FM97.5 / LIVE

ადიგენში ავარიის შედეგად ოთხი ადამიანი დაშავდა

მთავარისიახლე, შემთხვევა 09.10.2019
ადიგენში, ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა. შედეგად ოთხი ადამიანი დაშავდა, ყველა მათგანი სხვადასხვა დაზიანებებით ადიგენის საავადმყოფოშია გადაყვანილი. საქმეზე დაწყებულია ძიება.

ადიგენში ავარიის შედეგად  ოთხი ადამიანი დაშავდა
დაბა ადიგენის ცენტრში ავტოსაგზაო შემთხვევა დღეს, ცხრა ოქტომბერს დაახლოებით 13:45 საათზე მოხდა.

როგორც თვითმხილველები ამბობენ, გზაჯვარედინზე ორი მსუბუქი მანქანა ერთმანეთს შეეჯახა: „ერთმანეთის საპირისპიროდ მოძრაობდნენ, არ ვიცი რა მოხდა, შეეჯახნენ და დაშავებულებიც არიან“.

სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფმა, ავარიისას დაშავებული ოთხი პირი ადიგენის საავადმყოფოში მიიყვანა. როგორც სამედიცინო დაწესებულების ხელმძღვანელი „სამხრეთის კარიბჭესთან“ განმარტავს დაშავებულებიდან ერთი 60 წელს გადაცილებულია, ხოლო სამი მათგანი 40 წლამდე იქნება.

„სწორედ ახლა ვაკვირდებით და ვადგენთ მათ მდგომარეობას. აქედან, ორის მდგომარეობა მსუბუქია და ადგილზე ჩავუტარებთ პირველად დახმარებას, ორი შედარებით მძიმეა, ამიტომ, კატასტროფის ჯგუფები გამოვიძახეთ, რომ გადაიყვანონ სხვა საავადმყოფოში, თავზე აქვთ დაზიანებები მიღებული“, – გვითხრეს ადიგენის საავადმყოფოში.

ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიციაც, შსს–მ საქმეზე ძიება სსკ–ს 276 მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო.

[ლუბა გიორგაძე, ადიგენი]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ადიგენში ავარიისას დაშავებულებიდან სამი თბილისში გადაიყვანეს
ადიგენში ავარიისას დაშავებული ერთი პირი საავადმყოფოდან გაწერეს
სოფელ ბოლაჯურთან ავარიის შედეგად ოთხი ადამიანი დაშავდა
ერთი გარდაცვლილი და ოთხი დაშავებული – ავარია ნინოწმინდაში
ადიგენში ავარიის შედეგად ერთი ადამიანი დაშავდა
სოფელ ხერთვისთან ავარიის შედეგად ოთხი პირი დაშავდა
აწყურთან ავარიის შედეგად რვა ადამიანი დაშავდა