FM97.5 / LIVE

'მკოიანს სექსუალური კონტაქტის დამყარება უნდოდა, უარის გამო სამაგიერო გადამიხადა' - ბაღების დირექტორი პასუხისგებაში მისცეს

მთავარისიახლე, სამართალი 21.07.2019
ნინოწმინდის ბაღების გაერთიანების დირექტორი ნარინე გინოსიანი და მისი ბუღალტერი თანხების გაფლანგვასა და მითვისებისთვის პასუხისგებაში მისცეს. გინოსიანი ამბობს, რომ ეს, დეპუტატ ენზელ მკოიანის ანგარიშსწორებაა, იმის გამო, რომ ინტიმურ კავშირზე უარი უთხრა.

'მკოიანს სექსუალური კონტაქტის დამყარება უნდოდა, უარის გამო სამაგიერო გადამიხადა' - ბაღების დირექტორი პასუხისგებაში მისცეს

ნინოწმინდის ბაღების გაერთიანების დირექტორი, ნარინე გინოსიანი და მისი ბუღალტერი ანჟელიკა ფუტულიანი, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა პასუხისგებაში გუშინ, 19 ივლისს მისცა. დირექტორსა და ბუღალტერს ბრალი სსკ–ს 182–ე მუხლით ედებათ, რაც მითვისებასა და გაფლანგვას გულისხმობს.

საქმის მასალების მიხედვით, გამოძიება ორივე მათგანს ბრალს, 9 000–მდე ლარის მითვისებასა და გაფლანგვაში სდებს. საქმე ეხება,იმ თანხებს, რომლებსაც ბაღების დირექტორი, სამსახურიდან წასული თანამშრომლების ნაცვლად, დროებით მოვალეობის შემსრულებლებს დამატებითი ანაზღაურების სახით უხდიდა.

„როდესაც თანამშრომლები სამსახურიდან მიდიოდნენ, ვიდრე ახალს აიყვანდა, მის საქმეს სხვა თანამშრომლებს აკეთებინებდა და მერე დამატებით თანხას უნაზღაურებდა. ასეთი, შემთხვევები მხოლოდ ორ ან სამ თვეს გრძელდებოდა ხოლმე. გამოძიება კი ნარინეს და მის ბუღალტერს, სწორედ ამ თანხების მითვისებას ედავება რაც არ მომხდარა“, – განმარტავს ადვოკატი მირიან ნიკოლაძე.

მისივე თქმით, აქ კიდევ ერთი პრობლემაა. ოფიციალურად, არცერთი დოკუმენტით დასტურდება, რომ ნინოწმინდაში ბაღების გაერთიანება არსებობს: „რეალურად ეს ქალბატონი ნინოწმინდის ერთი ბაღის დირექტორია, დანარჩენი ათი ბაღის მართვას კი ახორციელებინებდნენ. მას, არაერთხელ მიუმართავს საკრებულოსთვის ააიპ–ის შექმნაზე, მაგრამ უშედეგოდ. გამოდის, რომ იურიდიულად მას არავითარი კომპეტენცია არ ჰქონდა და თვითონ საკრებულო ჩადიოდა დანაშაულს წლების განმავლობაში“.

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის მერი, ანივარდ მოსოიანი კი ირწმუნება, რომ ააიპ „ნინოწმინდის ბაღების გაერთიანება“ 2005 წლიდან არსებობს და ამ დროიდან მოყოლებული მას, ნარინე გინოსიანი ხელმძღვანელობს: „მე არცერთი განცხადება მინახავს, მისი მოთხოვნით, რომ ბაღების გაერთიანება ჩამოყალიბებულიყო, არ ვიცი რაზე ლაპარაკობს“.

დირექტორი ნარინე გინოსიანი, მის წინააღმდეგ დაწყებულ გამოძიებაში ნინოწმინდა–ახალქალაქის მაჟორიტარ დეპუტატს ენზელ მკოიანს ადანაშაულებს. იგი „სამხრეთის კარიბჭესთან“ ჰყვება, რომ მკოიანს მის მიმართ პირადი ინტერესები ჰქონდა და დაემუქრა კიდეც.

„ჩემთან სექსულაური კავშირი უნდოდა დაემყარებინა და მეუბნეოდა რომ ახალ მანქანას მიყიდდა, ბინას გამირემონტებდა, საფრანგეთში წამიყვანდა და მსგავს რაღაცეებს მეუბნებოდა. ტელეფონზეც მელაპარაკა. ერთხელ, კაბინეტში საქმეზე მივედი და კიდევ მსგავსი საუბარი დაიწყო. ჩემგან კატეგორიული უარი რომ მიიღო დამემუქრა, რომ ბაღში საქმეს გამიფუჭებდა“, – გვიყვება ნარინე გინოსიანი.

ნარინე გინოსიანის ბრალდებასთან დაკავშირებით, ნინოწმინდა–ახალქალაქის მაჟორიტარ დეპუტატს ენზელ მკოიანს ვერ დავუკავშირდით. იგი, სატელეფონო ზარებს არ პასუხობს.

ნინოწმინდის მერს ანივარდ მოსოიანს კი გინოსიანის მიმართ, ენზელ მკოიანის ინტერესების შესახებ არაფერი სმენია: „შეიძლება რაიმე სამსახურეობრივად შენიშვნები მისცა და ეს, არ მოეწონა. მე არ ვიცი, სხვა რა ინტერესი უნდა ჰქონოდა“.

გინოსიანის ადვოკატი მირიან ნიკოლაძე ამბობს, რომ ენზელ მკოიანის წინააღმედ განცხადებით, როგორც გენერალურ ინსპექციას, ასევე სამცე–ჯავახეთის საოლქო პროკურატურას მიმართა, მაგრამ ამ დრომდე პასუხი არ მიუღია.

„ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ იურისტი ქეთი ბებიაშვილი ამბობს, რომ ბაღის დირექტორის განცხადება, სისხლის სამართლის ნიშნებს შეიცავს და ამაზე რეაგირება პროკურატურამ უნდა მოახდინოს, შემდეგ კი პარლამენტს მიმართოს, მკოიანისათვის უფლებამოსილების შეწყვეტის თაობაზე.

„პარლამენტის საპროცედურო კომისიამ უნდა იმსჯელოს მკოიანისათვის უფლებამოსილების შეწყვეტაზე. თუ პროკურატურაც რეაგირებას არ მოახდენს გამოდის რომ ეს პოლიტიკური ნებაა და მეტი არაფერი“, – ამბობს ქეთი ბებიაშვილი.

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური, ნინოწმინდის ბაღების საქმეს ერთი წელი სწავლობდა. ნარინე გინოსიანი წარდგენილ ბრალს არ აღიარებს და ამბობს, რომ ყველა ფინანსურ დოკუმენტს სწორად აწარმოებდა.

ახალციხის რაიონულმა სასამართლომ, ნინოწმინდის ბაღების გაერთიანების დირექტორის ნარინე გინოსიანისა და მისი ბუღალტრის ანჟელიკა ფუტულიანის აღკვეთის ღონისძიებაზე გუშინ, 19 ივლისს იმსჯელა. სასამართლომ დირექტორს გირაოს სახით 5 000 ლარი ბუღალტერს კი 3 000 ლარი შეუფარდა. საქმეზე, წინასამართლო სხდომა სექტემბრის დასაწყისში ჩაინიშნა.

[ლუბა გიორგაძე, ნინოწმინდა]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ენზელ მკოიანის წინააღმდეგ პროკურატურას ძიება არ დაუწყია
ბაღების გაერთიანების დირექტორისა და დეპუტატის საქმეს სახალხო დამცველი სწავლობს
‘საიდან იცის გამოძიების დეტალები?’– ბაღების დირექტორი ენზელ მკოიანს უჩივლებს
ნინოწმინდის ბაღების გაერთიანებას ახალი ხელმძღვანელი ჰყავს
'ჩემს წინააღმდეგ ბინძური ბრალდებები გაჟღერდა' – ენზელ მკოიანი განცხადებას ავრცელებს
დეპუტატის და დირექტორის დაპირისპირებაში ორგანიზაცია ‘საფარი’ ერთვება
'ნინოწმინდაში სექსუალური შევიწროების ბევრი ფაქტია' - ნარინე გინოსიანი