FM97.5 / LIVE

ენზელ მკოიანის წინააღმდეგ პროკურატურას ძიება არ დაუწყია

მთავარისიახლე, პოლიტიკა 08.10.2019
პარლამენტის დეპუტატის ენზელ მკოიანის საქმეზე, რომელსაც ბაღების გაერთიანების ყოფილი დირექტორი ნარინე გინოსიანი სექსუალურ შევიწროებაში ადანაშაულებს, პროკურატურას ძიება არ დაუწყია, უწყებაში აცხადებენ, რომ საქმე დანაშაულის ნიშნებს არ შეიცავს.

ენზელ მკოიანის წინააღმდეგ პროკურატურას ძიება არ დაუწყია

პროკურატურაში „სამხრეთის კარიბჭესთან“ განმარტავენ, რომ ნინოწმინდის ბაღების გაერთიანების ყოფილი დირექტორის განცხადებაზე, რომელიც დეპუტატს სექსუალურ შევიწროებაში ადანაშაულებს, ძიება არ დაწყებულა იმ მოტივით, რომ დანაშაულის ნიშნები არ არსებობს.

პროკურატურაში ამბობენ, რომ გინოსიანის განცხადებაზე რეაგირებაც მოახდინეს და რაიონულ პროკურატურაში თავად ნარინე გინოსიანიც გამოიკითხა. ბაღების ყოფილი დირექტორის ადვოკატი მირიან ნიკოლაძე კი აცხადებს, რომ პროკურატურამ გინოსიანი მას შემდეგ გამოკითხა, რაც მათ სახალხო დამცველის აპარატმა მიმართა.

„ჩვენ არაერთხელ მივმართეთ პროკურატურას, მათ რეაგირება არ ჰქონიათ არაფერი, ჩვენი განცხადება ხან ფინანსურ პოლიციას გადაუგზავნეს ხან გენინსპექციას, რომლებსაც ასევე რეაგირება არ მოუხდენიათ და შეწყვიტეს საქმის მოკვლევა. ბოლოს როცა სახალხო დამცველმა მიმართა პროკურატურას რეაგირება მოახდინეთო, ვითომ გამოკითხვაზე დაიბარეს“, – გვიხსნის ადვოკატი მირიან ნიკოლაძე.

მისივე თქმით, მათ განცხადებაზე, რეაგირება არ მოუხდენია საქართველოს პარლამენტსაც, რომელსაც კომიტეტებში, მკოიანის საქმის განხილვას და შესაბამისი რეაგირების მოხდენას ითხოვდნენ: „დავარეგისტრირეთ პარლამენტში წერილი და იქ დამთავრდა ყველაფერი, არც განუხილიათ, და არც რაიმე შეტყობინება მოგვსვლია ორი თვის განმავლობაში დგანან და უყურებენ წერილს თხა და გიგოსავით“.

ნინოწმინდის ბაღების გაერთიანების დირექტორი და მისი ბუღალტერი, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, თანხების მითვისებასა და გაფლანგვისათვის, 19 ივლისს პასუხისგებაში მისცა, სასამართლომ კი ორივე მათგანი გირაოთი გაათავისუფლა.

ბაღების გაერთიანების დირექტორმა ნარინე გინოსიანმა, პირველად „სამხრეთის კარიბჭესთან“ განაცხადა, რომ მის წინააღმდეგ დაწყებულ ძიებას, ნინოწმინდა–ახალქალაქის დეპუტატ ენზელ მკოიანს უკავშირებდა, რადგან მკოიანი მასთან ინტიმური კავშირის დამყარებას ცდილობდა, რაზეც უარი მიიღო და დაემუქრა.

„სამხრეთის კარიბჭეში“ მასალის გამოქვეყნებიდან მეორე დღეს, მკოიანმა საგანგებო განცხადება გააკეთა და გინოსიანის ბრალდებები „ნაციონალურ მოძრაობასთან“ ერთად დაგეგმილ ბინძურ კამპანიად შეაფასა. ნარინე გინოსიანის საქმით დაინტერსდა ქალთა უფლებების დაცვის ორგანიზაცია „საფარი“, რომელიც ბაღების გაერთიანების დირექტორის უფლებებს იცავს.

[ლუბა გიორგაძე, ნინოწმინდა]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ბაღების გაერთიანების დირექტორისა და დეპუტატის საქმეს სახალხო დამცველი სწავლობს
ნინოწმინდის ბაღების გაერთიანებას ახალი ხელმძღვანელი ჰყავს
დეპუტატის და დირექტორის დაპირისპირებაში ორგანიზაცია ‘საფარი’ ერთვება
‘საიდან იცის გამოძიების დეტალები?’– ბაღების დირექტორი ენზელ მკოიანს უჩივლებს
'მკოიანს სექსუალური კონტაქტის დამყარება უნდოდა, უარის გამო სამაგიერო გადამიხადა' - ბაღების დირექტორი პასუხისგებაში მისცეს
'ჩემს წინააღმდეგ ბინძური ბრალდებები გაჟღერდა' – ენზელ მკოიანი განცხადებას ავრცელებს
'ნინოწმინდაში სექსუალური შევიწროების ბევრი ფაქტია' - ნარინე გინოსიანი