FM97.5 / LIVE

თვითმმართველობებმა 2020 წლის ბიუჯეტის პროექტებზე მუშაობა დაიწყეს

მთავარისიახლე, პოლიტიკა 11.10.2019
სამცხე–ჯავახეთში, ექვსივე მუნიციპალიტეტის მერიამ 2020 წლის ბიუჯეტის პროექტზე მუშაობა უკვე დაიწყეს. მუნიციპალიტეტების მთავარ პრიორიტეტად ისევ ინფრასტრუქტურა და სოციალური სფერო რჩება.

თვითმმართველობებმა 2020 წლის ბიუჯეტის პროექტებზე მუშაობა დაიწყეს

რა თანხით განისაზღვრება თითოეულ მუნიციპალიტეტის მომავალი წლის ბიუჯეტი, მერიებს ჯერ ზუსტად განსაზღვრული არ აქვთ, თუმცა მათი ნაწილი ამბობს, რომ თანხები გასულ წელთან მცირედით, თუმცა მომატებული იქნება.

რაც შეეხება, 2020 წლის მთავარ პრიორიტეტებს, რაზეც მერიები ყურადღებას გაამახვილებენ, ასპინძაში, ახალქალაქსა და ბორჯომში გვიხსნიან, რომ ისევ ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება იქნება.

„ჩვენთვის, მთავარი პრიორიტეტი სავარაუდოდ გზების კეთილმოწყობა იქნება და სხვა ინფრასტრუქტურული პროექტები. ჯერ ყველაფერი დაწვრილებით გაწერილი არ გვაქვს, რადგან დიდი ხანი არ არის რაც დავიწყეთ პროექტზე მუშაობა“, – გვითხრეს ახალქალაქის მერიის საფინანსო სამსახურში.

სხვა მუნიციპალიტეტებისგან განსხვავებით, ადიგენში მთავარი პრიორიტეტი სოციალური სფერო იქნება. მუნიციპალიტეტში ამბობენ, რომ მომავალ წელს ყველაზე აქტიურად სოცილური და ჯანდაცვის მიმართულებით იმუშავებენ.

რაც შეეხება ახალციხესა და ნინოწმინდას. მერიებში გვითხრეს, რომ 2020 წლის ბიუჯეტის პროექტზე მუშაობა უკვე დაწყებული აქვთ, თუმცა ამ ეტაპზე კონკრეტულ პრიორიტეტებსა თუ თანხაზე საუბრისაგან თავს იკავებენ.

რეგიონის მუნიციპალიტეტებმა, მომავალი წლის მთავარი ფინანსური დოკუმენტი 15 ნოემბრამდე უნდა მოამზადონ და საკრებულოებს განსახილველად გადაუგზავნონ. თითქმის ორთვიანი განხილვებისა თუ კორექტირებების შემდეგ, თვითმმართველობის კოდექსის მიხედვით, საბოლოოდ ბიუჯეტი დეკემბრის ბოლოსთვის უნდა დამტკიცდეს.

[ლუბა გიორგაძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

პრიორიტეტები ადიგენში, ახალქალაქსა და ნინოწმინდაში – საკრებულოებმა ბიუჯეტი დაამტკიცეს
სამცხე–ჯავახეთის საკრებულოებში ბიუჯეტების პროექტები განიხილეს
ახალციხის საკრებულომ 2019 წლის ბიუჯეტი დაამტკიცა
სამცხე–ჯავახეთში მომავალი წლის ბიუჯეტები დამტკიცდა
რაში დახარჯავს ახალციხის მერია მომავალ წელს ფულს – ბიუჯეტის განხილვა
ბორჯომისა და ასპინძის საკრებულოები ბიუჯეტის პროექტებში სოციალური ხარჯების გაზრდას ითხოვენ
სამცხე–ჯავახეთის ექვსი მუნიციპალიტეტიდან  ბიუჯეტი მხოლოდ ერთმა დაამტკიცა