდა
ადიგენის  გამგეობა 7 თანამშრომლის შესარჩევად კონკურსს აცხადებს